სამარცხვინო ქალაქები გამოკითხვების მიხედვით
ზოგი რასისტულია...
მარსელში ნამყოფი ვარ და არაბები არიან მანდ ბევრი. კრიმინალიც მაღალია. მაგრამ ეგრე პარიზიც კაი გეტოა.
UK-ში სლაუ მართლა მახინჯია

და ბევრი ანეგდოტებია მაგაზე.
მალმო შვედეთში ემიგრანტების ქალაქია და ღარიბია. თუმცა მაინც მომეწონა მე.
ურკი ჰოლანდიაში უცნაურია. აქ დავპოსტეთ უკვე რომ ეგ ააშენეს ჰოლანდიელებმა. ვითომ ინცესტურიაო მაგრამ რა ვიცით.
ლისბონი, მადრიდი და ათენი არ ვიცი რატომ აირჩიეს ასევე. სამივე კარგებია. ალბათ დედაქალაქელებს ვერ იტანებენ ან რამე. თუმცა ათენში სერიოზული ჩაფარცხული ადგილები მინახავს.
გერმანიაში ეგ ქალაქი არ ვიცი, მეგონა ბერლინს ვერ იტანდნენ გერმანელები. მაგრამ ეგ თურმე რუსთავისნაირი ქალაქია, ქიმიური ქარხნით და უშნო არქიტექტურით რადგანაც დაიბომბა.
საქართველოში ქუთაისი რატო არ მოსწონთ ხალხს
ქურდები რომ იყვნენ მანდ იმიტომ ნეტა?

მიმაგრებული სურათი