არა აქ ჩვენი ძმა რომ არ დავდო შეუძლებელია

რამოდენიმე ფუნდამენტურ შეცდომას უშვებ და სანამ არ მიხვდები, რაში ცდები, მუდამ სხვისი ბილეთის შემყურე იქნები და მოგებული ბილეთების დარად შეგეცვლება გუნება -განწყობა ( ანუ დღევანდელი "გმირი", ხვალ საფურთხებელი გაგიხდება, ზეგ ისევ კერპად იქცევა და ა.შ.) ...
ეხლა რაში გამოიხატება შენი შეცდომები ყომართან მიმართებაში:
1)
ყომარის #1 ფუნდამენტური კანონი - მოუსმინე სხვის აზრს, გააკეთე ისე, როგორც შენი გული (გნებავთ ინტუიცია) გეუბნება .....
ამ კანონის ზედმიწევნით დაცვა თავიდან აგარიდებს მსგავსი "სიბრძნეების" დაწერას, რაც თავის მხრივ აგარიდებს ე.წ. ჯიგარის წახდენას, რაც თავის მხრივ უკვე წაგების ერთ-ერთი წინაპირობაა .....
2)
ყომარის #2 ფუნდამენტური კანონი - არასდროს არ შეურაცხყო ის ადამიანი ან/და დამრიგებლური (მენტორული) ტონით არ ესაუბრო ისეთ ადამიანს, ვისაც რჩევას ეკითხები ....
ეს კანონი გამომდინარეობს შემდეგი მოცემულობიდან: თუ ვინმეს ეკითხები რასმეს, ზნაჩიტ ბუდეა - ის ადამიანი მიგაჩნია : ა) შენზე ჭკვიანად; ბ ) შენზე მცოდნედ კონკრეტულ საკითხში; გ) შენზე იღბლიან-ყისმათა მასტად, რომელსაც რაკამ ყავს დაყენებული ფორტუნა ....
აქედან კი გამომდინარეობს მეორე მოცემულობა - შენზე ჭკვიან, შენზე მცოდნე ან/და შენზე ყისმათა ადამიანს შეურაცხყოფას რომ აყენებ ან ჭკუას რომ ასწავლი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ეს ადამიანი დაგიკიდებს და აღარ გაგიზიარებს იმას, რაშიც შენზე მაგრად ერკვევა ან/და შენზე მაგარი ყისმათი აქვს .....
ანუ ერთი კონკრეტული არასწორი პროგნოზის გამო გაქილიკება, დაცინვა, შეურაცხყოფის გამო კარგავ 99 სხვა მომგებიან და დამანგრეველ ჭიპს, რაც რბილად რომ ვთქვა უდიდესი სიბრიყვეა .....
3)
ყომარის #3 ფუნდამენტური კანონი - თუ ვინემს რაღაც კითხე ან/და მისი პროგნოზით ბრმად ისარგებლე, კეთილი ინებე და მოგება/წაგება თანაბრად მშვიდად მიიღე .... გაუგებარია, რატომ უნდა გამოვხატო აღშფოთება, გაბრაზება და მსგავსი ემოცია, თუ ვინმეს პროგნოზმა, რომელიც გამოიყენე არ გაამართლა .... ვინმე გაძალებს დალოცვილო ჩაწერო ეს თუ ის პროგნოზი ?? ხოლო თუ წერ, მაშინ პრეტენზია საერთოდ გაუგებარია და გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს, რადგან ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ხოლო მსგავსი პრეტენზიის წაყენებისას, შეიძლება მოულოდნელად საქმის გარჩევა და აქედან გამომდინარე ჩალეწილი კბილები მიიღო პასუხად, რადგან ნებისმიერ დონეზე საქმის გარჩევისას შენ გამტყუნდები ასეთ შემთხვევაში ...
რეზიუმე:
ამხელა ტრაქტატი იმიტომ ვწერე, რომ მინდა გაცნობოდი ყომარის სამ ფუნდამენტურ კანონს, რომელიც თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება ბაბუა ისააკის კანონებს, რადგან ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამი მუდმივა, წყნარი, მშვიდი, წესიერი ცხოვრების და მოგების უცილობელი გარანტიაა .....
გაიზიარებ თუ არა, ეს შენი ნებაა .....
წარმატებას გისურვებ ......
მდინარეში წელამდე წყალში მდგომი იდიოტი წყურვილით დაიხრჩობა, ჭკვიანი კი უდაბნოშიც გაიტანს თავს
ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი
IN FIBO I TRUST