როგორ მტკივნეულად რეაგირებენ ქართველები ქართველი ქალის მსგავს გამოსვლაზე... ნუ, გასაგებია, თურქები არიან ისტორიული მტრები, რომლებიც ყველაფერს გვტაცებდნენ, მათ შორის ქალებს (თუმცა, თავად ქართველებიც არანაკლები სიმარდით ყიდიდნენ საკუთარ ქალებს, კაცებს და ბავშვებს... მეტიც, უცხოელ ისტორიკოსებს თუ ვენდობით, ოჯახის წევრებს და მშობლებსაც კი), მაგრამ აქ უფრო ისაა ქართველისთვის მტკივნეული, რომ ვიღაცა სხვა ჯიშის მამრი სექსუალურ პონტში მასზე მიმზიდველია მისი ჯიშის ქალისათვის...
ესეც ლოგიკურია, მაგრამ არალოგიკური რა არის: ვიღაცა ნუცამ თქვა ეს და აქ შემორბინ პატრიოტი ვაჟკაცები და პირდაპირ და ირიბად ლანძღავენ ქართველ ქალებს... ერთმა დაწერა ქართველ ქალებს სექსი კი არა ფული უნდათო... ამაზე მეტი გალანძღვა არაფერია ქალის დამიჯერეთ... ქალი თუ ქალად არ ვარგა, ფრიგიდულია, სექსი არ უნდა, იმის ფასი ნულია...
მაგრამ ნუ, ქართველი პატრიოტების უმრავლესობა რომელიც ნომერ პირველ ადგილზე აყენებს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, საჭმელებს, კაცს, ქალის მაქსიმალურად დამცირებას ცდილობს, მისი როგორც ქალის... არა დედის, არა შვილის, არა მზარეულის, არამედ როგორც ქალის... მის გაბანძებას... ვერ ხვდება რომ ქალის გაბანძება ნომერ პირველი გაბანძებაა ქვეყნის და ერის... ეს არის იმენა ქართველების დამახასიათებელი, თორემ აგერ, ჩეჩნები, აფხაზები, კონსერვატიულ პონტში ჩვენზე უარესები არიან, ქალები ჩვენზე უკეთესები არ ჰყავთ, თუ უარესები არა, გინდა სილამაზით და გინდა სექსუალურობით, მაგრამ აბა მსგავსი რამე უთხარი მაგათ ქალებზე: დედის ტრაკს მოგიტყნავენ... ქართველ ქალზე ვინმემ რომ თქვას, რამხელა ცხვირები აქვთო, ქართველი კაცი სიხარულის ყიჟინას დასცემს: აბა, აბა, ეგ მახინჯები ეგენიო და აფხაზი გეტყვის, დიახ, დიდი ცხვირები აქვთ აფხაზ ქალებს, მაგრამ მაგაშია მათი სილამაზე, ყველა ერს თავისი განმასხვავებელი სილამაზე აქვსო... ან რამე ასეთს... ჩეჩენი ლამის ვაჰაბიტი ბიჭები მაქსიმალურად ლამაზ გოგოებს არჩევენ ხოლმე ჩეჩნებს და მათ ფოტოებს დებენ სოციალურ ქსელებში, ქართველები კიდევ ვინმე ლამაზი ქართველი გოგოს ფოტო რომ დაიდება, მაქსიმალურად აბანძებენ... თავად ქართველი კაცი ხომ შანსი არაა, ქართველ ქალს რეკლამას არ გაუკეთებს, ისევ ქალები დებენ ხოლმე ფოტოებს... :დდდ
თურქებს რაც შეეხება, იქეთ ქალბატონმა ტყუილი არ დაწერა... არაბებში არ ვიცი და თურქებსა და ირანელებში ქალი არის ოჯახში დიქტატორი, რომლის სიტყვა კანონია...
