რომ არა ‘კარპატისთან’ ჩადენილი ეშმაკობა, დღეს შალკეს გაცილებით უფრო რთული გამოცდა მოელოდა. საქმე იმაშია, რომ ხარკოვის ‘მეტალისტს’ 2007/08 წლების უკრაინის ჩემპიონატში მატჩის ჩაწყობა დაუმტკიცეს და უეფას მსგავსი ფაქტებისადმი ნულოვანი ტოლერანტობიდან გამომდინარე უკრაინელებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. შედაგად ამისა, უკრაინელების ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიკიფიკაციო ეტაპის მეტოქე ავტომატურად გადმოვიდა გათამაშების პლეი-ოფში. ასეთ ბედნიერება ბერძნულ ‘პაოკს’ ხვდა წილად.
გელზენკირხენელებისთვის ბუნდესლიგის სეზონის სტარტი სამაგალითო ნამდვილად არ არის. ჯერ იყო და ძალიან გაუჭირდათ იენს კელერის შეგირდებს პირველ ტურში ‘ჰამბურგთან’ საკუთარ კედლებში ქულის აღება, ხოლო შემდეგ უკვე ‘ვოლფსბურგთან’ საფეხბურთო ლექციაზე ჩავიდა, სადაც მასპინძლებმა ნათლად ანახეს ‘შალკეს’ თუ როგორ უნდა ოთხი უპასუხო ბურთის გატანა მეტოქის კარში. თუ ‘ჰამბურგმა’ (რომელმაც მეორე ტურში ‘ჰოფენჰაიმთან’ საშინაო მატჩი 1:5 (!) დამარცხდა) 16 ჯერ დაემუქრა ჰილდებრანდის კარს, ‘ვოლფსბურგმა’ ამავე კომპონენტში 19 ‘ქულა’ დააგროვა.
გუნდის მთავარი ძალა ყოველგვარი ეჭვგარეშე გახლავთ კლაას-იან ჰუნტელაარი, რომელმაც 3-ვე ბურთის შეგდება მოახერხა ‘ჰამბურგის’ კარში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გუნდი ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული და იმ ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც დღეს ‘პაოკის’ წინაამღდეგ ვერ ითამაშებს. ჰოლანდიელმა აღნიშნული დაზიანება ‘ვოლფსბურგთან’ შეხვედრაში მიიღო და უხეშად რომ ვთქვათ – დაღუპა საკუთარი გუნდი. ‘შალკეს’ მთავარი გოლეადორის გარდა, გუნდს სიდ კოლასინაჩი, კირიაკოს პაპადოპულოსი და ჩინედუ ობასი გამოაკლდებიან. აგრეთვე, სათუოა მარცო ჰიოგერის თამაშიც, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში ტკივილის გამო ნაადრევად დატოვა.
მიმდენარე სატრანსფერო მარკეტზე გერმანელები დიდად არ გამოირჩევიან შენაძენებით, გაშვებით კი- რამდენიც გინდათ. გუნდიდან წავიდა მარცხენა გარემარბი მიხაელ ბაშტოსი (‘ალ-აინი’), მანუელ ხურადო (მოსკოვის ‘სპარტაკი’), ქრისტოფ მეტცელდერი (‘ჰალტერნი’), იბრაჰიმ აფელაი (‘ბარსელონა’) და რაფაელი (კიევის ‘დინამო’). ახალწვეულებისგან ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლავთ უნგრელი ადამ შალაი, რომელიც ‘შალკეს’ ‘მაინციდან’ შეუერთდა. აღსანიშნავია ქრისტიან კლემენსის და დორტმუნდელი ფილიპე სანტანას ტრანსფერები.
