http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...0&info_id=179842014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ''უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ'' საქართველოს ახალი კანონი.
1. ვიზის გამცემი ორგანოები
საქართველოს ვიზა გაიცემა მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც. საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს; საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, ; მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში.
2. საქართველოში ყოფნის ვადა
მოკლევადიანი მიზნებისათვის განხორციელებული ვიზიტებისათვის საქართველოში ყოფნის ვადა განისაზღვრა 90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება როგორც სავიზო, ისე იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომლებიც გათავისუფლებული არიან მოკლევადიანი ვიზის მიღების ვალდებულებისგან.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მოკლევადიანი მიზნებისათვის
1 ავსტრალიის თანამეგობრობა
2 ავსტრიის რესპუბლიკა
3 აზერბაიჯანის რესპუბლიკა
4 ალბანეთის რესპუბლიკა
5 ამერიკის შეერთებული შტატები
6 ანდორის სამთავრო
7 ანტიგუა და ბარბუდა
8 არაბთა გაერთიანებული საამიროები
9 არგენტინის რესპუბლიკა
10 ახალი ზელანდია
11 ბარბადოსი
12 ბაჰრეინის სამეფო
13 ბაჰამის თანამეგობრობა
14 ბელარუსის რესპუბლიკა
15 ბელგიის სამეფო
16 ბელიზი
17 ბოსნია და ჰერცეგოვინა
18 ბოტსვანის რესპუბლიკა
19 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
20 ბრუნეი-დარუსალამი
21 ბულგარეთის რესპუბლიკა
22 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
23 დანიის სამეფო
24 დანიის სამეფოს ტერიტორიები - ფარერის კუნძულები და გრენლანდია
25 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
26 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი;
27 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები - ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
28 დომინიკის რესპუბლიკა
29 ელ-სალვადორი
30 ეკვადორის რესპუბლიკა
31 ესპანეთის სამეფო
32 ესტონეთის რესპუბლიკა
33 თურქეთის რესპუბლიკა
34 თურქმენეთი
35 იაპონია
36 ირლანდიის რესპუბლიკა
37 ისლანდია
38 ისრაელის სახელმწიფო
39 იტალიის რესპუბლიკა
40 კანადა
41 კატარის სახელმწიფო
42 კვიპროსის რესპუბლიკა
43 კოლუმბიის რესპუბლიკა
44 კორეის რესპუბლიკა
45 კოსტა-რიკის რესპუბლიკა
46 ლატვიის რესპუბლიკა
47 ლიტვის რესპუბლიკა
48 ლიბანის რესპუბლიკა
49 ლიხტენშტაინის სამთავრო
50 ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
51 მავრიკის რესპუბლიკა
52 მალაიზია
53 მალტის რესპუბლიკა
54 მექსიკის შეერთებული შტატები
55 მონაკოს სამთავრო
56 მოლდოვის რესპუბლიკა
57 მონტენეგრო
58 ნიდერლანდების სამეფო
59 ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
60 ნორვეგიის სამეფო
61 ომანის სასულთნო
62 პანამის რესპუბლიკა
63 პოლონეთის რესპუბლიკა
64 პორტუგალიის რესპუბლიკა
65 რუმინეთი
66 რუსეთის ფედერაცია
67 საბერძნეთის რესპუბლიკა
68 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
69 სან-მარინოს რესპუბლიკა
70 საუდის არაბეთის სამეფო
71 საფრანგეთის რესპუბლიკა
72 საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები - საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
73 სეიშელის კუნძულები
74 სენტ-ვისენტი და გრენადინები
75 სერბეთის რესპუბლიკა
76 სინგაპურის რესპუბლიკა
77 სლოვაკეთის რესპუბლიკა
78 სლოვენიის რესპუბლიკა
79 სომხეთის რესპუბლიკა
80 ტაილანდის სამეფო
81 ტაჯიკეთის რესპუბლიკა
82 უზბეკეთის რესპუბლიკა
83 უკრაინა
84 უნგრეთი
85 ფინეთის რესპუბლიკა
86 ქუვეითის სახელმწიფო
87 ყირგიზეთის რესპუბლიკა
88 ყაზახეთის რესპუბლიკა
89 შვედეთის სამეფო
90 შვეიცარიის კონფედერაცია
91 ჩეხეთის რესპუბლიკა
92 წმინდა საყდარი
93 ხორვატიის რესპუბლიკა
94 ჰონდურასის რესპუბლიკა
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე.
საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი).
3. გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვიზები
საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
მოკლევადიანი ერთჯერადი ვიზა გაიცემა მაქსიმუმ 30 დღით.
მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზა შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 5 წლის მოქმედების ვადით. მოკლევადიანი ვიზის ხანგრძლივობის მიუხედავად, უცხელის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღეს.
უცხოელზე, რომელსაც სურს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით ყოფნა სამუშაო/სამეწარმეო, სწავლის თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით და აკმაყოფილებს გრძელვადიანი ვიზის მიღების პირობებს, გაიცემა გრძელვადიანი ვიზა.
გრძელვადანი ვიზა გაიცემა 90 დღის მოქმედების ვადით და არის შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის ან დიპლომატიური აკრედიტაციის მიღების წინარპირობა.
გრძელვადიანი მიზნით მომავალ ნებისმიერ უცხოელს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.
4. სავიზო განაცხადის შევსების წესი
სავიზო განაცხადი ივსება ელექტრონული ფორმით ვიზის მიღების მსურველი უცხოელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.
