მალე ახლოვდება გრინ კარტის გათამაშება, ოქტომბერში იქნება შევსება, მინდა ყურადღების წაიკითხოთ და გააკეთოდ, როგორ წესით:
შეიყვანთ ჯერ თქვენს გვარს ინგლისურად, ზუსტად ამოწერეთ აი-დი ბარათიდან ან პასპორტიდან ინგლისური ესოებით , მერე სახელი, როგორც არის დაბადების მოწმობაში/აი-დი ბარათში-პასპორტში ინგლისურად, თქვენი დაბად. თარიღი ადგილი.
მისამართი არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებლად შეიყვანეთ იქ თქვენი ელექტრონული ფოსტა. ელ. ფოსტა თუ არ გაქვს გახსენი!
ბოლოს მოგცემს კოდს, ეს კოდი შეინახე ემაილებზე, ასევე კომპიუტერში და ასევე ამობეჭდე ცალკე, ერთი 3-გან შეინახე.
უთითებს დაუქორწინებელი-unmarried - თუ არასდროს არ ჰქონია მოწერილი ხელი !!!
Unmarried – არ ვარ დაქორწინებული, ანუ არ მაქვს ქორწინების მოწმობა. არ მოგიწერია ხელი, ცოლი რომც ჰყავს და ხელი არ გაქვს მოწერილი მიუთითე - ეს Unmarried
თუ ხელი გაქვს მოწერილი მაშინ უნდა - married.
Married – დაქორწინებული ვარ და მაქვს ქორწინების მოწმობა. მოწერილი გაქვს ხელი.
Divorced – დავშორდი და მაქვს განქორწინების მოწმობა ანუ მოაწერე ხელი და გაწერილი გაქვს ახლა!!!
------
Widowed – ქვრივი ვარ, ანუ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაშინ მომავალში უნდა აიღო მეუღლის გარდაცვალების მოწმობა. ჰყავდა მეუღლე და მოკვდა!!! ანუ ხელი ჰქონდა მოწერილი მეუღლესთან და მოკვდა !!!
--------
ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორად მითითება.
-------------
მერე გეკითხება რამდენი შვილი ჰყავს !!!
უნდა მიუთითო ყველა შვილი 21 წლამდე და რომელიც არის დაუქორწინებელი.
სიტყვაზე შენი შვილი დაოჯახდა და მოაწერა ხელი ქმართან ეგეთი შვილი აღარ შეჰყავს.
----
ყველა შვილი ასევე ნაშვილები, ასევე ყველა შენი ცოლის შვილიც უნდა შეიყვანოთ!!!
ისინი მოდიან თუ არ მოდიან უნდა შეიყვანო მაინც!!! არ შეიყვან მერე იქნება დისკვალიფიკაცია..
შვილი რომ იყოს 1 დღისაც უნდა შეიყვანო ეგ და მისი სურათი.
სიტყვაზე შენ გაქვს ცოლთან ხელი მოწერილი - ქორწინებაში ხარ და იცხუბეთ და წავიდა სახლიდან და წაიყვანა შენი შვილი და არ გელეპარაკება და სურათებს ვერ უღებ ცოლს და შვილს. მაინც საჭიროა მაგათი ორივეს სურათი - შენ უნდა შეიყვანო რომ ცოლი ჰყავს და 1 შვილი !!! მოითხოვს სურათებს.
თუ ცოლს გაშორდი მაშინ ცოლი არ შეხყავს - წერს განქორწინებულს, თუ ხელი გააწერე.
თქვენი ოჯახური ჩხუბი და გაუგებროვა კონსულს კიდია, გაქვს მოწერილი ხელი - ქორწინებაში ხარ. არა გაქვს არ ხარ. ჰქონდა მოწერილი და გააწერე - მაშინ დაშორებული ხარ. ჰქონდა ხელი მოწერილი ხელი და მოკვდა მეუღლე - ქვრივი ხარ. არის სულ 4 სტატუსი.
როცა ავსებ მიუთითე ამ 4 სტატუსიდან იმ დღოსთვის რაც ხარ. შენ აპირებ მერე ხელის მოწერას ან რამეს კიდია კონსულს, სწორად მიუთითედ.
-------
ჯერ უთითებ შენს თავს-მთავარი ტიპი ხარ - მერე სიტყვაზე ცოლს და შვილს. მოგცემს კოდს.
მერე შეავსე თავიდან ჯერ ცოლზე-მთავარი ტიპშაა და მერე შენზე და შვილზე - მოგცემს კოდს, ანუ ორმაგათ ავსებ.
ვინც იგებს იმას უნდა ჰქონდეს მთავარ გმირს - 10-11-12 კლასის ატესტატი ან დიპლომი მინიმუმ ხელზე.
თუ ბავშვმა დაამთავრა 10-11-12 კლასი იმას აქვს უფლება ცალკე მიიღოს მონაწილება დამატებით.
------
გრინ კარტიან ამერიკაში ვინც არის შეუძლია 3-წელიწადში წაიყვანოს თავის შვილი და მეუღლე მიგრაციით. ასევე დაუქორწინებელი შვილი 7 წელიწადში დიდი რომც იყოს.
ამერიკის მოქალაქეს მიყავს იმიგრაციით გრინ კარტით - თავის შვილი, მეუღლე - 1 წლამდეა დრო, მშობლები, დაიკო და ძამიკო ოჯახებით - 12 წელი უნდა.
საბუთებს ამაზე აბარებ ამერიკაში uscis-ში.
http://www.uscis.gov/ http://www.uscis.gov/i-130 - მთავარი კიდევ,
სურათების გადაღება, ყველას გაქვთ აიფონები და მაგარი მობილურები,
გადით გარეთ იპოვეთ თეთრი კარები ან კედელი და დღისით დღის შუქზე გადაიღეთ სურათები, ვსპიშკის გარეშე, საყურები, აბადოკები მოიხსენით, პომადები არ უნდა, ცოტა ტანიც უნდა ჩანდეს, ასეთი ადგილი უნდა, სახლში გამოდის ცუდი სურათი, ვსპიშკა არ გამოიყენოთ, მერე გადმოიწერთ და დაამუშავეთ.
ნახეთ თქვენი დაბ. მოწმობა თუ არ გაქვთ აი-დი ბარათი ან პასპორტი ასე იწერება ინგლისური ასოებით თქვენი გვარი და სახელი -
http://gjobs.ge/visa/sakheli_da_gvaris_gad...inglisurze.html This post has been edited by freecooler on 14 Sep 2014, 12:21
მიმაგრებული სურათი