ესეების ენა მიემართება პოეზიისაკენ,
სულიერება შთასხმულია ფიზიკურ სხეულში,
ვითარცა ლავა წყლით სავსე ჭურჭელში.
წყალში იწვის სანთელი და არ ქრება ჩაუქრობელი.
ღვთაებრივი ციმციმებს წყვდიადში როგორც ციცინათელა.
სიკვდილის სამეფოში შეჭრილა სიცოცხლე სიკვდილის გასაცოცხლებლად.
დაცემულის კვლავ აღსადგომად ფერისცვალებით.
ღმერთმა თავად გმოსცადა ადამიანობა --- ასწია თავისზე მძიმე ქვა ჯვარცმით!
ფარდა ჩახია და ურცხვად გაყოფილს ლეღვის ფოთლის პირველსახე აღუდგინა, რათა კვლავ იგრძნოს ადამიანმა სირცხვილის მხურვალება.
შეთისეული სიბრძნე, ნისლივით თეთრი და უმანკო,
ცივი ცეცხლით მოკიაფეს რძესავით წოვს ჩვილი დედის მკერდს მინდობილი და ჭიპლარზრდილ-გადაჭრილი ემზადება ინდივიდის არსებობისათვის.
იდეურ სამყაროს აკლდა შემოქმედების ცეცხლი და ვნება,
წარმავალის შეჯახება წარუვალთან.
მარადისობაში იშვა წარმავალის კიბე.
კიბე, საფეხურები, გარდაცვლანი და დაბრუნება.
დაბრუნება ურჩი და თავნება შვილისა, რომელმაც გამოსცადა ყოველივე:
აღზევება,სუფევა,დაცემა და ჭაობის ჯოჯოხეთური სურნელება.
ხირამმა აღაშენა ზღვაი სპილენძისა --- საბას დედოფალმა რჩეული!
და დაიწერა კვლავ გალობანი სინანულისანი კაენისა და აბელისა.
ხალიბურად გამოიწრთო ხალიბური კალიბრში.
შემოქმედების ცეცხლით და ვნებით კვლავ აღივსო ნათლის სამყარო მარადიული სრულყოფისათვის.
კვლავა იზრდებიან ჩვილნი ბედნიერების უსასრულო ზრდით და ლოცვით აზრს სძენენ არსებობას უსიკვდილოდ --- სიკვდილგავლილნი.
შავი მხედარი შეება თოვლის ფანტელების ფერთა მხედარს უთანასწორო
და წინასწარვე მარცხისათვის განწირული ომისათვის...
ფარზე ამოტვიფრულია სიტყვანი სიცოცხლისა:
ბოროტსა სძლიაო კეთილმაო!
და რისთვის?
უსასრულო არსებობისათვის!
წყვდიადის ბნელ უსასრულობას შეერთო წარმავალი წარუვალი უსასრულობის გასამეფებლად!
***
ცრუ და მიწიერი მეფობის მონანი თავადვე იმონებენ თავისუფლებს...
თავადვე იკეტავენ თვითმკვლელებივით გზას მონობიდან ხსნისას.
არც კეისარს აძლევენ კეისრისას და არც უფალს ღვთისას.
კვლავ და კვლავ ლამობენ ჯვართამცმელობას...
მონისათვის უცხოა სიყვარული, რადგან შიში ბატონისადმი მხოლოდ
მისდამი შურს და სიძულვილს შეიქმს.
მონას დაავიწყებს უსასრულოდ თავისსავე პირველქმნილ თავისუფლებას და პავლე კვლავ დაუბრუნდება წარსულს და დევნის მანიას.
სიცრუის მამა ლეგიონში იწვევს შვილობილ ნელთბილთ,
ცხვრის ტყავში გადაცმული ქამელეონი ქმნის ლეგიონისთვის მონა ლომების ლაშქარს თავისუფალი ლომების ამოსაძირკვად.
ადამიანში განსხეულებისათვის დაიწყო ომი წყვდიადმა.
მონები ხავიან და სწირავენ მსხვერპლს ჯილდოებისთვის.
ჯილდო არაა თავისუფლება --- მონებს მონებს პირდებიან ზეობისათვის.
ესაა მონის ცრუ თავისუფლება საკალანდედ განწირულისა.
მამა კვლავ შემოსავს შვილებს სხეულით...მამინაცვალი?
გეშინოდეთო!
და რისა და ვისი?
იმისა რასაც ძალუძს სულის მოკვლაო და არა სხეულისაო.
ესაა გაფრთხილება სიყვარულისა!
უმკაცრესია გაფრთხილება ცდუნების მცდელთათთვის,
რომელნიც ლამობენ უბედურთაგან ბედნიერი საზოგადოების შექმნას.
მათთვის უცხოა ცნება --- ჯერ ათავისუფლე მონები!
მონების ხელით ჰქმნიან ლეგიონის სამეფოს მონობისას.
ბოზებისაგან ქმნიან ქალწულთა მონასტრებს სულიერი იმპოტენციისათვის.
ცრუ მამათა მონასტრებს უნაყოფო ზვარაკისათვის და მარტოსულობისათვის.
მარტოსული და იმპოტენტი განწირულია შთამომავლობის უქონლობისთვის.
და რა არის ჭეშმარიტი შესაწირავი დუალურ საკურთხეველზე?
სული წრფელი და განწმენდილი თავისსავე ნებით და მართალი უკვე მკვდარია სასიკვდილო ცოდვათათთვის და მეორედ სიკვდილისათვის.
უანგარო სიყვარული კვლავ იყვავილებს გაზაფხულივით,
კვლავ შეიმოსება ნაყოფიერი კვირტებით.
იმრავლებს ნაყოფნით უმცირესი სიდიადით.
უსასრულოა ბედნიერების ხის სპირალი-ბორჯღალო.
წაღმა ადის კიბის საფეხურებზე --- უკუღმა ეშვება დავიწყების საფეხურებზე.
***
უფასო ატამი ატაში...
განწყობა საკარნახეთიდან --- გაცოფებული ეშმაკეულებისათვის.
გაგრძელება.... გამოწვევებისა!
This post has been edited by triumpi on 27 Jul 2016, 11:03