Lucky87ნუ მიხვდებით რომ 2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული DV-2011 და ვისაც აქვს 2011EU00015400 დან 2011EU00017600–მდე, ანუ ნომრები 15400–დან 17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი. აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული
როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე: kccdv@state.gov ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წერილის სათაურში–Subject: Case number date interview
წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,
I am a green card lottery winner.
I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail.
My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)
Thank you.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
წერილი ასეთია:
წერილის სათაურში–Subject: status of my case
წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,
I am a green card lottery winner.
Please inform me about status of my case.
My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)
Thank you.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოგწერენ თქვენ პასუხს 2–3 დღეში, რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 2-277724 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს. ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე: kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, თორემ ისე არც განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.
იბადება კითხვები, აუ იქნებ არ გამიშვან ან ვიზა არ მომცენ, ვიზას მოგცემენ თუ შენ საბუთები წესრიგში გაქვს, თუ შენ (ვინც მოიგო) მინიმუმ გაქვს 11 კლასის განათლება და მისი ატესტატი, თუ დიპლომი გაქვს მით უკეთესი. თუ ყველაფერი რიგზეა გაგიშვებენ, ისე არ გიშვებენ, ჩვენს საკონსულოში როცა გადიხარ სხვა ვიზის მისაღებათ შენ არ გიშვებენ ანუ ვინც მიმართავს 95% საქართველოს მოქალაქეს სხვა ვიზას არ აძლევენ და მაგალითად მოსკოვში 95% რუსეთის მოქალაქეს ვისაც ამერიკის ვიზა უნდა იმათ აძლევენ, ხოდა ამერიკას რომ კითხო მათვის რუსეთი მტერია და საქართველო მეგობარია, აქედანაც ჩანს რომ ჩვენ ამერიკას 100 წელი არ ვჭირდებით, მაგრამ გრინ კარტას თუ იგებ შენ შეგიძლია ამერიკაში წახვიდე და მაგის ვიზას მოგცემენ, ანუ მოგცემენ საიმიგრაციო ვიზას. არის სხვა მეთოდებიც ამერიკაში წასვლის, ზოგი საუბრობს რომ ზოგი 50.000 დოლარსაც იხდის ოღონდ ამერიკაში მოხდეს, შეიძლება ამ ადამიანს ჰყავდეს დედა ან მამა რუსეთში და მათ ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, ან რუსეთში ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლება 2002 წლის მერე, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია მარტივად თბილისში მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, მერე ჩავიდეს მოსკოვში გააკეთოს მარტივად შიდა რუსული პასპორტი და მერე მარტივად აიღოს ამერიკის საკონსულოში მოსკოვში ამერიკული ვიზა, იმიტომ რომ 95% რუსეთის მოქალაქეს ამერიკის ვიზა აძლევენ და არანაირი 50.000 დოლარი არ დაჯდება ამერიკაში წასვლა.
ან შეიძლება თქვენ ჰყავდეს წინაპარი ეროვნებით ბელორუსი და მიიღოთ ბელორუსიის მოქალაქეობა ან მიიღოთ მარტივად ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეობა, სიტყვაზე მიიღეთ მარტივად ბელორუსიის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა შემდგომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობა რუსეთში და ამის მერე მიიღოთ მოსკოვში ამერიკის ვიზა და წახვიდეთ ამერიკაში.
შეიძლება თქვე ჰყავთ ბებია ან ბაბუა ან მამა ან დედა ან ძმა ან დაიკო ან შვილი ან შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობდა ან დაიბადა უკრაინაში 24 აგვისტოს 1991 წლამდე – მაშინ თქვენ მარტივად მიიღებთ უკრაინის მოქალაქეობას და მიმართავთ ამერიკის საკონსულოს კიევში და წახვალთ ამერიკაში, თუ არ გაქვს ბებიის ან ბაბუის დაბადების მოწმობა ან სხვა საბუთი, რომელიც ამტკიცებს რომ ეს არის შენი ბაბუა ან ბებია ან ახლო ნათესავი და ის დაიბადა უკრაინაში, შეგიძლია გამოითხოვო უკრაინიდან ან სხვა ქვეყნიდან თბილისში, ეს ამერიკა მარტო საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს ტურისტულ და სასტუმრო ვიზებს – ჩვენი მეგობრები არიან ვითომ, მაგრამ გრინ კარტის–საიმიგრაციო ვიზებს იძლევიან.
