არ იწერება ტურისტულ ვიზებზე კომპეტენტური ინფორმაცია სამწუხაროდ
არც ხელფასის ცნობა შემიტანია და არც ანგარიზე თანხა და არც მოუთხოვიათ, უპრობლემოდ მომცეს ვიზა

ვისაც შევუვსე მეგობრებს უარი არავისთვის უთქვამთ
პირველ რიგში ოფიციალურ საიტზე მოიძიეთ ინფორმაცია და უცხოურ ფორუმებზე. კიდევ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ აქ არ იწერება კომპეტენტური ინფორმაცია.
როცა საელჩოში შედიხართ, აპლიკაცია უნდა იყოს ჭკვიანურად შევსებული, მიზეზი უნდა მოფიქროთ კარგი და სამსახური უნდა გქონდეთ
დაიწერა ნოტარიულად დამოწმებული უნდა იყოს დოკუმენტებიო. ტყუილია! ამერიკის საელჩო არ ენდობა არცერთი ქვეყნის ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებს. რაც უფრო ზედმეტი დოკუმენტაციით მიხვალთ და თქვენი ინიციატივით დაუდებთ, უარესია.
წაიღეთ ის რაც საჭიროა (თარგმნაც არ უნდა) და მიაწოდეთ იმ შემთხვევაში თუ მოგთხოვთ კონსული.
როცა გასაუბარებაზე ვიყავი (გესმის სხვები რას ელაპარაკებიან კონსულს) ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ დამტკიცებას, რომ იქ არ რჩებიან და ბევრი დეტალი არ ქონდათ მოფიქრებული და გააზრებული, ასეთ ადამიანებს უარით ისტუმრებდა კონსული.