პაპაჩემმა მასე იპოვა სახლს რო აშენებდა რაღაცა მაგარი ძველი მონეტა, სპილენძის.
ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო...
წაიღო მიიტანა ეროვნულს რო მუზეუმი აქვს ფულის, იქ ჩააბარა.
დიდი მადლობა ბატონო ვალიკოო, ხელიც ჩამოართვეს.
მერე რამდენიმე დღეში თავზე მილიცია, კაკებე და ვინ არ დაადგა თავზე - სადაა დანარჩენიო

ნუ ერთი პლიუსი ის იყო რო, ტექნიკა მოაყენეს და იმხელა კატლავანი ამოთხარეს, მეტროს გაიყვანდა კაცი

მარა თიხის ქოთნის ყურის და რაღაცა ძვლის ნემსის მეტი ვერაფერი იპოვეს
ბენიდა რა უთხრას მერე, ლობიომ მოისხაო?
ნიკი გაუქმებულია, მსურველებმა შეგიძლიათ გამოიყენოთ, პაროლი ამ ტექსტშივეა.