მოკლედ გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი), საჭიროა ყველასი ვინც გადის გასაუბრებაზე მისი:
1. (ეს არ არის საჭირო) პირადობის მოწმობა, აიდი-ბარათი.
2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი
3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება) (აიღეთ ახალი დაბადების მოწმობა - www.cra.gov.ge www.house.gov.ge - სამოქალაქო რეესტრში, ახალი მოწმობა ჯობია) -
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=294 3 ლარი ღირს ახალი.
4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა (მოწმობები) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება) -
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=294 - 3 ლარი ღირს ახალი, თუ ქორწინებაში არ ხარ, მაშინ უნდა ეს საბუთიც: ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ - 30 ლარი ღირს, ბმული:
http://psh.gov.ge/?lang_id=GEO&sec_id=295 5. (ზოგჯერ უნდა, მაინც საჭიროა ბიჭებისთვის) ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება), სამხედრო ბილეთი ბიჭებისთვის, ცნობა კომისიარიატიდან, ან სხვა რაიმე საბუთი კომისიარიატიდან, მიდით კომისარიატში და აიღეთ.
6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა – Affidavit of Support -
http://www.immihelp.com/visitor-visa/sampl...upport-form.pdf ,
http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე:
http://www.greencard.by/lottery/interview/ 9. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.
ნახეთ ამ საბუთების ჩამონათვალი: Adobe PDF ფაილი (საკონსულოს ოფიციალური ფაილი, ინგლისურ ენაზე)
სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 2-251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 130 (პატარები) და 170 დოლარი (დიდები) თითო ადამიანის.
როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 2-277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (330 დოლარი, ადრე იყო 830 დოლარი, ახლა მგონი არის - 330 დოლარი თითოზე, შემცირდა გადასახადი) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.
ვიზის მიღების მერე, თქვენ უნდა გადაიხადოთ მოსაკრებელი თითო ვიზისთვის - 165 დოლარი, გადადიხართ ამ გვერდზე:
http://www.uscis.gov/immigrantfee , აქ უნდა დარეგისტრირდე:
https://elis.uscis.dhs.gov/cislogin/createO...ccountAction.do , მერე შეხვალ და იქ იქნება: USCIS Immigrant Fee, დააჭერთ მაგას, მერე გამოვა გვერდი, სადაც უნდა შეავსოთ ინფოთი:
Last Name (Family Name) - გვარი ინგლისურად, გვარი წერია ვიზაზე, მერე First name (Given Name) - სახელი ინგლისურად, მერე - No Middle Name,
A-number არის ვიზაზე - registration number, ველში წერ: A0 და უმატებ 8-ციფრიან registration name, რაც არის ვიზაზე, A-number = registration name არის ყველა ვიზაზე სხვა და სხვა, იგივეს წერ - Reenter A-number-ში, მერე DOS Case ID - არის შენი მოჭრილი Case Number, თუ Case Number გაქვს: 2013EU00025123, მაშინ Case ID არის ნულების გარეშე, ეგეთი: 2013EU25123, ეგ ინფო არის ვიზაზეც, მაგრამ ბოლოს ექნება დამატებული - 01, ცოლს - 02, შვილის ვიზაზე - 03.
მერე მიუთითებ შენს დაბადების თვეს, რიცხვს, წელი, და დაბადების ადგილი - საქართველო არის - Georgia. სანამ ამერიკაში ჩახვალ უნდა გადაიხადო ეს, როცა მიიღებ ვიზას !!! უნდა გადაიხადო პლასტიკური ბარათით, სასურველია Visa Classic ინტერნეტში რომ მუშაობდეს, თანხა დადეთ ცოტა მეტი, თუ 1 ვიზა აიღე - 165 დოლარი უნდა, 2 ვიზაზე - 330 დოლარი, 3 - 495 დოლარი, ბანკი ან საიტი აიღებს საკომისიოს, დადეთ მეტი თანხა ბარათზე.