ოკ... ჩამოვედი...

თოვლი კარგია, სრიალი კარგია, გუდაური კარგია - ზოგადად!!!
რაც შეეხება დღევანდელ დღეს:
1) გზა არის, მიისვლება... დილით თოვლი და ყინული იდო გზაზე, თუმცა მარილს აყრიდნენ და საღამოს უკვე სრულიად სუფთა იყო გზა.
2) ამინდი იყო ცუდი.... ნისლი, ნისლი

3) ტრასები... ოოოო....

პირველი იასნა და მეორეც დაივიწყეთ... თოვლი არაა... თოვლის საფარის სიმაღლე არის დაახ. 30 სმ.
მეორე არის დახნული... მიწები და ლოდები ყველგან... გონდოლას გზა დაკეტილია ანუ ის 7C რომელიც იყო... ქარს თოვლი გადახვეტილი აქვს.
მარცხნივ ტრასები საშინელ მდგომარეობაშია... ვერსად ვერ დავსპუსკე, სულ ლოდებია... ერთგან იქ სადაც მანქანის გზა კვეთავს (ტრასის შუა წელში)
თოვლი საერთოდ არაა და პირველ დაშვებაზე იმხელა ნახტომი გავაკეთე ლამის კისერი მოვიტეხე...
გზა არსად არაა... გაქტიურად გაუკვალავში ვისრიალე... თოვლის მანქანამ დღეს გაიარა პირველად და ისიც ისე, უბრალოდ... ველაპარაკე მძღოლს და სანამ 1 მეტრი თოვლი არ მოვა ვერ ვტკეპნითო... მანქანას აფუჭებს ლოდებიო.
მოკლედ მეორე საშინელებაა... თხილამურებს და ნერვებს მოისპობთ!
რაც შეეხება კუდებს... თოვლი არის... შეიძლება სრიალი... პირველი სპუსკი უკანა მხარეზე დაკეტილია... დატოვებულია ერთი ტრუბა რომ დაბლა ჩამოვიდეს კაცი... მერე უკვე მოჟნა სრიალი.
თუმცა ისეთი ნისლი იყო არაფერი არ ჩანდა და თან გაუკვალავის გამო ჩქარ სრიალზე ლაპარაკიც ზედმეტია... მოკლედ რაც შემეძლო ვცდილობდი სიამოვნება მიმეღო მუხლამდე თოვლში სრიალით.
რაც შეეხება ინფრასტუქტურას....
არაფრის ღირსები არ ვართ... ნერვები მაქვს მოშლილი... რა ტაბლო, რა ფლაერები, რა დიდი რეზოლუციის რუკა... ვის რა ფეხებად უნდა ეგ როცა გზაზე უბრალოდ ჯოხები არ არჭვია...
ტრასის კონტურის ფერადად დახაზვავს ხო არ გთხოვთ, ჯოხები მაინც დაარჭეთ ბლია...
რა დიდი საქმე იყო რომ გზის ორივე მხარეზე დაგერჭოთ ჯოხები... მანქანას გავლილი არ ჰქონდა და როგორ უნდ მიხვდეს ადამიანი სადაა ტრასა როცა ერთი ჯოხი არჭვია???
ხან რა გზით ჩამოვედი კუდებიდან და ხან რა გზით... მოკლედ ყველა გზას ეძებდა სრიალისას... თან პლიუს ნისლი

დილით თოვდა.... შუადღის მერე არა... ითოვებს რამდენიმე დღეო... ვნახოთ, ვნახოთ...
თუ არ მოთოვა პიზდეცია... მომდევნო შაბათ-კვირასაც იგივე სიტუაცია იქნება და მე წამსვლელი არ ვარ...
არადა გავიდა სეზონი...