#46152863 · 7 Nov 2015, 02:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან. მყავს მეუღლე რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკს.1 თვეა უკვე დაანება თავი მაგრამ არის დეპრესიაში.არაფერი არ ახარებს. თავის თავი შეძულდა. ზოგჯერ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობს და სულ მთხოვს რომ დავეხმარო. ზოგჯერ სვამს და ამბობს ამით ვუმკლავდებიო. იკეთებდა დაახლოებით 2 თვე მაგრამ ძალიან ცუდად იმოქმედა. იმ მომენტში ძალიან შეიცვალა, გახდა უყურადღებო, აღარც მუშაობა უნდოდა, აღარც ჩემთან ყოფნა და ფაქტიურად გახდა ისეთი რომ სულ კამათი მოგვდიოდა. მე არ ვიცოდი ამ ამბის შესახებ რომ იგი წამალს იკეთებდა როცა გავიგე ვუთხარი რომ ყველანაირად გვერდში დავუდგები რომ ერთად დავძლიოთ ეს პრობლემა. თვითონაც ძალიან უნდა რომ მოშორდეს ამ ყველაფერს. მალე ბავშვიც გვეყოლება და მინდა რომ დავეხმარო ამ ჭაობიდან ამოსვლაში. კბილებიც კი დაცვივდა რამოდენიმე და თავი შეზიზღებული აქვს. იყო ძალიან მხიარული და ძალიან ბედნიერები ვიყავით. უბრალოდ ბოლო თვეები ძალიან ცუდ წრეშიც იყო რის გამოც ეს შედეგიც მივიღე. მეშინია რომ ვერ გამოსწორდეს... ძალიან მინდა მალე ისევ ისეთი გახდეს როგორიც იყო და მინდა რომ ყველანაირად დავეხმარო და რაც შეიძლება ყველაფერს გავაკეთებ. თუ ვინმეს შეუძლია ჩემი დახმარება რომ მირჩიოთ რა მეთოდს მივმართო სახლის პირობებში. რა უნდა გავაკეთო ან არის რაიმე წამალი რომელიც ეხმარება ამ ყველაფრიდან რომ თავი დააღწიოს და ეს ჯოჯოხეთი დამთავდეს ჩვენს ცხოვრებაში? მადლობა წინასწარ !
|