Universe«Существует две истории: лживая официальная история… и тайная история, где видны подлинные причины событий» Оноре де Бальзак
ისტორია იმდენად არის ჩახლართული, იმდენჯერ არის გადაწერილი, იმდენი რაღაცა არის ჩვენამდე მოსული არასწორედ, რომ აი მეტი არ შეიძლება. ცნობილია გამონათქვამი - ისტორიას გამარჯვებულები წერენ. ეხლა შენ წარმოიდგინე რამდენჯერ გადაწერდნენ ამა თუ იმ ძალაზე მომუშავე "ისტორიკოსები" ნამდვილ და ჭეშმარიტ ისტორიას. ჩვენ ხომ სულ ვომობთ, ვეღარ გავძეხით ერთმანეთის სისხლით.
აქედან გამომდინარე, ისტორიას მხოლოდ ისტორიის ფარგლებში ვერ ისწავლი. ძალიან ბევრი სხვა ცოდნა დაგჭირდება, სხვა მეცნიერება, სხვა გამოცდილება, რომელიც ისტორიასთან საერთოდ არაა შეხებაში. თუ დაინტერესებული ხარ ნამდვილი ისტორიით, პირველ რიგში უნდა გაიგო მსოფლიო არენაზე ვინ რა თამაშს თამაშობს, ვის რა უნდა საერთოდ. ეს იმდენად დიდი შრომაა, რომ მე ასე უცებ ვერაფერს ვერ განვავრცობ. ძალიან დიდი სურვილიც მაქვს, მაგრამ ფიზიკურად ვერ განვავრცობ.
პირადად ჩემზე გეტყვი. ბავშვობიდან რაღაც "ნიტო"-ს ვხედავდი ყველაფერში. რაც სხვისთვის ნორმა იყო, ჩემში ეჭვს იწვევდა. არასწორ მხარეს ვხედავდი ყველაფერში. თავიდან ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვიყავი, რომელიც ძაან არ უღრმავდებოდა რაღაცეებს და იღებდა ისე, როგორც აწვდიდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში იმდენად ბევრი კითხვა დამიგროვდა, რომ პასუხების ძებნა დავიწყე. ერთი 5-6 წელია რაც მასალებს ვეძებ, ვკითხულობ ათასნაირ ლიტერატურას, ვეცნობი უამრავ თეორიას და ასე შემდეგ. ამ თვითგანათლებამ შედეგი გამოიღო. მაგრამ ის სიმართლე, რომელთანაც მივედი, იმდენად საშინელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ აგიხსნის ამას. შენით უნდა მიხვიდე ამ თემასთან. შენით უნდა გამოიძიო ასე ვთქვათ. მე ეხლა რო დაგიწერო რა ხდება, დამცინებ და გიჟად ჩამთვლი

ამიტომ თუ მაინც და მაინც დაინტერესებული ხარ მოდი ასე გეტყვი. ძალიან "ლაითი" ინფორმაციით დაიწყე. მაგალითად, ჯორჯ ორუელის "Animal Farm" გადაიკითხე. ძალიან პატარა წიგნია, ძალიან ადვილად იკითხება. ზღაპარია ფაქტიურად. თუ რაღაცა ისეთი დაინახე მაგ წიგნში, რაზეც დაფიქრდები, შეგიძლია "1984" წაიკითხო. იგივე ავტორის. მერე თავისით წავა, დამიჯერე

ეხლა ალბათ პიქრობ, რა ვკითხე და რაზე მელაპარაკება საერთოდ

თუ დაინტერესდები თემით და გააგრძელებ თვითგანათლებას და საკუთარ გამოძიებას, გარკვეული დროის შემდეგ მიხვდები რა და რატომ დავწერე ეხლა აი აქ. თუ არადა იტყვი აფრენს ვიღაცაა, არც პირველი იქნები არც უკანასკნელი

წარმატებები თუ დაიწყებ, თუ არა და დაიკიდე საერთოდ ყველაფერი რაც გითხარი და გააგრძელე ჩვეულებრივი ცხოვრება