რატომ კაიფობ მერე?

პატარა ბავშვი ლაპარაკს სწავლობს, მაგრამ გრამატიკა არ იცის.

დაახლოებით ასეთ ლაპარაკს ვგულისხმობთ ხოლმე როცა სალაპარაკო ინგლისურის სწავლას ვითხოვთ.
ოღონდ გრამატიკის ელემენტები ზომიერად რომ იყოს.

ისეთი ტემპით მიხსნის ახალ მასალას,არათუ სწავლას წაკითხვასაც ვერ ვასწრებ.
100 სიტყვა საზეპიროდ, 5-6 სავარჯიშო-მინიმუმ 2 გვერდი.
ამას დამატებული გრამატიკა,სადაც ნახევარზე მეტი სიტყვები არათუ ვიცი გაგონილიც არ მაქვს.
1 დღეში ამ ყველაფრის სწავლა ცოტა ძნელია.
ამიტომ მაინტერესებს მე არ გამიმართლა თუ მასწავლებელს.

იმდენად მცირე დრო მაქვს უაზროდ არ მინდა დავკარგო ეს დრო,გავიჭირვებ 100 სიტყვასაც ვისწავლი და მეტსაც
მაგრამ ისე არ მინდა მოხდეს,რომ ბოლოს მარტო სიტყვები დამრჩეს ნასწავლი და მისი გამოყენება ვერ მოვახერხო.
როცა ნოლიდან იწყებს ადამიანი სწავლას რიგითობის მიხედვით როგორ ხდება საფეხურების შერჩევა
ეს მაინტერესებს ყველაზე უფრო.
დასაწყისში ანბანი გასაგებია,ბგერების წარმოთქმა და ტექსტის წაკითხვაც.შემდეგ?