არ ვიცი მიჭირს მე თუ არა (იქნებ ვინმემ მითხრას) ამჟამად უმუშევარი ვარ , 1.5 წლის წინ დავანებე სამსახურს თავი - ანაზღაურება 400ლ ,დაზღვევა,40ლ დიზელი, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება,სულ უფრო მეტი და მეტი საქმის შემოტენვა. ამჟამად ვარ სტაჟიორი ანაზღაურება 440ლ - ესაც დეკემბრამდე და ვადა გამდის.მყავს 2 მანქანა(ტიიდა , ოპელ ასტრა)ეს მანქანები როგორ ვიყიდე? იყო მომენტი და რაღაც 1 ჯერადი შემოსავალი შემომივიდა და მაგით ვიყიდე,თორე 6 სულიან ოჯახში 1200 ლარი შემოსავალით რა მანქანას იყიდი, კი იყიდი თუ გაიჭირვებ ცოტას (ნუ ისედაც გაჭირვებაა არაა ?! 

 ) რამე ხაფანგი მანქანის ყიდვა კი შეიძლება - რომელიც ნერვებს დაგაწყვიტავს და მერე ექიმებში დაგახარჯინებს კიდე ფულს 

. ტექნიკური განათლებით ვარ და ხელებიც მარჯვე მაქვს მარა ვერ ვიყენებ - მარკეტინგში მაქვს გარღვევა 

 . სივებსაც ვაგზავნი ისეთ ვაკანსიებზე სადაც ვფიქრობ რომ ჩემთვისაა ეგ სამსახურუ ,მაგრამ დამსაქმებელი დუმს(ვფიქრობ რომ უმეტეს ვაკანსიებზე უკვე ვინმე ნათესავი დასაქმებული - ავანილია , მაგრამ ფორმალურად საიტზე მაინც იდება 

 ). საზღვარგარეთ წასვლას გამოვრიცხავ ამ ეტაპზე იმიტომ რომ მაქვს ჩემი ფასეულობები + პრინციპული ვარ - რატო ვერ უნდა მივაღწიო რამეს - აქ!!!!! 
      ზემოთ შეეხნენ : ყველას თბილისში - ქალაქში უნდა ცხოვრებაო , მე არ მიფიქრია თბილისში მეცხოვრა (თუმცა სახლი მაქვს თბილისში(ამას თუ ქონა ქვია 

 ),თამარაშვილზე - ვაკე-საბურთალოს გზა რომ გადადის ხევში "არ აშენდა" კორპუსები როა მანდ), სადაც ვცხოვრობ აქ(ზესახელმწიფოს ერთერთ ზესოფელში)მინდა მოვიწყო ყველაფერი რაც მინდა, მაგრამ ბავშვი ბაღის ასაკშია , ჩემ რაიონში ახლო მახლო ბაღი არაა, თუმცა მეზობელ რაიონში 2 ბაღია, არ ღებულობენ ბევრი მიზეზის გამო: ადგილი არ გვაქვს,სხვა რაიონის ბავშვს ვერ მივიღებთ. 
      უამრავი სამსახური გამომიცვლია ვნახე: უამრავი არაპროფესიონალი მუშა-მოსამსახურე, ყველაფერზე წავლენ ოღონდ ხელფასი აიღონ - ყველგან მიფუჩეჩება . 
    ხალხს უჭირს!!!! მაგრამ იმაზე ნაკლებად 90იან წლებში რაც იყო.მახსოვს კერესინკა,კერესინკაზე გამომცხვარი კექსის დიზელნარევი გემო 

 . პურში აღმოჩენილი არტეფაქტები 

 .