კი ვიყავი მაგასთან

1000$ მომიხია. მე ვირბენ შენს საბუთებზეო

და არაფერი ისეთი საბუთები არაა. მთავარი საბუთები არის ნასამართლეობა და სამედიცინო ცნობა რომელიც შენ უნდა აიღო. სხვა რა დს - 260 გაგზავნაა მარტო რა. და მარტო ეგაა რაც სხვამ უნდა გააკეთოს და თარგმნა. და 1000$ რაში ირებს ვერ მივხვდი
ნანასთან ვიყავი და 50$ გამომართვა. ჩაიწერა ჩემი მონაცემები და როცა მოვა გასაუბრების თარიღი მაილზე უნდა მივიდე ნანასთან და სამსახურის საბუთები ვათარგმნინო. და მერე ნასამართლეობის ცნობა. და ეგეთი წვრილმანი რაღაცეები. ვსიო მეტი არაფერია. და ვინც იცის დს - 260 გაგზავნა და ეხერხება ეგ იმ 50$ გადახდაც არ მოუწევს. ნე არ ვიცოდი და წავედი ნანასთან და გააგზავნა. ნანამ იცის თავის საქმე.
ფიზიკურად ვერ აიღებს ცნობებს სხვა პიროვნება შენზე. ვერც ნასამართლეობას და ვერაფერს. შენ უნდა ირბინო მაგ საბუთებზე. ირაკლი ეტყობა დს - 260 გაგზავნაში იღებს 1000$

და თარგმნებში. მაქსიმუმ ამ საბუთებიან თარგმნიან ყველაფრიანათ როგორც ველაპარაკე გამარჯვებულებს დაგჭირდეს ჰა ჰა 600/650$ ამ თანხაში შედის სამიგრაციო ვიზის 330$
დაგჭირდება მერე თარგმნა საბუთების. ეგეც მაქსიმუმ 200 ლარი.
ნასამართლეობის ცნობა ეგ უფასია მგონი
ქორწინების მოწმობა და ა.შ
ციტო ეს 200$ ამდე
მე ამას ვამბობ ერთ კაცზე. თორე თუ ოჯახია შესაბამისად ძვირი იქნება.
1. წერილი გასაუბრების თარიღით (მეილზე მოგივა ეს და უნდა ამობეჭდო)
2. ორი ფოტოსურათი ზომით 5X5 - ზე
3. საზღვარგარეთის პასპორტი
4. დაბადების მოწმობა ორიგინალი, ქსეროასლი და თარგმანი
5. ქორწინების მოწმობა ორიგინალი, ქსეროასლი და თარგმანი
6. განქორწინების მოწმობა (თუ საჭიროა) ორიგინალი, ქსეროასლი და თარგმანი
7. ჯანმრთელობის ცნობა (კლინიკა "ციტო"). ყველა ოჯახის წევრზე. მის: ზ. ფალიაშვილის ქ #40. ტელ: 32 2 251948, 32 2 251951. (2 კვირით ადრე მიდიხარ და გადიხარ გამოკვლევას და პირდაპირ აგზავნიან ეგენი მონაცემებს საელჩოში)
8. ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნასამართლეობის შესახებ. ეს ცნობა მოეთხოვება ოჯახის ყველა წევრს რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. (2კვირით ადრე იღება ეს ცნობა)
9. სამხედრო ბილეთი - ორიგინალი, ქსეროასლი და თარგმანი ყველა იმ გვერდისა სადაც არის რაიმე ჩანაწერი,
10. 16 წლის შემდეგ რომელ ქვეყანაშიც ხართ ნაცხოვრები 6 თვეზე მეტი ხნით იმ ქვეყნის საკონსულოდან ცნობა ნასამართლეობის შესახებ
11. სკოლის ატესტატი ორიგინალი, ქსეროასლი, თარგმანი, თუკი მიღებული გაქვთ უმაღლესი განათლება უნდა წარადგინოთ დიპლომი (ბაკალავრის ან მაგისტრის), ქსეროასლი და თარგმანი
12. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ცნობა სამსახურიდან (ორიგინალი და თარგმანი) ან შრომის წიგნაკი ორიგინალი, ქსეროასლი და თარგმანი
13. ფინანსური მხარდაჭერის დამადასტურებელი საბუთი ბანკის წერილი საკუთარი ანგარიშის შესახებ.
14. ფინანსური მხარდაჭერის ფორმა I-134 და ფორმა 1040, ამერიკის მოქალაქისგან
და ეს სულ შენი გასაკეთებელია. პროსტო როგორ უნდა მოეგროვებინა ეგ საბუტებ იარ ვიცი. გამომართმევდა იმ 1000%და მეტყოდა მერე მიდი ეხლა ის საბუთი მოიტანე და ა.შ.

მე გირჩევ ნანასთან მიხვიდე 50$ და გააგზავნის ანკეტას. და მეილი მოგივა 2 თვით ადრე გასაუბრებამდე. დაურეკავ ნანას და მერე კიდევ უფრო დაგაკვალიანებს ზუსტად.
ხო და კიდე გამომრჩა ნოტარიუსის დამოწმება. რამოდენიმე საბუთზე უნდა დამოწმება ნოტარიულად. This post has been edited by sandrikia on 9 Jun 2015, 16:04