Svani91კი

მოგვილოცეს, your visas are approved-ო

საღამოს ვფიქრობდი ვრცელი პოსტის დაწერას, ბარემ დავწერ:
10 საათზე ვიყავით დაბარებული და 10ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავით და უკვე ჩვენს წინ დაახლოებით 10 ჯგუფი იყო, ზოგი მარტო, ზოგი ოჯახი. პროცესი მაინც ნელა მიდის და სულ რომ პირველი მიხვიდე ერთი საათი ყველა ვარიანტშI მოგიწევთ ლოდინი. ჩვენ სხვა მიზეზის გამო, რომელსაც ეხლა დავწერ, ბოლოს მოგვიწია ფაქტიურად გასვლა და პირველის ნახევარზე უკვე გამოვედით.
დაგვაგვიანდა გადახდის გამო, ვინაიდან საიტზე ეწერა, რომ ბარათით გადახდა დაშვებულია, შესაბამისად ნაღდი ფული არ გამომიტანია, 5ნი გავდიოდით და 1700$ ხელზე აღარ გამოვიტანე, ვიფიქრე ბარათით გადავიხდითქო. შესაბამისად მომიწია გამოსვლა, იქვე დიღომში საქართველოს ბანკში მისვლა, იქ რიგში დადგომა და ფულის გამოტანა. ამან 30-40 წუთი დამაკარგინა, რამაც ფაქტიურად რიგის ბოლოშI გადაგვისროლა.
დანარჩენი რა გითხრათ, მთელი ეს დრო ვიჯექით ველოდებოდით ჩვენს რიგს. საბოლოოდ იქვე სალაროსთან დაგვიბარეს, დაგვაფიცეს რომ ჩვენს მიერ მოწოდებული საბუთები და ინფორმაცია არის სიმართლე, აგვიღეს თითის ანაბეჭდები და გამოგვიშვეს. ანუ რატომღაც მეგონა რომ კონსულთან სადღაც ოთახში შეგვიყვანდნენ, უამრავ კითხვას დაგვისვამდნენ და ა.შ. არაფერი, მარტივი კითხვები, სკოლაში რამდენი წელი ისწავლე, მერე რაზე ჩააბარე, სად მუშაობ, სპონსორი გყავს თუ არა. ხო, სპონსორი არ გვყავდა და სიმართლე გითხრათ არც მილიონები გვედო ანგარიშზე, ერთია რომ ბინა ჩემს სახელზეა და რეესტრიდან ამონაწერიც მქონდა. ვერ გეტყვით ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს თუ არა, საერთოდ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკვე წინასწარ იყო ყველაფერი "გაიასნებული" და უბრალოდ ფაქტი გვამცნობეს, რომ დაკმაყოფილდა ჩვენი ვიზების მოთხოვნები.