ახალი წელი არის საერო დღესასწაული.
შესაბამისად, ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანები (თუ ამის სურვილი აქვთ) აღნიშნავენ მაშინ, როდესაც ამას დაადგენს საერო მთავრობა.
მაგალითისთვის:
ძველ რომში ახალი წელი 1 მარტს იწყებოდა. ამიტომაც ჰქვია სექტემბერს მეშვიდე თვე, ოქტომბერს – მერვე და ა.შ.
ძველირანული კალენდრით, რომელსაც მზის კალენდრის სახელით დღემდე იყენებს ირანი, 21 მარტს იწყება ახალი წელი.
ებრაული კალენდრით ახალი წელი იწყება თიშრეის თვის 1 რიცხვში (გრიგ. კალენდრით უწევს სექტემბერ-ოქტომბერში)
საქართველოს საერო კანონმდებლობით ახალი წელი არის 1 იანვარს, რომელიც უკვე ვიზეიმეთ.
საეკლესიო ახალი წელი გაგახსენდათ ალბათ... „საეკლესიო ახალი წელი“, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს ინდიქტიონის (ანუ მოქცევის) დაწყება, რომელიც ამაღამ სულაც არ აღინიშნება, არამედ – 1 (14) სექტემბერს (იუდეური ტრადიციის გავლენით).ამაღამ არის იულიანური კალენდრის დასაწყისი (თუმცა თავის დროზე არც ეს იყო) და არა ახალი წელი, აღინიშნება წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ბასილი დიდისა, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა.
ახლა არ ამხედრდეს მთელი თემა :დ :დ
გმადლობთ! მინდა მტელი გულისთ გისურვოთ მოგება ყველას, ვისაც ეს გულით უნდა,

)))
This post has been edited by osiko123 on 14 Jan 2015, 13:02