მაგას უნდა დაკვირვება გარკვეული დროის განმავლობაში ....
აუცილებლად უნდა აწარმოო აღრიცხვა და პირობითად 6 თვის შემდეგ უკვე მოგეცემა პირველადი დასკვნების თუ ვარაუდების გაკეთების საშუალება ...
გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც: რომელ გუნდზე (გუნდებზე) უნდა აწარმოო დაკვირვება (მათ კუშებს ვგულისხმობ სხვადასხვა მეტოქეებთან და სხვადასხვა გარემოებებში ანუ შინ თუ გარეთ, ჩემპზე თუ თასზე და ა.შ. უამრავი სხვა ფაქტორი) ....
თუმცა მეც მაგარი ვარ, ისე გიხსნი თითქოს მათემატიკურ მეცნიერებათა აკადემიის ჩლენი ვიყო

მთავარია , რომ საკვლევი და სამუშაო მასალა არსებობს ....
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ნებისმიერი მცირე მასშტაბის თუ გრანდიოზული აღმოჩენა კვლევის, კვლევის დროს დაშვებული შეცდომების გასწორების და რაც მთავარია დაუღალავი შრომის შედეგია ....
შენი ცოდნა რომ მქონდეს, დიდი ხნის წინ მექნებოდა დაწყებული ეგ სამუშაო ....
ბოლო ბოლო არაფერს კარგავ, ტვინს მაინც გაივარჯიშებ და მაგ კეთილ საქმეს მაინც მოახმარ იმ დროს, რომელსაც ასე არ ვუფრთხილდებით ადამიანები .....
This post has been edited by Tom Brady on 9 May 2013, 11:58