lovelockთვითმფრინავს არ ჩავთვლი, გამოდის რომ დედამიწას რამოდენიმეჯერ "შემოვუფრინე".
აქ ერთი ფორუმელი გვყავს, თემაც არის გახსნილი.
ამტკიცებს რომ დედამიწა ბრტყელია და თავისი სექტაც ჰყავს, ისინიც მაგას იმეორებენ.
შევეკითხე რატომ არის ჩემთან ღამის სამი საათი და შენთან მეორე დღის შუადღეთქო?
პირადზე მომწერეს:- ეს რა ჰქენიო?
მშვენივრად ვერთობოდითო.LOOOL
ჩინეთის საზღვარზე ვიმსახურე ჯარში.
რა უნდოდათ ჩემგან?
18 წლის არ ვიყავი.
მომკიდეს ხელი და ეს თბილისელი ბიჭი ჯოჯოხეთში გამიშვეს.
ნამგზავრი ვარ ხაბაროვსკი-მოსკოვი-თბილისი.
11 დღე მატარებელში "ვიცხოვრე".
გაიხედავ ფანჯარაში და სულ ტაიგაა.
ჯერ მარტო ბაიკალის ტბის შემოვლას სადღაც 12 საათზე მეტი მოუნდა სწრაფმავალი შემადგენლობას.
რომ არა ის "ნატაშა" ვერ გავძლებდი მაგდენს.
ცოტა დამაკლდა და თბილისში მომყავდა.
This post has been edited by elchi on 9 Jan 2022, 11:52