აბა ჰე, გავხსნათ ჩვენც ევრო
როგორც მასპინძლებს შეეფერებათ, ევროტურნირს ფრანგები იწყებენ. მსოფლიო იქნება თუ ევროპა, თითქმის ყოველთვის მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად ტურნირის ფავორიტებში ეწერება. თანაც საფრანგეთის ნაკრები სულ ტოპშია და არაერთხელ მოუგია მსგავსი ტურნირი, ფავორიტობის სტატუსი უფრო მყარდება. მოკლედ, A ჯგუფი გამორჩეულია ფავორიტით, მეორე ადგილისთვის კი რუმინეთი და შვეიცარია შეერკინებიან ერთმანეთს. ალბანეთი ახალბედაა და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია. ახალი ფორმატის მიხედვით მესამე ადგილოსანიც არაა განწირული. ასე რომ, რუმინეთსაც და შვეიცარიასაც შეუძლია პლეი ოფში გასვლა. ანუ საფრანგეთთან შეხვედრები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ორივესთვის, შესაბამისად ეცდებიან ან არ წააგონ ან წაგების შემთხვევაში ბურთების სხვაობა მაინც არ იყოს კოლოსალური. კვალიფიკაციის შედეგად რუმინეთი იმ 4 ნაკრებში მოხვდა რომლებმაც არც ერთი თამაში არ წააგეს. მშვენივრად იხელთეს საბერძნეთის ჩავარდნა და მხოლოდ ჩრდილოირლანდიელები გაუშვეს წინ. ჯგუფი იყო ძალიან ფარჩაკი თუ რუმინეთია მხეცი ეს დღესვე გამოჩნდება. მაგრამ ამხანაგურმა თამაშებმა რუმინეთის მხეცობის სტატუსი ასე თუ ისე შეარყიეს. საფრანგეთი ავტომატურად მოხვდა ევროზე, მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს დასჯერდნენ. მაგრამ საკმაოდ სახელოვანი გუნდები დაამარცხეს რუსეთი, გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია და დანია.
მასპინძლების მოგებებს/ფორებს ოვერებს და ა.შ. თქვენითაც მშვენივრად წერთ, მე ცოტა ეგზოტიკურ რაღაცებს შემოგთავაზებთ
I ტაიმის ტოტალი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ ფრანგებმა მშვენიერი მოსამზადებელი პერიოდი ჩაატარეს. მათ ამხანაგურ შეხვედრებიც საინტერესო სანახავი იყო, გოლებიც რეგულარულად გადიოდა. აქ ერთ საინტერესო კანონზომიერებაზე გავამახვილოთ ყურადღება. 2016 წელს ნათამაშებ ყველა მატჩში საფრანგეთი იტანდა 1 ან მეტ გოლს I ტაიმის მსვლელობისას. ცხადია ამხანაგურს ცოტა სხვა სტატუსი აქვს მაგრამ მაინც აშკარად კარგ ფორმაში არიან მასპინძლები.
რუმინეთმა შესარჩევში კარგი დაცვა ითამაშა, ყველაზე სუსტ გუნდში, მაგრამ მაინც მხოლოდ 2 გაშვებული გოლი 10 თამაშში. მაგრამ ამხანაგურებზე ცოტა სხვანაირი ნაკრები ვნახეთ. ნაკრები რომელიც რეგულარულად უშვებს. კონგო 1:1, საქართველო 5:1, უკრაინა 3:4.
სასტარტო თამაში ინტენსიურად უნდა დაიწყოს მასპინძელმა. რუმინეთის კალიბრის გუნდებთან თამაშის გაწელვა არ აწყობთ, სწრაფი გოლია საჭირო, თან სტატისტიკასაც თუ გავითვალისწინებთ ამის საკმაოდ კარგი შანსებია.
პროგნოზი: I გუნდის ტოტალი I ტაიმში 0.5 მეტი 1.60
კუთხურები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კუთხურებში აზრების დიდი ვარიაცია მაქ, იმედია ან ორივე დაჯდება ან სწორს აარჩევთ
განსაკუთრებული ანალიზის გარეშე.
საფრანგეთი ბოლო 2 წელია საშუალოდ 7 კუთხურს აწოდებს. თამაშის მიმდინარეობა უნდა ვივარაუდოთ რომ რუმინეთი თავის საჯარიმოს იქნება დიდწილად მიჯაჭვული. ამ დროს ცხადია მასპინძლების კუთხურების რაოდენობა ცოტა არ უნდა იყოს. თვითონ რუმინეთს რაც შეეხება, უსუსტეს ჯგუფში 10 თამაშში 51 კუთხური კარგ მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება.
მოკლედ საფრანგეთის სიძლიერის, და რუმინეთის სისუსტის საფუძველზე
1) კუთხურების ფორა ③ (-3.5) 1 1.75
2) I გუნდის კუთხურების ტოტალი ③ 6.5 მეტი 1.79
ბურთის ფლობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცხადია თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით ბურთი ძირითადად მასპინძლებს უნდა ჰქონდეთ, შესაბამისად -17 ფორა სავსებით მარტივად უნდა დაჯდეს. ანუ საფრანგეთის %-ული მაჩვენებელი 58.5-ზე მეტი უნდა იყოს, რაც ნამდვილად არაა დიდი ტოტალი.
პროგნოზი: ბურთის ფლობის პროცენტის ფორა 1 (-17.0) 1.65
ხო, და მთავარი
ფინანსურად კოლოსალურ ნულზე ვარ, საიტისთვის 80-100 ლარი ვერ დავაგროვე ამდენი ხანია
ტაკ შტო უფასო პროგნოზები მეტი არ იქნება 
დამატებითი ინფორმაციისთვის პმ
This post has been edited by GeoSpeedcuber on 10 Jun 2016, 14:25