tornikebწესი არა ის

წინა სეზონზე ვუმუღამებდი, დამავიწყდა

ელემენტარული წესები ვიცი მაგრამ სრულად არა

ა შენ წესები :დდდ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წესები
თითოეული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 9 მოთამაშეა. ცვლილებების რაოდენობა ულიმიტოა. შეცვლილ მოთამაშეს უკან დაბრუნების უფლება აღარ აქვს.
თამაშის დასაწყისში, სტუმარი გუნდი თავდამსხმელად გვევლინება.
ბეისბოლის მოედანი იყოფა ორ ნაწილად, Infield და Outfield.
პიტჩერი(P)-ანუ ბურთის მტყორცნელი, ის მიწაყრილის ანუ გორაკის ცენტრში დგას.
ქეთჩერი©-ჩამუხლული მოთამაშე, რომელსაც ბურთის დაჭერა ევალება.
ბაზის დამცველები – ადგილი, სადაც ბეისბოლის მატჩის მთავარი მოქმედება ვითარდება, რომბის ფორმისაა, რომლის თითოეულ კუთხეში განლაგებულია “ბაზები”. რომბის სამხრეთით არის HOME ანუ სახლი სადაც ჩემს მიერ ნახსენები ქეთჩერი არის ჩამუხლული. აღმოსავლეთ ბაზას ეწოდება ბაზა #1 ჩრდილოეთის ბაზას #2 და დასავლეთის ბაზას #3.
თითოეულ ბაზაზე განლაგებულია ერთი ბაზის დამცველი. თავად ბაზები პატარა კვადრატული ტომსიკებია, რომლებიც განლაგებულია რომბის კუთხეებში მიწაზე. დამცველებს შესაბამისად მოიხსენიებენ როგორც B1, B2, B3 (ბაზებზე განლაგების მიხედვით). მათ ეხმარება ე.წ. შორთსტოპი (SS), რომელიც მოედანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თავისუფლად მოძრაობს ბაზებს შორის, თუმცა უმრავკლეს შემთხვევაში, როგორც წესი შორთსტოპი პირველსა და მეორე ბაზას შორის მოქმედებს, რადგან პირველი შეტევა და აქედან გამომდინარე შემტევთა ძირითადი დარტყმა სწორედ ამ ბაზებზე მიმდინარეობს.
სწორედ ამ რომბს, რომელიც მოიცავს ბაზებს ეწოდება შიდა მოედანი INFIELD, შესაბამისად რომბის მთელი გარეთა ნაწილი, ტრიბუნების ჩათვლით წარმოადგენს გარეთა მოედანს OUTFIELD-ს, სადაც განლაგებული არიან ე.წ. აუტფილდერები ანუ გარეთა მოედნის დამცველები, სულ 3 დამცველია მარჯვენა, ცენტრალური და მარცხენა.
პიტჩერი, ქეთჩერი, შორთსტოპი, 3 ინფილდერი და 3 აუტფილდერი – სულ 9 კაცი დამცველები არიან. თავდამსხმელ გუნდს მხოლოდ ბეთერები ანუ დამრტყმელები წარმოადგენენ.
თამაშის არსი
——————-
თავდამსხმელთა მიზანია – შემოურბინონ ყველა ბაზას და დაბრუნდნენ სახლში. თითოეულ ასეთ შედეგიან შემორბენას RUN ( R ) ეწოდება და 1 ქულით ფასდება. შემორბენისას სავალდებული პირობას წარმოადგენს ბაზებზე სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეხება (ნუ სირბილისას თავისთავად ცხადია სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეხებაში, ბაზაზე ფეხის დაბიჯება ითვლება).
დაცვის მიზანია – გააგდოს შემტევი გუნდის 3 მოთამაშე. თავდამსხემლია გაგდებას აუტი ქვია – AUT (A). თავად აუტის რამოდენიმე ხერხი არსებობს, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
აქედან გამომდინარე ქულის/ქულების მოპოვება ბეისბოლში მხოლოდ შეტევისას ხდება.
