პრემიერ–ლიგის ძუძუები
თუ ინტერესი იქნება გავაგრძელებ, იმავე ინგლისშია კიდევ ბევრი კარგი თამაში
ასტონ ვილა – ჩელსი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არისტოკრატები ჩადიან სტუმრად პრემიერ–ლიგის აუტსაიდერთან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლო 2 ურთიერთშეხვედრა კუთხურებში ფრედ დამთავრდა. ამ დაპირისპირებაში მსგავსის გამეორება საეჭვოა. ასტონ ვილამ ბოლო 7 მატჩში კუთხურებში მხოლოდ 2 მოიგო, აქედან ზედიზედ ორ მატჩში საერთოდ ერთი კუთხურიც ვერ მოაწოდეს. მსგავსი "რეკორდის" გამეორება პრემიერ–ლიგაში მოთამაშე ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება. იგივე 7 მატჩში, ლონდონელებმა 4 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და ერთი კუთხურით წააგეს მანჩესტერთან. საერთოდ, სეზონის ცუდი დასაწყისის მერე, ჩელსი პროგრესს განიცდის არა მარტო ქულების აღების მხრივ არამედ კუთხურების რაოდენობითაც. ბოლო 19 ტურში წააგო მხოლოდ 2–ჯერ(ორივეჯერ მანჩესტერთან) და 12–ჯერ მოიგო. ბოლო 8 ტურში(ნორვიჩის გამოკლებით) ლონდონელები მინიმუმ 7 კუთხურს აწოდებენ თამაშში. ვილამ თავის მოწინააღმდეგეებს ბოლო 4 მატჩში საშუალოდ 8.25 კუთხურის მოწოდების უფლება მისცა.
ასე და ამგვარად, ამ დაპირისპირებაში შეიძლება ავიღოთ ჩელსის მოგება კუთხურებში 1.4 კოეფიციენტად, ან ინდივიდუალური ტოტალი 5.5 მეტ. 1,62-ად, საერთო ტოტალი 10,5 იც თავისუფლად შეიძლება დაჯდეს. ვილას ბოლო 5 საშიანაო მატჩში ეს ტოტალი 3–ჯერ მოიხსნა, ჩელსის გასვლითში 4–ჯერ. მართალია კოეფიციენტი 1.8–ზე ჩამოვიდა მაგრამ თამაში შეიძლება.
ვესტ ჰემი – კრისტალ პალასი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცხრილის თავიდან მეხუთე და ბოლოდან მეხუთე გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ურთიერთშეხვედრებში ვესტ ჰემის ფეხბურთელები ჯაბნიან. მათ 5 თამაშიდან 4 მოიგეს კუთხურებში. მაგრამ ამ მატჩშიც ასე თუ იქნება სადავო საკითხია. კუთხურების მხრივ 4–დან 3 თამაში წააგეს მასპინძლებმა, სტუმრებმა კი 5–დან 4 მოიგეს და მხოლოდ ლივერპულთან ითამაშეს ფრედ. ბუკმეკერებმა თანაბარ ხაზად 2.0 ფორა გამოგვიტანეს. თუ ვესტ ჰემის ბოლო 7 თამაშს შევხედავთ მსგავსი ფორით მხოლოდ ერთხელ მოიგეს, კრისტალ პალასმა კი მსგავსი ფორა მხოლოდ ერთხელ ვერ დაიჭირა. თუ სახლში და გასვლაზე ნათამაშებ მატჩებს გამოვყოფთ სიტუაცია უმნიშვნელოდ იცვლება, ბოლო 6 თამაშიდან 2–ჯერ მოიგო ვესტ ჰემმა, სტუმრებმა კი 6–დან 4–ში.
მოკლედ სტუმრების პლიუს (+2.5) ფორით მოგება 1,75–ად ადეკვატურ ფსონად მიმაჩნია. ვისაც რისკი უყვარს ნაკლები ფორა ან სულაც სტუმრების მოგების აღებაც შეგიძლიათ 3,6 კოეფიციენტად.
ბორნმუთი – მანჩესტერ სიტი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემპიონატის მე–13 და მე–4 გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ბუკმეკერებმა ვერ გამოარჩიეს ვერც ერთი გუნდი და კუთხურების მხრივ თანაბარი კოეფიციენტები შემოგვთავაზეს. საინტერესოა არა? მოდით განვსაზღვროთ მაინც ვის მხარესაა უპირატესობა კუთხურებში ამ დაპირისპირებაში. პირველი წრის მატჩი საკმაოდ მოულოდნელად დამთავრდა – ბორნმუთმა მოიგო კუთხურებში 7–1, ეს ქალაქელების ყველაზე დიდი წაგებაა მიმდინარე ჩემპიონატში. ბოლო თამაშებში აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები აქვთ, 6–დან 5 მოგება. ბორნმუთს არ წაუგია საკუთარ მოედანზე ზედიზედ 5 თამაშია. სიტის ფეხბურთელები სტუმრად განსაკუთრებით კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებენ, ბოლო 4 თამაშში 3 წაგებით. მაგრამ ამ მონაცემების მიხედვით დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა, თებერვლის მერე ისეთ ძლიერ კლუბებს მოუგეს კუთხურებში როგორებიც არიან მანჩესტერი, ტოტენჰემი და ლესტერი. იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ რამდენი კლუბი ბრძოლობს მეოთხე ადგილისთვის, ლოგიკურია ველოდოთ რომ სიტი აქტიურად წავა წინ. მოკლედ ამ თამაშში რომელი მოაწვდის მეტ კუთხურს საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია, ამიტომ გთავაზობთ ტაიმებში მოწოდებული კუთხურები შევადაროთ ერთმანეთს.
ბორნმუთი სახლში I ტაიმში საშუალო ტოტალი – 4.93
სიტი გასვლაზე I ტაიმში საშუალო ტოტალი – 4.29
ანალოგიური მაჩვენებლით მეორე ტაიმში – 6.21 კუთხური.
შეიძლება ვივარაუდოთ რომ მეორე ტაიმში უფრო მეტი კუთხური იქნება ვიდრე პირველში 1.8 კოეფიციენტად, ასევე მეორე ტაიმის ტოტალი 5.5 მეტი 1,88–ად.