საცობების გამო უკვე არახელსაყრელ პირობებში არიან.

ნელი ტემპით, მაგრამ თვითრეგულირებადია ეგ. მაღაზიებს და მისდაგვარებს არ ეხებათ რათქმაუნდა.
ზოგადად, თქვენი შეზღუდვები არ არის ხოლმე ძირითად პრობლემებთან ახლოს. მე ვეცდები ჩამოვთვალო და შესაძლო გადაწყვეტებზე ვიფიქროთ.
1. ცუდი დაგეგმარება. გამოწვეულია ქალაქის სიძველით და მთაგორიანობით -> ვერ გადავჭრით. ახალ უბნებში შეგვიძლია უჯრებიანი დაგეგმარება. ძველების შეცვლა წარმოუდგენლად ძნელია.
2. მანქანების რაოდენობა. გამოწვეულია ხალხის ნორმალური ფინანსური მდგომარეობით -> ვერაფერს ვუზამთ, ხალხს ძალით ვერ გავაღარიბებთ.

3. პიკის საათები. გამოწვეულია სამსახურების ერთ დროს დაწყებით -> აქ შეიძლება სახელმწიფომ ფიქსირებულ სამუშაო დროებზე ხელი აიღოს და რაღაც კატეგორია ხალხს მისცეს სამსახურში მოსვლის დროის ცვლილების თავისუფლება. ეფექტის ხარისხს ვერ ვიტყვი.
4. საცობებში მძღოლების ეგოისტური ქცევები (საპირისპირო ზოლზე სიარული და შემხვედრების შეფერხება/ჩაკეტვა) -> პატრულის მკაცრი მიდგომა ყველა დამრღვევის მიმართ. ყველა შემჩნეულს მინიმუმ გაფრთხილება უნდა დაეწეროს.
5. ვიწრო ქუჩებზე პარკირებული მანქანები -> მაცხოვრებლებთან თუ გვაქვს საქმე, ვერაფერს გავხდებით. საზოგადო ადგილებში კიდე პარკირებაში საათობრივი გადასახადი უნდა იყოს, თუნდაც ცოტა და ყველა "ეკონომიურად" გამოიყენებდა ამ რესურსს. მიწისქვეშა პარკირებები კარგია, მაგრამ ეგეც მხოლოდ ახალ შენობებს აქვთ და შემდგომში ექნებათ.
6. სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დიდი დაშორება -> რაზეც ზევით ვილაპარაკეთ. მარტივად ვერაფერს ვუზამთ. დაგეგმარებასთანაცაა კავშირში. ისე პორტლენდი არის სამაგალითო ქალაქი ამ მხრივ. ფეხით და ველოსიპედით სასიარულოდ ყველანაირი ხელშეწყობაა. ნაკლები მანძილებია გასავლელი.
7. შუქნიშნების სისტემის სისუსტე -> მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი ციფრული ტექნოლოგიის ჩართვით და საცობების მიხედვით შუქნიშნების კონტროლით ბევრი რამ შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს.
არის ამ პრობლემებში რაიმე აგრესიული შეზღუდვა საჭირო?
თქვენს ვარიანტებს რომ შევხედოთ:
* ტაქსებს რომ ზღუდავთ, მძღოლები არ გეცოდებათ ზოგიერთი საჭმლის ფულს რომ ვეღარ იშოვის?
* ძველ მანქანებს რომ ზღუდავთ, სოფლის პროდუქტების გამყიდველები არ გეცოდებათ? მანდ ახალ მანქანებს ვერ იყიდიან, ისედაც ცუდ მდგომარეობაში არიან. თან ბევრნი არ არიან და არც საცობებზე მოქმედებენ მაინცდამაინც. ავარია არის საცობის მიზეზი, მაგრამ ავარიას ძირითადად ახდენენ დამრღვევები, რომლებსაც საპატრულო პოლიციამ უნდა მოუაროს.
* დისტრიბურების შეზღუდვითაც მათ, მათ კომპანიებს, მაღაზიებს და მომხმარებლებს პრობლემებს შევუქმნით. პიკის საათებს ეგენიც მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ წესით. ყველანაირი შეზღუდვის გარეშეც.
* ნაგვის მანქანებს პიკის საათებში მე ვერ ვხედავ ხოლმე.
* ბენზინგასამართის გაუქმებით გზას ვერ გააფართოვებ. ბევრი მაგალითი გაქვთ მასეთი გასამართების? რამდენ ადამიანს მოუწევს ყველ კვირა ქალაქგარეთ გასვლა და ისევ საცობებისთვის ხელშეწყობა?
* ახალბედა მძღოლების შეცდომით შექმნილი საცობი ძალიან იშვიათია. მე კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება. მართვის მოწმობების გადაბარებაც ასევე მინიმალურ კავშირშია საცობებთან.
და ბოლოს, რა პარკირების დარეგულირებაზე ვლაპარაკობთ, როცა თვითონ შსს-ს პარკირება არის საშინელება (მე მათზე მაქვს ინფო, მერიასთან შეგვიძლია გავაიგივოთ). ერთ კატეგორია ხალხს გამოუყვეს სივრცე, რომელსაც ვერც კი ავსებენ და დანარჩენები გაყარეს გარეთ. საქმაო ფართობია, სადაც სართულებიანი პარკირების გაკეთება შეიძლება და თანამშრომლების 2/3-ზე მეტი გარშემო აყენებს, ხშირად ასეულობით მეტრის მოშორებით.
ბოდიში, ბევრი გამომივიდა
This post has been edited by Cpp on 26 Nov 2014, 21:42