"მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ
ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს, მადლობა
უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი
წყალობისთვის. ყოველ წელიწადს, აღდგომა
დღეს იქნება მადლობის პარაკლისი და
ლოცვა ღვთისადმი. ამასთან დაკავშირებით,
პირველ წელიწადს მე მინდა, რომ ეს
მადლობის ლოცვა, აღდგომის წირვა
შევასრულოთ სვეტიცხოველში, მცხეთაში.
შაბათს დაიწყება მსვლელობა ხალხისა,
სასურველია, რომ ფეხით ჩავიდნენ
თბილისიდან მცხეთას და დაიკვლება დიდი
მოზვერი, შვიდი ცხვარი, ყოჩი... მადლობას
შევწირავთ უფალს და ხალხი იქვე
გაახსნილებს ამ დიდ მარხვას. კვირას კი,
საღამოს ექვს საათზე შესრულდება
სამადლობელი პარაკლისი და მთელი ხალხი
გავა ქუჩებში, სადაც სამღვდელოება მაკურთხ
წყალს ასხურებს. აი, ეს იქნება ყოველი წლის
აღდგომა... ეს იქნება ღვთისადმი
მადლიერების დღე, ქართველი ხალხის
მადლობა იქნება... ბედნიერია ის ადამიანი
და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და
დიდ მადლს იღებს ამით... თვითონ სიტყვაც
"მადლობა", "მადლიერება" მადლთან არის
დაკავშირებული. დიდ მადლს მიიღებს
საქართველო აღდგომის დღესასწაულზე", -
თქვა პატრიარქმა.
წყარო:
http://www.tabula.ge/ge/story/94178-patria...xvari-daikvleba____________________________________
პატრიარქი სჯობს დაფიქრდეს, რომ ზედმეტი
ბრძანებების დაკანონებას თავი დაანებოს...
მას იქნებ ვინმემ შეახსენოს, რომ ის წარმავალია და მისი მოძველებული აზრები მაინც ვერ გაუძლებენ მომავალი, პროგრესული კრიტიკული აზროვნების თაობას... მისი თავნებობა ყოველგვარ ზღვარს სცდება...
პირადად ჩემი რჩევა მისი უწმინდესობის მიმართ
ასეთია, რომ სანამ კიდევ დრო დარჩენია ამქვეყნიურ ცხოვრებაში, უარყოს თავისი გადაწყვეტილება და თავისი ნებით აკრძალოს მსხვერპლშეწირვა მთელი საქართველოს მასშტაბით...
ვისაც ხელეწიფება მიაწოდეთ ეს ინფორმაცია მას... როგორც იესო ამბობდა, "თუ ჩვენს გაჩუმებას მოინდომებენ, მაშინ ქვები დაიწყებენ ღაღანს"...
* * *
მართლმადიდებელნო ქრისტიანნო მოგიწოდებთ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა ხვალინდელ მსვლელობაში, რომელიც პატრიარქმა დააწესა ყოველ აღდგომა დღეს...
მსვლელობა დამთავრდება სვეტიცხოველში ღვთისადმი მსხერპლად შესაწირი პირუტყვების დაკვლით...
მსხვერლშეწირვა იმის მაგივრად, რომ აიკრძალოს მრავალი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის მოთხოვნის საფუძველზე, ჩვენი პატრიარქი პირიქით მოქმედებს... ის აკანონებს მსხვერლშეწირვის ტრადიციას...
მოგიწოდებთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ მსხვერპლშეწირვის ტრადიცია.
უარვყოთ პატრიარქის არაჰუმანური გადაწყვეტილება!
This post has been edited by GLORIA on 11 Apr 2015, 00:43