ხოო, ეს ყველაზე მეტად შველის ნებისმიერი ენის შესწავლისას . ყოველდღიური კომუნიკაცია ხალხთან. სხვადასხვა ექცენტის მოსმენა. თან ინგლოსური ძალიან სწრაფად განვითარებადი და ცვალებადი ენაა და ყოველდღოური სასაუბროსთვის კარგია კონტაქტი.
კარგ მრჩევლად ვერ გამოვდგები, რადგან ენა მეც არ ვიცი ნორმალურად.
იდიომებია დღესდღეობით მთავარი და ვზივარ და ვიზეპირებ ამ ოჯახდასაქცევ იდიომებს
სიტყვათა მარაგისთვის რა თქმა უნდა კითხვაა კარგი.
ყველაფრის: თანამედროვე ლიტერატურა თავისთავად, (გრამატიკასაც ბლომად არის იქ) გაზეთის, ჟურნალის, ინსტრუქციების და ბროშირებიდაც კი

სადაც კი რამე ინგლოსურ წარწერას დაინახავ ყველაფერი იკითხე

მოსმენისთვის, ახალი ამბები, დოკუმენტური ფილმები და თოქ-შოუები, მხატვრული ფილმები, მულთფილმები

))
წერაააა- უფფფფფ, ეს არის ყველაზე რთული, მგონი ყველასთვის.
სკოლის დირექტორს დაუშვია რაღაც შეცდომა წერილში და იყო სტატია გაშანშალებული რამოდენიმე თვის წინ, ეს სიტყვა ასე არ იწერებაო.
გრამარიკაზე რა გითხრა, ინგლისში სკოლებში არ ისწავლება გრამატიკა, ეხლაა საუბარი რომ national curriculumში შეიტანონ English Grammar, მარა კი საუბრობენ გრამატიკულად გამართულად და დროების არევ დარევის გარეშე.
Hobart