ჰუბ სტივენსის დაბრუნება მშობლიურ კედლებში – სწორად ასე შეიძლება შეფასდეს-აწ უკვე ‘პაოკის’ მთავარი მწვრთნელის გამოჩენა ‘ვენტპილს არენანაზე’. მოგეხსენებათ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი 2011/12 სეზონში მოღვაწეობდა ‘შალკეში’ და გუნდი მესამე საპატიო ადგილზე გაიყვანა. სტივენსი კარგად იცნობს შალკეს ფეხბურთელების უმრავლესობას და ეს რა თქმა უნდა ‘პაოკისთვის’ უპირატესობა გახლავთ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტრავმირებული პაპადოპულოსი, რომელიც ‘შალკეს’ წევრია – ‘პაოკის’ გულშემატკივარი გახლავთ და არ არის გამორიცხული თავისი საყვარელი გუნდის სამწვრთნელო შტაბს რაიმე მნიშნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. ამით ‘ჯაშუშების’ სია არ დამთავრებულა. ვიერინია, რომელიც ‘ვოლფსბურგის’ შემადგენლობაში ასპარეზობს აგრეთვე ‘პაოკის’ გულშემატკივარი გახლავთ და გასული ბუნდესლიგის ტურის შემდეგ გარკვეული ინფო მისგანაც არის მოსალოდნელი ბერძნენთა გუნდის შტაბში.
ბუნდესლიგის მსგავსად, საბერძნეთის სუპერლიგაც ახალი დაწყებულია, თუმცა ‘შალკესგან’ განსხავავებით ‘პაოკმა’ პირველ ტურში ქსანტის ‘შკოდა’ დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. ამ მოგებამ გუნდის ისედაც მაღალი მორალი უფრო გააძლიერა და არავინ იცის რას შესთავაზებენ ბერძენი სტუმრები მეტოქეს. დღევანდელი შეხვედრისთვის გუნდს შემტევი ნახევარმცელი ზვონიმირ ვუკიჩი და ნიკოლაოს სპირიდოპულოსი ვერ დაეხმარებიან. წინასწარი მონაცემებით ჰუბ სტივენსი თავდამსხმელის გარეშე აპირებს მატჩის დაწყებას, თუმცა შესაძლებელია ვიხილოთ ერთი ცენტრ-ფორვარდი ათანასიადისის სახით.
‘პაოკის’ ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს და ამიტომაც მიმდენარე სატრანფერო ბაზარზე საინტერესო ფეხბურთელები შეიძინეს. გუნდს შეუერთდნენ მიროსლავ სტოკი (‘ფენერბახჩე’), ტომას ნეციდი (მოსკოვის ‘ცსკა’), ნიკოლაოს სპირიდოპულოსი (‘კიევო’), ლუკასი (‘კარპატი’), ინიგო ლოპეზი (‘გრანადა’), მიგელ ვიტორი (‘ბენფიკა’) და ალექსანდროს ციოლისი (‘მონაკო’). გამორჩეული ფეხბურთელებისგან გუნდი დატოვა კონსტანტინოს სტაფილიდისმა (‘ლევერკუზენი’)
გერმანულ-ბერძნული დაპირისპირების სტატისტიკა უეფას ტურნირებში ასეთია: 27 ჯერ იმარჯვეს გერმანულმა კლუბებმა, 7 მატჩი დასრულდა ფრედ, ხოლო 15 მოიგეს ბერძნებმა. ‘შალკე’ და ‘პაოკი’ ერთამენთს არ შეხვედრიან, თუმცა ორივე მათგანს გამოუცდია გერმანული და ბერძნული ფეხბურთი შესაბამისად. ასე, მაგალითად, 2005/06 სეზონის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ‘პაოკმა’ ‘შტუტგარტს’ უმასპინძლა და 1:2 წააგო (მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ‘პაოკი’ იგებდა). თავის მხრივ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ემახსოვრება გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური შეხვედრები, სადაც ‘შალკე’-მოლიმპიაკოსს ორივე მატჩი მოუგო; შინ 1:0, ხოლო სტუმრად 1:2.


წყარო:
http://preview.ge/?p=172