პირველები თავდასხმაში ყოველთვის სტუმართა გუნდის მოთამაშეები მონაწილეობენ. თავად შეტევა შემდეგნაირად მიმდინარეობს. შემტევი გუნდის 1 მოთამაშე, ბეთთერი, რომელსაც ხელთ უპყრია ბეისბოლის ჯოხი ე.წ. ბიტა (ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი), დგება სახლის სიახლოვეს, მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან (ეს დ ამოკიდებულია ბეთთერის არჩევანზე ანუ მისთვის როგორც უფრო მოხერხებული იქნება). მტრყორცნელი ანუ პიტჩერი ტყორცნის ბურთს ქეთჩერის და იმავდროულად ბეთთერის მიმართულებით, იმგვარი გაანგარიშებით, რომ ბეთტერმა ვერ მოარტყას ბურთს ჯოხი. აქ ერთი აუცილებელი პირობაა – ნატყორცნმა ბურთმა უნდა გაიაროს ზუსტად სახლის თავზე (ხომ გახსოვთ ზევით რომ დავწერე ხუთქიმიანი მეტალის “პლასტინის” ანუ სახლის შესახებ). გავლისას მეორე სავალდებულო პირობა მოქმედებს – ბურთმა უნდა გაიაროს ბეთთერის მხარსა და მუხლს შორის არსებული სივრცე ე.წ. სტრაიქ-ზონა ანუ ტყორცნის ზონა, მხრის ზევით ან მუხლს ქვევით ნატყორცნი ბურთი არასწორ ტყორცნად ფასდება და მას BALL (ბოლი) ეწოდება, ხოლო სწორად ნატყორცნ ბურთს STRIKE – სთრაიქ ექოდება. ბურთის ტყორცნის ზონაში გავლა-არგავლის სისწორეს ქეთჩერის უკან მდგარი მსაჯი აკონტროლებს, ტყორცნის შემდგომ შეძახილით BALL ან STRIKE და შესაბამისი ჟესტიკულაციით. თუ პიტჩერმა სწორად მოაწოდა ბურთი და დამრტყმელი მას არ შეეხო, პიტჩერს სტრაიქი ეთვლება . სამი სთრაიქის შემთხვევაში ბეთთერი ანუ თავდამსხმელი ვარდება მოედნიდან ანუ კეთდება AUT – აუტი და მის ადგილს იკავებს მეორე ბეთთერი. სამი აუტის შემთხვევაში გუნდები ცვლიან ადგილებს ანუ თავდამსხმელი გუნდი დაცვაში გადადის , ხოლო დამცველი პირიქით უტევს. ამგვარი მონაცვლეობის 1 სრულ ციკლს ინინგი ქვია (ჩვენებური ტაიმის ანალოგი). სულ თამაშდება 9 ინინგი, ხოლო 9 ინინგის შემდეგ ფრის შემთხვევაში მატჩი გრძელდება იქაქმდე, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული ანუ ბეისბოლში ფრე არ არსებობს. ასევე არ არსებობს ე.წ. ოქროს გოლის პრინციპი ანუ შეიძლება დაცვისას გავუშვა 1 ან რამდენიმე რანი, მაგრამ თუ დარჩენილი მაქვს შეტევის უფლება, ამ უფლების გამოყენება არანაირად არ იზღუდება. ტაკს ეხლა რომ არ ავირ-დავირიოთ გავაგრძელოთ იმ ადგილიდან, როდესაც პირველი შემტევი გავარდა აუტით და მისი ა დგილი მეორე ბეთტერნმა დაიკავა. ესე იგი პიტჩერის მიერ სწორად მოწოდებული ტყორცნა არის სთრაიქი. ასევე სთარიქია იმ შემთხვევაში, თუ თუ შემტევმა მოუქნია ჯოხი ბურთს, მაგრამ ვერ მოარტყა მას, ტან ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ბურთი სწორად იყო ნასროლი თუ არასწორად, გაიარა მან სთრაიქ ზონა თუ არა. ყოველი მოწოდების შემდეგ მსაჯი ა ცხადებს რამდენი BALL და რამდენი STRIKE არის მოწოდებული, მაგალითად 2 BALLS, 1 STRIKE. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოთამაშეებმა, დაცვაში არიან ისინი თუ თავდასხმაში, შესაბამისი ტაქტიკური ვარირება მოახდინონ. თუ ბეთტერმა მოარტყა ჯოხი ბურთს, მაშინ ის ე.წ. RUNNER-ი ხდება ანუ სანამ ბურთი ჰაერშია ან მოედანზე მიგორავს, იგი გარბის ბაზის დასაკავებლად. სიტუააციიდან გამომდინარე (ამას ბუნებრივია თავად რანნერი აფასებს) იგი იკავებს 1, მეორე ან მესამე ბაზას, ერთი სიტყვით ცდილობს რაც შეიძლება ბევრი ბაზის შემორბენას, რომ მიუახლოვდეს სახლს. სახლში დაბრუნება კი როგორც უკვე ვთქვით 1 ქულას უდრის. რანნერის აუტით გაგდების რამოდენიმე ხერხი არსებობს:
