აუ იმენა ბიზნესი უნდა დავიწყო 30 არ მინდა 15 ლარად მოვალ და გადაგიღებთ სურათს და შეგივსებთ

ყველაზე მარტივი პროსტა ამის შევსებაში, მოგებამდეც, მოგების მერეც და (ჯერ არ ჩავსულვარ მაგრამ) იქ ჩასვლას შორის სურათის გადაღებაა და ნუ ქმნით პრობლემას, გთხოვთ.

ზოგჯერ მგონია რო ტვინს ვუბურღავ ხალხს, თქვენ თვითონ გადაიღეთ-თქო, მაგრამ აი პროსტა ელემენტარულია, ზუსტად ასეთი სურათის გადაღებას და მერე crop-ის, ანუ მოჭრის 600X600ზე გაკეთებას დიდი ძალისხმევა უნდა? თქვენ თეთრი კარების, კედლის, ზეწრის ფონზე გადაიღეთ ისეთი სურათი, ჩრდილი რო არ ეცემოდეს ფონს და თქვენს სახეს და მე გაგიკეთებთ, არ მინდა 30 ლარი

კოდაკში იციან 3X4ზე საპასპორტო სურათების გადაღება, ჭორფლებს რო აშორებენ და წარბებს ასწორებენ და რაღაც, მეც შევესწარი ერთხელ გრინისთვის მთელს ოჯახს ეგრე გაუკეთა. ხოდა რატო გგონიათ რო კოდაკში ზუსტად იციან, მე მინახავს რო არასწორად გააკეთა. უნივერსიტეტისთვის ფოტო მჭირდებოდა და გვერდით ვიღაცებს უღებდა კოდაკში წერეთელზე და მერე ფონი გაუთეთრა და რავი როგორც იციან შეალამაზა რა, ვითომ ლამაზად თუ არ გამოიყურები ვერ მოიგებ

მე პირადად ჩემს სადარბაზოში თეთრად გალესილ კედელტან დავდექი და დედაჩემს ჩემი 5.0მპ მობილურით გადავაღებინე ფოტო წელს ზემოთ, მერე მოვჭერი ზუსტად ისე როგორც ეს ზედა სურათია და ვსო. შევსებაც მარტივია კიდე სახელი, გვარი, მისამართი, ოჯახი, სამსახური და ასეთ კითხვებს ვერ გასცემთ თვითონ პასუხს? ვიღაცას რო არ გადაუხადოთ 30 და 50 ლარი, რომელიც არც გაჩვენებთ რა ჩაწერა და რა შეავსო
This post has been edited by FalleNnN on 3 Oct 2015, 18:38