გამარჯობათ
მოკლეთ პირველად რომ მივიღე მონაწილეობა ამ გათამაშებაში ინფორმაციები რომ მოვაგროვე ავდექი და დავრეკე ამერიკის საელჩოში რომ მოეცათ ნამდვილი ლინკი რადგან არ მინდოდა რამ მაქინაციაში აღმოვჩენილიყავი და მომცეს ეს www.dvlottery.state.gov ლინკი. გავიარე რეგისტრაცია, ყველაფერი შევავსე და სურათიც დამიმოწმდა და საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია რომ შენი ანკეტა მიღებულიაო.
რამდენიმე თვის შემდექ მომდის მეილზე წერილი რომ ჩემი ანკეტა წარმატებით დამუშავდა და რომ მივიღო მონაწილეობა საჭიროა თანხის გადახდაო, მივყევი ბმულს და გადამიყვანა საიტზე სადაც ფასები იყო ჩამოწერილი: 1 წელი 79 დოლარი და 2 წელი 89 დოლარი. არ ვაპირებდი გადახდას მაგრამ გულმა ვერ მომითმინდა და გადავიხადე 89 დოლარი. რამდენიმე დღეში დამირეკა ამოუცნობმა ნომერმა და ინგლისურად მეკითხება ჩემ გვარ სახელს, მე YES და NO ვიცი ინგლისურად

მეთქი იეს, იეს მე ვარო, იმან გააბა ლაპარაკი და მე გავუთიშე რომ ვინმე ინგლისურის მცოდნე მენახა და ხელმეორედ რომ გადმორეკეს უკვე ის დავალაპარაკე, მათ აინტერესებდათ მართლა მე გადავიხადე ის თანხა და თანახმა ვიყავი თუ არა გადამეხადა ის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩამომაჭრიდნენ თანხას. ვინც დავალაპარაკე იმან უთხრა რომ თანახმა ვიყავი მაგრამ მათ უარი თქვეს მისი პირით ნათქვამ თანხმობაზე, მისი ნომერი ჩაიწერეს და კონფერენც ზარი განახორციელეს, ანუ მეც დამირეკეს და ჩემ თარჯიმანსაც, რომელმაც გადამითარგმნა ისევ და მე დავეთანხმე, ამის მერე ჩამომაჭრეს 89 დოლარი. ბევრმა მითხრა რომ უფასოა და რომ მომატყუეს. მეზობლის ძმაკაცს მოუგია და რომ გამოვკითხე მან მითხრა კაპიკი არ გადამიხდიაო და შენ ეტყობა მოგატყუესო, საიტი გამოვართვი სადაც ის დარეგისტრირდა და მანაც ეს მომცა
http://dvlottery.state.gov, არა და მეც მანდ გავიარე რეგისტრაცია.
შედეგებსაც 2 წლის განმავლობაში
http://dvlottery.state.gov აქ ვნახულობდი.
ნოემბერში ისევ მომივიდა წერილი რომ ჩემი 2 წლიან გათამაშებაში მონაწილეობა ამოიწურა და რომ ისევ უნდა გადავიხადო. აღარ გადამიხდია არაფერი რადგან უკვე გაძვირებული ტარიფები იყო

ვინმეს თუ ქონია მსგავსი შემთხვევა?
ვერ გავიგე აფიორაში მოვყევი თუ ეს თანხები მართლა გადასახდელია? ვისაც მოგებულები გაქვთ იქნებ მითხრათ მართლა უფასოა თუ გადასახდელია რამე?

ესაა ის წერილი
This post has been edited by xoshane on 3 Jan 2013, 01:08