გარეგნობა: აქ ერთი ორმა იუზერმა, ვინც ნუცას ლანძღავენ და თურქ მამრებსაც იქვე, იქვევე სასხვათაშორისოდ მიაწერა, რომ თურქებს მაგარი ქალები ჰყავთო... არადა, ჩვენს რეგიონში ქართველი ქალები ყველას ჯობიან სილამაზით... ზოგადად კი, თურქები ჩვეულებრივი სამხრეთელი ერია, თუმცა, ჩვენთან რომ პაგალოვნად მახინჯები ჰგონიათ, ასე არაა... მეტიც, თურქები თავად დარწმუნებულები არიან, რომ ვიზუალურად ქართველებზე უკეთესად გამოიყურებიან... მასა უფრო მაღალია ვიდრე ჩვენთან, კაცები ქალებზე სიმპატიურები ჰყავთ, იმაზე მეტი თეთრი, ქერა და ღია ფერის თვალება ადამიანია, ვიდრე ეს ქართველებს წარმოუდგენიათ და ერთეულები ისეთი კარგი გარეგნობისაა, ჩვენ რომ არ გვყავს...
თურქების კარგი მახასიათებელი: თურქ მამრებს ქიშპობის და მეტოქეობის გრძნობა აქვთ ერთმანეთში, შურთ ერთმანეთის როცა საქმე სექსუალურობას ეხება, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ანუ ქალის ამბავში იქცევიან როგორც ტიპიური ჰეტერო მამრები, ქართველ მამრებს ერთმანეთი უყვართ, ქართველი კაცი გიჟდება ქართველ კაცზე, საძმაკაცოზე, ლამაზი ქართველის ფოტო მაჩვენეო რომ უთხრა, ქალის ფოტოს კი არ გაჩვენებს, ლევან აბაშიძის ან ვინმე ჩოხაში გამოწყობილი ძმაკაცის ან ბიძის ფოტოს გაჩვენებს, და მეტოქეობის გრძნობა აქვს ქალის მიმართ: ქალს ეჯიბრება სიკარგეში, სილამაზეში, წარმატებაში, სექსუალური პატნიორების რაოდენობაშიც კი...
ელემენტარულად, ერთი მაგალითი - მწერალი დათო ტურაშვილი: მწერალი, მაღალ მატერიებზე მოფიქრალი ტიპი გამოდის და ამბობს ასეთ რამეს: დიანა (ჟურნალისტს მიმართავს), უთხარი ჩემს ცოლს, რა ქალზე ვთქვი უარი ესპანეთში... დიანა და აუდიტორია, ალბათ თავად ტურაშვილის ცოლიც, სკდებიან სიცილით და არავის არ მოსდის აზრად, რომ ეს ხუმრობა კი არა, საზიზღარი გაბანძებაა ცოლის, ქალის ვინც მას გვერდით ჰყავს: პირველი ის, რომ ცოლი, როგორც ქალი მისთვის არ არის ნომერ პირველი და მეორე, ამას ამადლის, ამადლის რომ მის გამო სხვა ქალზე თქვა უარი და თავს ამეტებს... პლუს, ქალს ადამიანად არ თვლის, რადგან აზრად არ მოსდის, იქნებ მისმა ცოლმაც უარი თქვა ვინმე მასზე უკეთესებზე მისი გულისთვის... მაგრამ თავისზე უკეთესი კაცი არ ეგულება და ეგ ვერც წარმოუდგენია...
