#36332547 · 8 May 2013, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
hibridi55
კამათი არსს ვერ ვხვდები ??
გინდა შენი არგუმენტები ერთი ხელის მოსმით გავაცამტვერო ? უცებ ...
აი თუნდაც ეს
| QUOTE | | ან როგორ შეიძლება, გარდა კონსპირაციისა, ამხელა სისტემას მიხედო, წუთში 10 გოლი გადის ლამის მთელ მსოფლიოში და ტოტალიზატორის ღმერთი არსებობს ალბათ რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს დედამიწის მეორე მხარეს ვინ სად აიკიდებს ყვითელს. |
ამხელა სისტემაში როგორ კონტროლდება ყველაფერი ასე იდეალურად ? კუში მაქვს მხედველობაში, რომელიც დედამიწაზე მიმდინარე ათეულ ათასობით მოვლენას ჯერ მიესადაგება (ანუ დადგება თავდაპირველი კუში), მერე კი მატჩის მიმდინარეობისას განუწყვეტლივ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხდება მოედანზე ???? პასუხი ვიცი - დაწერ კომპიუტერი აკეთებს მაგასო .... ეგ მეც ვიცი, რომ სემიჩკის გამყიდველი ქსენია არ შვება .... მაგრამ ის პროგრამა, რომელიც ამხელა სისტემას აკონტროლებს უტყუარად და შეუმცდარად, ხომ ადამიანმა შექმნა, მერე შესაბამისი პროგრამა დაწერა და შეიყვანა კომპიუტერში ( მაგალითად მილანი - კატანიას 0-0-ზე 28-ე წუთზე თუ მილანმა გაიტანა, რატომ უხდება მას მოგებაზე კუში 1.05 და არა ვთქვათ 5) .... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არსებობს უჭკვიანესი ადამიანების მიერ შექმნილი ურთულესი და უზუსტესი ალგორითმი, რომელიც გაკუებასაც კი განსაზღვრავს და აკონტროლებს .... ხოდა ამ დაფარული ცოდნის თუნდაც ნაწილის გაგებამ, შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს ტოტოში მოთამაშეს .... თუ რამე გაუგებრად დავწერე, დაგიზუსტებ ..... თუმცა რაღა შორს მივდივარ, აგერ თავად გიპასუხია ყველაფერზე  | QUOTE | | უფრო მარტივი ახსნა არა? რო ბუკმეიკერს ჩვენზე ბევრად მეტი ცოდნა და ტექნოლოგია აქვს კუშის გამოსაყვანად და რთული და ჩვენთვის ამოუხსნელი სისტემა გამოდის. |
ხოდა აქაა ძაღლის თავი დამარხული სწორედ  ჯერ არ გამიგია ბუკმეკერობის შემსწავლელი ფაკულტეტი იყოს სადმე დედამიწის ზურგზე, ხოდა საიდან ეგ სპეციფიური ცოდნა ??? ანუ კარგი ბუკმეკერი არის სპორტული ფსონებით დაინტერესებული ძლიერი მათემატიკოსი ხომ (მინიმუმ მათემატიკური ტვინით დაჯილდოვებული ადამიანი, ხომ არიან ეგეთი მოყვარული ერთეული გენიოსები, რომლებიც ბევრ პროფესიონალს ჯობნიან) ??? ბუკმეკერის ამბავში თუ ვცდები სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო მოსაზრებას .... ეხლა ამას მოსდევს ლოგიკური კითხვა - საიდან მომდინარეობს ყოველი კონკრეტული კუში ??? ანუ მილან - კატანიას მატჩზე მილანს რატომ უწერია მაინცდამაინც 1.23 და არა 1.19 ან 1.28 ? შეუძლებელია ხომ კარგმა, ძლიერმა მათემატიკოსმა (მათემატიკოსებმა) შემთხვევით დაწეროს ესა თუ ის ციფრი ..... აქედან მომდინარეობს მორიგი კითხვა - რის საფუძველზე ხდება კუშის ცვალებადობა დროის განმავლობაში ანუ რამდენი ერთეულით იცვლება ესა თუ ის კუში კონკრეტული დროის მონაკვეთში და რას უდრის ეს დროის მონაკვეთი ??? ფაქტია, რომ კუში არ იცვლება არც ყოველ წამს, არც ყოველ 5 წამში, არამედ მკაცრად დადგენილი გრადაციით ხდება მისი ცვალებადობა (პირობითად ვთქვათ 1 წუთი) .... ხოდა ამ ყოველ წუთში რატომ იცვლება კუში ასეთი ვარიანტით (პირობითად) 1.23 1.28 1.37 1.45 და ა.შ. რატომ არ იცვლება ვთქვათ ყოველ 5 წამში ორი მეასედით ? ესე იგი უძლიერეს და ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებზეა ეს ყველაფერი დამყარებული, რც მოიცავს ალბათობებს და სხვა უამრავი ეგეთი რაღაცეებს, ერთი სიტყვით რაღაც ედისმხვნელ კანონზომიერებას მაინც ექვემდებარება იმიტომ, რომ ამხელა სისტემა შემთხვევითობის ფაქტორზე რომ იყოს დამოკიდებული (მიდი მოვდივარ, იქნებ გაგვიმართლოს პრინციპით რომ მუშაობდეს) ელემენტარულად ჩამოიშლებოდა .... ეს მონსტრი კი რაც დროს გადის უფრო ძლიერდება .....
--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია -------------------- ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013 --------------------- დაილოცოს სეტანტა TV
|