INA-INAმადლობა პასუხისთვის.
მოკლედ შაბათს ვიყავი ამინდი იყო ძაან მაგარი ცოტას თოვდა მაგრამ თან მზე იყო : )
ნისლი საერთოდ არ ყოფილა 11დან 5მდე ვისრიალე ჯიგრულად მეორე ტრასაზე.
ტრასები ნორმალური იყო პროსტა ტრაქტორმა 1ხელ გაიარა და 3 დაშვება იმენა ვისიამოვნე მერე ისევ აიჩეჩა და მთლად იდეალური არ იყო ტრასა მაგრამ მაინც არაუშავდა. : )
ამ გრადუში და ვიტამინებში და ###ობებში რა ფასები აქვთ იმენა ფრი 10 ლარი ღირს
ერთი დღით თუ მიდიხარ აქ გაიარო დილას იმერულ ეზოში ან სმარტში და საჭმელ სასმელი წაიღო ჯობს რომ შუადღეს შეჭამო. 5 კაცი რომ წახვიდე იქ შუადღეს პროსტა რომ შეჭამო და კუჭი გაივსო 100 ლარი მინიმუმ უნდა : )პლიუს ლუდი თუ დალიეთ თითო თითო ეგ უკვე 150

დილას ადრე თუ ახვალ მარკო პოლოსთან გააჩერებ მანქანას ლუდიც აქედან უდნა წაიღო ყველაფერი პირველ ტრასასთან ჩამოსრიალდები ჯიგრულად შჭამ დალევ დაისვენებ გააგრძელებ სრიალს.
ეს იმ შემთხვევაში თუ სპორტულად ხარ ასული და თუ საზაგრაოდ და "პეროობა" გინდა მაშინ გრადუსში დაჯდები ერთი 50 ლარს არაფერში დახარჯავ და წამოხვალ
გზა არის იდეალური გუდაურამდე ნებისმიერი მანქანით ახვალ.