Sapphoჩემი ნაცნობის ისტორიაა რა, რომელმაც მთელი თავისი ბავშვობა გაატარა კენტუკიში, დედასთან ერთად, სიღარიბეში. შემდეგ დედამისმა მიატოვა ქმარი, რომელიც ბევრს სვამდა და წაიყვანა ინდიანაში. 1958 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო, იქიდან დაბრუნებულმა, 1964 წელს გახსნა სტრიპტიზკლუბი დაიტონში, ოჰაიო. 1970 წლისთვის ის უკვე ფლობდა 8 კლუბს კოლუმბიაში, აკრონში, ტოლიდოში და კლივლენდში. 1974 წელს დააარსა ჟურნალი „ჰასტლერი“ (Hustler).მას ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი სტრიპტიზკლუბების სარეკლამო ფურცლის გავრცელება, რაც გადაიქცა ჟურნალად. თავდაპირველად, ჟურნალს არცთუ კარგი სტარტი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ მისმა ტირაჟმა 3 მლნ-ს მიაღწია. 1976 წელს მან დააარსა კომპანია LFP
ჩათრეული იყო მრავალრიცხოვან სასამართლო პროცესებში, რომლებიც იმართებოდა პორნოგრაფიის შეზღუდვის მომხრეებსა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. 1978 წელს სასამართლოს შენობიდან გამოსულ მას და მის ადვოკატს უცნობა მამაკაცმა შემდეგი სიტყვები უთხრა: ,,პორნოგრაფია რყვნის - ეროტიკა ალამაზებს'' ამის მერე ამოიღო რევოლვერი და რამდენჯერმე ესროლა.. ხოდა ის დღემდე სამწუხაროდ ინვალიდის ეტლით გადაადგილდება...