Tom_Waits
შუშანიკია ვინცაა

ერთ-ერთმა ფორუმელმა დამიდო ჩემი თხოვნის მერე მისი იუთუბის ლინკი, როგორ უნდა შეივსოს მწვანე ბარათის გათამაშების ელ. ფორმა. მოკლედ, ”სთეფ ბაი სთეფ” ინსტრუქციაა

ხოდა მაგ გოგოს არაფერი ჩაუწერია მაგ მეორე მისამართში და მაინც წარმატებით შევსებულად ჩაითვალა ის ფორმა. ამიტომაც ვიკითხე. მე ქუთაისში ვცხოვრობ და სადარბაზოს და სართულს კი მივუთითებ, მაგრამ უბანი არაა ესე კონკრეტულად, რომ ჩავწერო. აღმაშენებლის გამზირია და კი ჩავწერ ამას პირველ მისამართში. მეორეში მხოლოდ სადარბაზოს და სართულს მივუთითებ. იქ კიდევ არის District/State/Province - მანდ იმერეთს მივუთითებ. ხომ არაფერი დაშავდება?
* * *
ხოდა ამ ყველაფერს (მისამართს და ზუსტ ადგილმდებარეობას) მე ინგლისურად შევავსებ. ზოგი კი ავსებს ქართულად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ინგლისურად უნდა შეივსოს. თუკი რაიმე გამოუგზავნიათ საზღვარგარეთიდან DHL-ით, სულ ინგლისურად ვუთითებდი ხოლმე მისამართს და კი მოუგნიათ ჩვეულებრივად და უპრობლემოდ