giat არ ჯობია უბრალო მილოცვების ნაცვლად სადღეგრძელოები, ან ლექსები შევურიოთ? ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო გახდება თემაც, ან ვის რა სადღეგრძელო მოსწონს ესეც შეიძლება

აი მე დავიწყებ და მივულოცავ ფორუმელ მამაკაცებს ლექსით, ქალბატონებსაც რა თქმა უნდა

))
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მიმაგრებული სურათი
If you judge people, you have no time to love them...