კი, ვიყავი წასული და წლის ბოლოსკენაც მივდივარ სამუდამოდ. მიზეზი ისაა რომ მარტო მე არ მეხება საერთოდ, რაც არ უნდა განათლება გქონდეს მიღებული, რაც არ უნდა ტვინი გქონდეს გაბერილი, რაც არ უნდა იტანჯო და იშრომო, ერთ დღეს ვირაც მამიკოს ბიჭი ან გოგო გამოჩნდება თან ბევრი გაუნათლებელი და 5000იან და 10 000იან ხელფასებზე დაჯდებიან თითქოს ცხოვრებაში რამე გაუკეთებიათ და შენ ზიხარ ესე ტყუილად ნასწავლი, ტყულაად ატას სამსახურზე გადამხტარი და ბოლოს რა ვერაფერი. საქართველოში თუ ცხოვრების აწყობა გინდა უნდა გქონდეს ფული რომ ბიზნესი დაიწყო ან ნაცნობი. თუ ეს ორი არ გაგაჩნია იწვალებ იშრმებ თუ ტვინს დაახლი კედელს მაინც ფეხებზე კიდიხარ ყველას,

ან მტელი ცხოვრება ერთ სამსახურში უნდა იყო რომ 50-60 წლის ასაკში დაგაწინაურონ
ეს მარტო მე არ მეხება. მე არც კარგი განათლება მაქვს მიღებული და არც ნაცნობობა მაკლია უბრალოდ არ მინდა და მორჩა.

მე თვითონ შემიძლია ნაცნობობით დაწყება თან კარგ ხელფასზე მაგრამ რაღაც აღარ მევასება, აი ხალხი არ მევასება, აღარ მომწონს ეს ქვეყანა და მარტო ოჯახის და მეგობრების გამო ცხოვრებას ვერ გავიფუჭებ

ასე რომ საქართველოს ბოდიში

ყველაზე უბრალო მაგალითს გეტყვით სახლის ფასები. 100 000ად ნორმალურ ბაითს ვერ იყიდის თბილისში, სადაც შენ გინდა . მე ცენტრში მინდა, მაქვს ბინაც ყველაფერი მაგრამ ჩემთვის მინდა ცალკე დიახ ცენტრში და არ დამიწყოთ ეხლა ცენტრი და რაღაც შენც არ იყო ისაო და ესაო. დავიბადე გავიზარდე და შევეჩვიე ცენტრალურ უბანს და სადაც დავიბადე იქ მინდა ცხოვრება და 100 000ად მირცევნია 4 ბინა ვიყიდო ან 5 იტალიაში ან საბერძნეტში 4 გავაქირაო, 1 დავიტოვო, ცალკე სამსახური ვიშოვო და აი წამოვწვე და დავისვენო და ნორმალურად გავერთო და მომღიმარი ხალხი ვნახო.
რაც შეეხება უფლებას, აიღე მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება და ყველაფრის უფლება გექნება, იტალიაშიც ინგლისშიც საბერძნეთშიც ამერიკაშიც და ესპანეტშიც უამრავი ახლობელი მყავს და მშვენივრად ცხოვრობენ, რას ქვია უფლება არ გქონდეს? შენ თუ მოსაპარად მიდიხარ და საბუთების გაკეთება ფეხებზე გკიდია, იმათი ენის სწავლა ფეხზე გკიდია რატქმაუდნა ისინიც ფეხებზე დაგიკიდებენ. 200 და 300 ლარად თქვენ იტკიეთ აქ თავი

მოვა დრო ოჯახს შევქმნი იქ ცოლი იქ შვილი და რა, აქაური 5000 ლარიც კი არაფერია, ტანსაცმელი ძვირი, საკვები ძვირი, დასვენება ძვირი, ქირა ძვირი, ყიდვა ძვირი, მანქანა ძვირი, ვაფშე ყველაფერი ძვირი.

აეეეეეე და თან ეს დასაწყისია ეხლა თუ ორი კვირა გეყოფა 5000 მთელს ოჯახს მერე ალბათ 1 დრეში დაგეხარჯება ჯერ სად ხართ

და არ მიტხრათ ეხლა სუპზეც კარგად იცხოვრებ და 1 ნაჭერ პურზეცო. ისედაც ერთხელ ვცხოვრობ და რატო ვიცხოვრო გაჭირვებულად? თუ მექნება იმის საშვალება რომ კარგად ვიცხოვრო მირცევნია დავტოვო თუნდაც სამუდმოდ საქართველო და ჩემ ტავსაც მივხედავ მეგობრებსაც ოჯახსაც და კარგად ვიქნები.
This post has been edited by Sagittarius_Snake on 11 May 2017, 00:41