1) თუ მცველმა ბურთი ჰაერშივე დაიჭირა;
2) თუ მცველმა, რომელსაც ბურთი უპყრია ხელთ რანნერამდე ადრე მიაღწია ბაზამდე და მოახდინა ბაზაზე სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეხების დაფიქსირება;
3) თუ მცველმა გადააწოდა ბურთი ბაზის მცველს, რომელმაც ბურთი იქამდ დაიჭირა, სანამ რანნერი შეეხებოდა ბაზას სხეულის ნებისმიერი ნაწილით. მესამე შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ მცველს, რომელმაც მიიღო ბურთი, ასევე კონტაქტი ქონდეს ბაზასთან ანუ ბურთის მიღებისას თუ იგი ბაზას არ ეხება, მაშინ აუტი არ დაფიქსირდება (სხვბათა შორის გუშინ იყო ძალიან მაგარი მომენტი მილუოკი – სენტ ლუისის მატჩისას, ბაზაზე სენტ ლუისის რანერი მირბოდა, მცველს ბურთი ცოტა არასწორად მიაწოდეს და ტიპმა ისე რომ ფეხი არ მოუშორებია ბაზიდან, რაღაცნაირად დაღრეცილ-გადაწოლილ-ფაწელილმა მაინც დაითრია ბურთი და აუტი გაუჩალიჩა რანნერს).
ბეთთერს, ამ შემთხვევაში იგივე რანნერს შეუძლია სურვილისამებრ ნებისმიერ ბაზაზე შეჩერდეს, მაგრამ ერთ ბაზაზე არაუმეტეს ერთი მოთამაშისა უნდა იმყოფებოდეს. მაგალითად მოთამაშე A-ს დაკავებული აქვს 1 ბაზა, მოთამაშე B-მ დაჰკრა ბურთს და გაიქცა 1 ბაზისკენ, ასეთ დროს 1 ბაზაზე მდგომი A ვალდებულია გაიქცეს მეორე ბაზისკენ და გაუნთავისუფლოს ბაზა B-ს, თუმცა ეს შეიძლება სავალალოდ დანთავრდეს მისთვის ან B-სთვის. შემტევის მიერ ბაზის დაკავების შემთხვევაში შეტევაში გამოდის მორიგი ბეთთერი და ყველაფერი თავიდან იწყება ანუ წინა ბეთთერზე დაფიქსირებული BALL ან STRIKE-ეების რაოდენობა ახალ შემტევზე არ ვრცელდება. და ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე 3 შემტევს არ გააგდებენ დამცველები აუტით, რის მერეც გუნდები როგორც უკვე ითქვა ცვლიან ადგილებს – შემტევი გადადის დაცვაში და პირიქით დამცველი შეტევაში. ბაზების შემორბენა და სახლში დაბრუნება 1 ქულად ფასდება. ასე რომ ერთი ბეთტერის მიერ ერთი შეტევისას შესაძლებელია მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 4 ქულის მოპოვება. მაქსიმუმი ასე შეიძლება: მაგალითად შემტევებს დაკავებულ აქვთ სამივე ბაზა – A დგას #3, B დგას #2, C დგას #1 ბაზაზე. ამ დროს ბეთთერმა დაჰკრა ბურთს და ბუნებრივია გაიქცა #1 ბაზისკენ. შესაბამისად A გარბის სახლისკენ, B გარბის #3 ბაზისკენ. ხოლო C #2 ბაზისკენ. თუ შემტევები ხედავენ რომ დამცველები ვერ ასწრებენ ბაზის დამცველებისათვის ბურთის დროულად მიწოდებას , ბუნებრივია ისინი აგრძელებენ სირბილს და B, C და მეოთხე შემტევიც ასწრებენ სახლში დაბრუნებას. ასეთი რამ როგორც წესი ე.წ. ჰოუმ რანის HOME RUN დროს ფიქსირდება. ჰოუმ რანი ეწოდება ისეთ დ არტყმას, როდესაც ბურთი გადასცდება ღობეს, რის გამოც აუტფილდერებისათვის შეუძლებელი ხდება ბურთის დაბრუნება ბაზის მცველებისათვის. ალბათ ბევრ თქვენგანს უნახია ამგვარი დარტყმა. რომლის შემდეგ შემტევები მშვიდად შემოურბენენ ხოლმე ყველა ბაზას და ბრუნდებიან სახლში.
This post has been edited by GRООT on 30 Apr 2015, 02:35