შევსებული სავიზო განაცხადი უნდა ამოიბეჭდოს და ხემლოწერილი წარედგინოს ვიზის გამცემ ორგანოს უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მეშვეობით. (დიპლომატიური და სპეციალური ვიზის მისაღებად დოკუმენტები ვიზის გამცემ ორგანოს შეიძლება წარედგინოს ფოსტის საშუალებით.)
5. დიპლომატიურ წარმომადგენლობისათვის მიმართვის უფლება
უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს საელჩო ან საკონსულო, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
უცხოელი, რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საკონსულოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უცხოელს გააჩნია ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა, მოქმედი ბინადრობის ნებართვა, რომელიც მოქმედია უცხოელის მიერ მოთხოვნილი ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში.
ამასთან, საქართველოს ვიზაზე მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 3 თვით ადრე.
6. მოწვევა
მოწვევა წარმოადგენს სპეციალურად დადგენილი ფორმის, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში აუცილებელია ვიზის გაცემისათვის. უცხოელის მოწვევის უფლება აქვს საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. იმ შემთხვევაში თუ დადგება უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხი, უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი.
7. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტის ხანგრძლივობის შეცვლა
შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზის გრძელვადიანი ვიზით შეცვლა. ისევე, როგორც მოკლევადიანის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან განთავისუფლებული ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გრძელვადიანი ვიზის მიღება, გარდა მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
8. მოსაკრებელი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 50 აშშ დოლარს.
საკონსულო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან:
ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;
დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ე) პირები დიპლომატიური და სპეციალური საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას
9. 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსულ უცხოელთა საყურადღებოდ
იმ უცხოელებს, რომლებიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე შემოვიდნენ საქართველოში შეუძლიათ გააგრძელონ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, ძველი წესის შესაბამისად. თუმცა, თუ ამ პერიოდში ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხელახლა შემოსვლისას მათზე გავრცელდება ახალი კანონის მოთხოვნები.
იმ უცხოელებს, რომლებიც ფლობენ 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემულ საქართველოს მოქმედ ვიზას, უფლება აქვთ აღნიშნული ვიზის საფუძველზე ნებისმიერ დროს შემოვიდნენ საქართველოში.
გარდამავალი პერიოდისთვის, იმ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად არ ესაჭიროებოდა ვიზა ან რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ვიზის საფუძველზე, საშუალება მიეცემათ 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ გრძელვადიანი ვიზის მიღების მიზნით სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო დოკუმენტები წარმოადგინონ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.
საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...2278806&lang=geდაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურების და დოკუმენტების თაობაზე განთავსდება 1 სექტემბრიდან.
* * *
სახელმწიფო გერბი
შესვლა რეგისტრაცია მომხ: სტუმარი
დოკუმენტები: 60774 უკან დაბრუნება
English
Russian
მთავარი
ძებნის ინსტრუქცია
დახმარება
გადმოსაწერი ვერსია
ჩვენს შესახებ
ისტორია
სტრუქტურა
სამართლებრივი აქტები
სტატისტიკა
სტრატეგიული გეგმა
საჯარო ინფორმაცია
დაგვიკავშირდით
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2045-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/2014
დოკუმენტის სახე საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
1
საქართველოს კანონი
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია:
ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები;
ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;
გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას;
დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, აგრეთვე საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები;
ე) განამტკიცოს უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა;
ვ) ხელი შეუწყოს უკანონო მიგრაციის პრევენციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება.
2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
3. ამ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, 47-ე მუხლისა და VI თავის მოქმედება ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია მათ უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ვიზა – დადგენილი ფორმის ნებართვა ან აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;
დ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება;
ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და ჩამოსვლის მიზნის თაობაზე;
ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება – საქართველოში უცხოელის შემოსვლისას და საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება;
თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ი) ნათესავი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი;
კ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
ლ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;
მ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას;
ნ) შრომითი საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას;
ო) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
პ) გადამყვანი კომპანია – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანით და საქართველოდან მათი გაყვანით;
ჟ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;
რ) თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;
ს) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ, აგრეთვე ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას;
ტ) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა.
კარი II
უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა
თავი II
უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი პრინციპები
მუხლი 3. ზოგადი პრინციპები
უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი პრინციპებით:
ა) ნაცვალგების პრინციპი;
ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპი;
გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი;
დ) არგაძევების პრინციპი;
ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი;
ვ) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მისი გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენონ შესაბამისი კანონები და წესები;
თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;
ი) უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) უცხოელის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით;
ლ) საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
მ) საქართველოში მყოფ უცხოელს შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით;
ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;
ო) სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.
მუხლი 4. საქართველოში შემოსვლა
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას.
2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას, თუ არ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, თან უნდა იქონიონ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტები:
ა) გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება, ნომერი (თუ აქვს), შეიარაღებული ძალების სახეობა და დატანილია ფოტოსურათი;
ბ) ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება.
3. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ, საქართველოში სამუშაოდ პირველად შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აკრედიტაციის პერიოდში ისინი საქართველოში იმყოფებიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
4. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმი.
5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოში შემოსვლისათვის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
6. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც დაკავშირებული არ არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
7. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აგრეთვე სარგებლობენ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეღავათებით.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს, გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სამგზავრო დოკუმენტის გარეშე და იმყოფებოდეს საქართველოში 3 თვემდე ვადით.
მუხლი 5. საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები
საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა;
გ) საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა;
დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
თავი III
საქართველოს ვიზა
მუხლი 6. საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები
1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.
2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
3. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწე