MIA Heat vs. IND Pacers
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური დაპირისპირება მაიმი 'ჰიტსა' და ინდიანა 'პეისერსის' შორის დღეს დაიწყება. სეზონის უკეთესი მაჩვენებლით მაიამის გუნდს მიენიჭა სახლის პარკეტის უპირატესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პოტენციური 7 თამაშიდან ერიკ სპოლეტრას გუნდი საკუთარ American Airlines Arena-ზე ჩაატარებს. თუ მაიამის გუნდის ფინალში თამაში ბევრისთვის არ იყო მოულოდნელი, ინდიანამ უმრავლესობის აზრის საპირისპიროდ ფინალისტის სტატუსის მოპოვება ნიუ იორკის ძლების შედეგად მოახერხა. უნდა ითქვას, რომ მიამის ინდიანასთან შედარებით სუსტი მეტოქეები ხვდა წილად პირველ და მეორე რაუნდში, თუმცაღა ეს პირდაპირ დამოკიდებული იმაზე, რომ ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ რეგულარულ სეზონში ინდიანაზე გაცილებით უკეთესი შედეგი დააფიქსირეს.
სეზონის სერიების გამარჯვებული, ბევრისთვის მოულოდნელად გახდა ინდიანა, რომელმაც სამი თამაშიდან ორში იმარჯვა (102:89; 87:77) და ერთში დამარცხდა (91:105). გუნდის ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბებაში და ბოლოდროინდელი წარმატებული გამოსვლის მთავარი დამსახურება 'პეისერსის' ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელს - ფრანკ ფოგელს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ 39 წლის ამერიკელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მხოლოდ მესამე სეზონს ატარებს. მოღვაწეობის სადებიუტო სეზონში მან გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა, სადაც პირველ რაუნდში ჩიკაგო 'ბულსთან' სერიებში 1:4 დამარცხდა. 2012 სეზონში ფოგელის გუნდმა წინა სეზონთან შედარებით რეგულარულ სეზონსა და პლეი-ოფში უკეთესი შედეგი აჩვენა. ინდიანა აღმოსავლეთი კონფერენციის ნახევარფინალში მაიამისთან სერიებში ანგარიშით 2:4 დამარცხდა. ცნობისთვის, 2012 წლის NBA-ს გამარჯვებული სწორად მაიამი გახდა. წელს ფრანკმა გუნდი კონფერენციის ფინალში გაიყვანა, რაც მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ნათელ წერტილად უნდა ჩავთვალოთ.
მაიამიზე შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ გუნდის წლევანდელი მიზანია ჩემპიონობის ტიტულის შენარჩუნება და საამისოდ მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი. გუნდის მთავარი ლიდერი - ლებრონ ჯეიმსი სეზონის MVP-ს წოდება თავის კარირაში მე-4 ჯერ მოიგო, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიგის საუკეთესო (წოდების თუ წოდების გარეშე) კალათბურთელი სწორად ერიკ სპოლეტრას განკარგულებაშია. ჯეიმს მხარში ორი, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავი, გუნდის ვეტერანი - დუეინ უეიდი და პოზიციურად ცენტრი - ქრის ბოში უდგას. შესანიშნავ სეზონს ატარებენ მარიო ჩემბლერსი და ჯეიმს ბატიე, რომლებიც მუდმივ ხუფათს წარმოადგენენ მეტოქისთვის თავიანთი ზუსტი სამ-ქულიანი ტკორცნებით. არ დაგვავიწყდეს ლეგენდარული რეი ალენი, რომელიც მიმდენარე სეზონში ასევე 'ჰიტის' ღირსებას იცავს. აღნიშნული გამოცდილება და კლასი წლევანდელ სეზონში ალბათ შეუდარებელია. თუმცა, საკითხავია ის, არის თუ არა ლებროს ჯეიმსი და კომპანია ტიტულის მოსაგებად ყველაზე მოტივირებული? ამ კითხვაზე პასუხი სეზონის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.
ცხადია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ფავოროტის წოდება 'ჰიტს' ერგო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინდიანა უშანსოდ არის. არსებული კოეფიცენტებიდან გამომდინარე ჩემვის მაიამის მოგება ღირებულებას არ წარმოადგენს. დავუმატოთ ისიც, რომ ინდიანას შესწევს ძალა ამ მატჩში სიურპრიზის შეთავაზება. ჩემი აზრით, გაცილებით ღირებულია გუნდების სტატისტიკაზე ყურადღების გადატანა. ფაქტია, რომ ინდიანა მიმდენარე სეზონსა და პლეი-ოფში საუკეთესო გუნდია ფარზე მოხსნების კომპონენტში. თუ რეგულარულ სეზონში 'პეისერსის' კალათბურთელი საშუალოდ 45.9 ჯერ ხსნიდნენ კალათიდან ბურთს, პლეი-ოფში ეს რიცხვი 47.3-მდე გაიზარდა. როგორც უკვე ავღნიშნე, მიმდენარე სეზონში ინდიანამ მაიამთან 3 შეხვედრა გამართა, გადავხედოთ მოხსნების სტატისტიკას:
თამაში #1 (8 იანვარი, 2013):
ინდიანა 102:89 მაიამი
გუნდების მოხსნები: 34-25 (ინდიანას სასარგებლოდ)
თამაში #2 (1 თებერვალი, 2013)
ინდიანა 87:77 მაიამი
გუნდების მოხსნები: 55-36 (ინდიანას სასარგებლოდ)
თამაში #3 (10 მარტი, 2013)
მაიამი 105:91 ინდიანა
გუნდების მოხსნები: 28-33 (ინდიანას სასარგებლოდ)
საშუალო H2H სტატისტიკა:
მაიამი - 29.6 მოხსნა/თამაში
ინდიანა - 40.6 მოხსნა/თამაში
საშ. სხვაობა: 11.0
საშუალო სეზონის სტატისტიკა:
მაიამი - 38.6 მოხსნა/თამაში (ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგი)
ინდიანა - 45.9 მოხსნა/თამაში (ლიგაში საუკეთესო შედეგი)
საშ. სხვაობა: 7.3
BetCity გვთავაზობს -6.5/+6.5 ფორას, ისევე, როგორც მოხსნების ინდივიდუალურ ტოტალებს; ინდიანა - 44.5, ხოლო მაიამი - 38.5
ჩემი პირადი აზრით, მაიამის 38.5-ზე ნაკლები მოხსნა მშვენიერი ფსონია.

წარმატებები დღეს
Tango is priceless; cash - doesn't come without tango.