გუშინ რეალზე უნდა დამედო 6 K ხოდა.... მივედი კრისტალბეთში და შევავსე ბილეთი და მივეცი როგორც წესი და რიგია .. მაგ დროს კუში ქონდა 1.12
ხოდა დაუძახეს მენეჯერს, ატყდა ერთი გამიშვი გამატარე ))) ერთი ათი წუთი ილაპარაკეს, მერე სადღაც დარეკეს და მენეჯერი მოვიდა და ჯიგარო 1.08 თუ გაწყობს დაგადებინებთო

მეთქი მაწყობს რა ბაზარიათქო და მაგრად გაუტყდა ტიპს... მერე მივედი ლიდერბეთში და იმათმა კრისტალბეთმა დაწია კუშI და ჩვენც დავწიეთ, ეგ ორი გაერთიანებულან თურმე რამოდენიმე თვეა და ერთნაირი კუშები გვაქვსო, ჩვენი უფროსები მეგობრობენო და მანდაც 1.08 მითხრეს

მერე მივედი ლასვეგასში და იქ საერთოდ პროგრამიდან ამოღებული ქონდათ, მოიგებს ძმაო და არ შეგვყავს პროგრამაშI. ###ები კი არა ვართო იქით შემომიბღვირეს

ბოლოს მივედი ევროპაბეთში... ვიღაც სამი მასხარა გოგო დამხვდა არანაირი მენეჯერი .. ყველა ფბ ზე იჯდა და კოდი ვუთხარი და დამიდეთქო და თანხა რამდენიო და 6 ათასითქო ვუთხარი და ჩაიხოცნენ სიცილით და იი აბა თანხა მომაწოდეო და რომ მივაწოდე ერთი კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, ატყდა იქაც ერთი ალიაქოთი , დაურეკეს მენეჯერს, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ###.. იმან რეკა სადღაც და იტოგში კრისტალბეთს კუში დაუგდიაო

და ჩვენც უნდა დავაგდოთო და 1.1 ზე დადეო თუ გინდაო. იტოგში ძალიან დავიღალე და მეთქი ვდებთქო და დავდე. სამჯერ ფული დათვალეს, ხელები უკანკალებდათ. არ ვიცი რატომ პირადობა მომთხოვეს და დააქსეროქსეს, თან მიმტკიცებდნენ საქართველოში ყველაზე მაგარი ტოტო ვართ ჩვენო და ვიცავთ კონფედენციალობას კლიენტებისას პროსტა საგადასახადოს სჭირდება პირადობაო... რომ გამოვდიოდი დაცვა გამომეკიდა რაზე დადე ძმურად მითხარიო, მერე უცებ მენეჯრი მორბის და მაგრად გჯერაო???

მეთქი კი.. არა ხელფასი ახალი აღებული მაქვს და მინდა ერთი ორი ათასი მეც დავუდოო.. მეთქი რომ დადებ ჩათვალე უკვე მოგებულიათქო, თვალები გაუბრწყინდა ხშIრად მოდი ხოლმე .. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრებიო. კაი მეთქი .. ეხლა უნდა წავიდე და ავიღო ფული და რავი იმედია რამე ###ობა აღარ მოხდება. ხოდა ასეა ქართული ტოტოების ამბავი. მაგათ აწყობთ მარტო ქელეხის სიები და დებილი მოთამაშეები, რომლებიც სულ აგებენ, ტოტალიზატორი რა არის წარმოდგენა არ აქვთ... ხოო... ვივაროში არც მივსულვარ იმიტო რო მანდ 500 ლარს რო ეტყვი, უფროსი მოდის და კაცურად ეგ ბილეთი სხვაგან დადეო გეუბნება )))))))))