გამარჯობათ
მოკლედ, პირველ რიგში მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო, ვინც უკვე შეავსო აპლიკაცია და ვინც მომავალში შეავსებს 1 ნოემბრამდე. იმედია, აიღებთ ნანატრ მწვანე ბარათს!
ახლა მაინტერესებს ესეთი რამე და იმედია სულელური კითხვა არაა. პირველად ვავსებ მწვანე ბარათის გათამაშების აპლიკაციას და გადავღეჭე ინსტრუქცია უკვე. ძალიან ვნერვიულობ და ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ რა.
1) მოკლედ, რომ წერია ან განათლება უნდა ჩაწერო ანდა სამუშაო გამოცდილებაო, მე რომ ორივე მაქვს, რომელი მივუთითო?
ანუ ბაკალავრის დიპლომიც მაქვს და მაგისტრისაც, ეს გასაგებია, რომ მაგისტრისას მივუთითებ. მაგრამ სამუშაო გამოცდილებაც მაქვს თითქმის 4 წლიანი და შეიძლება ამის მითითებაც? თან უკვე შევამოწმე ონეტზე და ჯდება ჩემი პროფესია და სამუშაო პოზიცია პარამეტრებში ზუსტად, ანუ თარჯიმანი ვარ და ზუსტად 4 ჯობ ზოუნს ეკუთვნის და რეინჯიც 7-8 მდეა. ისე გამეხარდა

უკეთესი რომელი იქნება ისე, რომ მიუთითო? განათლება თუ სამუშაო გამოცდილება?
2) ოჯახური მდგომარეობა - ანმერიდ, ანუ დაუოჯახებელი ვარ და ამას მივუთითებ შესაბამისად. ხოდა, ქვემოთ შვილების რაოდენობა რომ არის შესავსები, მე არ მეხება ეგ და ცარიელი დავტოვო თუ 0 ჩავწერო? ბოდიშს ვიხდი, თუ სულელური კითხვაა. უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ მართლა.

3) ქუთაისიდან თუ შეავსო ვინმემ ეს აპლიკაცია, მაინტერესებს ფოტო სად გადაიღეთ? მინდა ფოტოს გადაღება და არ ვიცი, სად გადავიღო. მკაცრადაა განსაზღვრული ფოტოს პარამეტრები და ამიტომ მინდა ჩემით წვალებას, ვინმე ისეთმა გადამიღოს ფოტო, ვინც იცის რა და როგორ გააკეთოს.
დიდი მადლობა წინასწარ