ზედაპირული კითხვებია და მეც ასე ზოგადად შევეცდები ინფორმაცია მოგაწოდოთ. თავიდან სანამ საქართველოდან წამოხვალთ თქვენს ძმა-ბიჭებთან დაჯექით და გემრიელად მოილხინეთ ქართულ სუფრაზე, რაში დაგეხმარებათ ეს? ისეთი არაფერში, უბრალოდ მე ძალიან მენატრება ეგ ამბავი და თქვენც მოგენატრებათ

) თავიდანვე გაიაზრეთ ის რომ ქართული და ამერიკული ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება, ამიტომ მზად იყავით დიდი ცვლილებებისთვის ფსიქოლოგიურად, დიდ ცვლილებებში იგულისხმება მთლიანი ცხოვრების შეცვლა და შრომა. შრომაში თოხის ქნევას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, მაგრამ ახალ ჩამოსულზე ისეთი სამსახურის შოვნა როგორიც ჩვენს გულებს გაუხარდება არ გამოდის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რასაც იშოვით ეს ტრამპლინი იქნება თქვენი წინსვლისთვის, ჯერ მარტო იმიტომ რომ ენას ისწავლით უკეთ, ხალხს გაიცნობთ და საკუთარი აზრი ჩამოგიყალიბდებათ ცოტცოტა ყველაფერზე, დაიწყებთ ფულის შოვნას, რაც საშუალებას მოგცემთ განვითარდეთ და ნელ-ნელა თქვენი მიზნისკენ იმოძრაოთ. აუცილებლათ გქონდეთ მიზანი ოცნებად ქცეული, აქ თავიდან სახალისო იქნება, მერე დაგეწყებათ ნოსტალგია მონატრებები (იმის და მიუხედვად რომ ეხლა შეიძლება გაგეცინოთ), რადიკალური ცვლილება ადამიანს დიდ სტრესში აგდებს და არის მომენტები როცა ახდენილი ოცნება იმ ფერებში არ ანათებს რაც ეკრანის მიღმა ჩანდა, თუმცა ეგ ოცნება ზუსტად აქ არის, უბრალოდ მანდ შესასვლელი გზა უნდა იპოვოთ და გაიკაფოთ. არავითად შემთხვევაში არ დანებდეთ სირთულეებს, წინასწარ იცოდეთ რომ აუარება სირთულე და ბარიერები იქნება, გადალახვამდე ათასჯერ მოკვდებით ფსიქოლოგიურად, ხოლო გადალახვის მერე ათასჯერ გაძლიერდებით

წადით იმ ქალაქებში და შტატებში სადაც თქვენი ახლობლები გეგულებათ, რადგან თავდაპირველად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გინდაც ელემენტარულ ყურადღებას და მიზერულ დახმარებასაც კი, ვისაც არ გყავთ არავინ და მარტო მოდიხართ ამ ქვეყანაში მაშინ აირჩიეთ მოზრდილი ქალაქი, სადაც საწყის ეტაპზე შედარებით ნაცნობი გარემო იქნება, ნაცნობი ნაციები, ენა და კულტურა, ხოლო მერე ეტაპობრივად თქვენთვითონ მიხვდებით რა და სად არის კარგი. მწვანე ბარათის მოგებულებს უდიდესი პლიუსი გაქვთ რადგან აქ ჩამოსვლისას ძალიან მოკლე ხანში მუშაობის ოფიციალური უფლება გეძლევათ, იღებთ ბინადრობის მოწმობას და ა.შ. ეს კი ნიშნავს შესაძლებლობების ზღვას რასაც გამოყენება და ათვისება უნდა. იყავით ინდივიდუალურები და შეინარჩუნეთ საკუთარი აზრები და მისწრაფებები, აქ ჩამოსულებს ძალიან ძაააალიან ბევრი უაზრო და მდაბიო ხალხი შეგხვდებათ და დაიწყებენ საკუთარი მდაბიო აზრების თავზე მოხვევას, რომელიც ითვალისწინებს იგივე ნაირად ცხოვრებას ამერიკაში როგოც საქართველოში ცხოვრობდით, რაც უაზრობაა და რაღაც მომენტში იმედი გიცრუვდებათ, ნუ მიბაძავთ წარუმატებელ ხალხს და ნუ გაივლებთ თავში რომ ისინი უკვე წლებია აქ არიან და მაინც დავარდნილები, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ იგივე გელოდებათ, პირიქით ეს იყოს გაკვეთილი თუ როგორ არ უნდა იცხოვროთ აქ

ჩამოსვლიდან ძალიან მალევე აიღეთ მართვის მოწმობა რაც საკმაოდ ადვილია და დაალაგეთ გეგმები, ნუ შეგეშინდებათ თამამი მიზნების და მისწრაფებების, პირიქით რაც უფრო მაღლა აწევთ თამასას მით უფრო ბევრს იბრძოლებთ წარმატებისათვის. მე მჯერა ყველა ჭკვიანი ადამიანის და განსაკუთრებით ჭკვიანი და აზრიანი ქართველის. როდესაც მოახლოვდება აქ ჩამოსვლის დღე შემეხმიაეთ თუ არავინ გყავთ აქ და ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას მოგაწვდით, რათა აქ ჩამოსულები საერთოდ დაბნეულები არ იყოთ და ინფორმაცია მაინც მიიღოთ თუ რა მიმართულებით იმოძრაოთ. მოკლედ ეს ზედაპირული ინფორმაცია, შევეცდები კონკრეტულ კითხვებსაც ვუპასუხო თუ მოინდომებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სიხარულს და ყოჩაღად დადექით

P.S. 2 სიტყვით იმ ხალხსაც ვისაც არ გაუმართლა და ვიცი რომ დათრგუნულები არიან და გარიყულად გრძნობენ თავს, ჭკვიანო და აზრიანო ქართველებო, ეს ყველას არ ეხება, აი იმ ერთეულებს ვინც ღირსია უკეთესი ცხოვრების და მართლა აზროვნებს, ყურები არ ჩამოყაროთ, მწვანე ბარათის მოგება არ არის ერთადერთი გზა და დამიჯერეთ თუ მოინდომებთ აქ მოხვედრას მოხვდებით აუცილებლად და მაინც მიიღებთ მწვანე ბარათს სხვა და სხვა გზებით, ამიტომ ყურები არ ჩამოყაროთ და გაძლიერდით!!!
This post has been edited by neox on 8 May 2015, 13:53