საბოლოოდ, ქართველი კაცი ცუდს ამბობს ქართველ ქალზე, მაგრამ ცოლად ყოველთვის ისეთი ქართველი ქალი ჰყავს, როგორსაც ლანძღავს, როგორიც არ მოსწონს, როგორსაც ინტერნეტში ინკოგნიტოდ ლანძღავს და ამ დროს სახლში ზუსტად ისეთი ქალი უზის, ვისაც ლანძღავს... იდეა ასეთია: ქართველი ქალები ყველანი ასეთები არიან და რა ვქნა... ხოდა, აქ ჩნება პრობლემა... უცებ ჩნდება ქალი, ქართველი, რომელიც არ ჰგავს იმ ქალებს, ვინც მათ ჰყავთ გვერდით: ლამაზია, სექსუალურია, ბანჯგვლიანი არაა, მხიარულია, ლაღია... ქართველი კაცი არასოდეს იტყვის იმას, რომ ეს მაგარი ქართველი ქალი იმიტომ არ ჰყავს მას, რომ ვერ შეაბა... იტყვის ერთს: ან იტყვის რომ არ არის ლამაზი, ან იტყვის რო, ბოზია, ან რამე ასეთს და მაქსიმალურად აბანძებს მას... კითხვა: რატომ არ მოჰყავს და ვერ მოჰყავს ისეთი ქალი როგორიც უნდა? 1. თვითონაა ბანძი და არ აღიარებს. 2. ქართველი ქალი არ მოსწონს, მაგრამ უცხოელიც ვერ მოჰყავს, რადგან მაგის ტრაკი არა აქვს და ვერც უცხო კულტურას ეგუება და ვერც უცხო მენტალიტეტს... 3. უნდოდა რომ სიმამრი ჰყოლოდა მდიდარი და ბინიანი გოგო შეირთო. 4. პროსტა, ცოლის მოყვანის დრო მოუვიდა და ვინც მოხვდა ის მოიყვანა... ქალებზე აღარაფერს დავწერ: უმრავლესობა არაავანტურისტია და შესაბამისად, უინტერესო... ნუ, ზოგადად ქართველი ადამიანი არ არის ავანტურისტი... ხოდა, ასეთ გამწარებულ საზოგადოებს ვინმე ნუცასნაირი ევლინება და იქ ხდება დიდი აფეთქება... საერთოდ, იმ ქართველ ქალებს, ვინც უცხოელ კაცებს ამჯობინებენ ხოლმე ქართველებს, აი, ეგ მოსწონთ ხოლმე უცხოელებში და არა ფული ან სხვა რამე... მაგას ეძახიან "ქალის დაფასებას"... ახლა მაგ კონკრეტულმა გოგომ თურქები ნახა, ალბათ უფრო მაღალი და განვითარებული ფენა და არა ისინი, ვისაც რიგითი ქართველები ნახულობენ, და მათზე თქვა კარგი და სხვები სხვა ეროვნებებზე ამბობენ-ხოლმე...
პ.ს. ნუცა ძალიან ნიჭიერი მომღერალია... დიდი არ გეგონოთ, სულ 18 წლისაა...
ვისაც არ დაეზარა ჩემი გრძელი პოსტის წაკითხვა, ეს სტატიაც მოაყოლოს, თემატურია...

ნუ, აქ რუს ქალებზეა საუბარი, მაგრამ მგონი მაინც საინტერესოა...
რუსი ცოლი – თურქი მამაკაცების ოცნება
თუ თურქულ და რუსულ დაქორწინების საიტებს დავუჯერებთ, ყოველი თურქი მამაკაცი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ცოლად ან პარტნიორად რუს ქალზე ოცნებობს. ამის შესახებ თურქი მამაკაცები თავად წერენ. თავის მხრივ, უამრავი რუსული საიტია რუსი ქალბატონებისათვის, რომელთა დახმარებითაც ეს უკანასკნელნი თურქი მეორე ნახევრის მოძებნას ცდილობენ. საიტებზე რუს ქალებს შეუძლიათ იხილონ მთელი რიგი რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხიბლონ თურქი მამაკაცი, გაჰყვნენ ცოლად და ასე შემდეგ. ზოგ საიტზე ისეთი რჩევებიც კია განთავსებული, სადაც რუს ქალებს ასწავლიან, როგორც მოიქცნენ თურქ დედამთილთან, ქმრის ყოფილ თურქ ცოლთან და ასე შემდეგ.
ერთი–ერთი სტატიის მიხედვით, რომლის ავტორიც თურქი მამაკაცი, ვინმე აიდინია, თურქი კაცების ნაწილს რუსი ცოლი ჰყავს, ხოლო იმ ნაწილს, ვისაც არ ჰყავს რუსი ცოლი, იმათი შურს, ვინც ჩრდილოელი ქალბატონის მიხიბვლა მოახერხა. "როგორ გაუმართლა მას, რა ქალი ჰყავს" – ამბობენ ისინი.
საბრალო თურქი ქალები ცხარე ცრემლებით ტირიან იმის გამო, რომ მათი ქმრები წავიდნენ რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამუშაოსათვის და იქ უცხოელ ქალებთან გააბეს რომანი. ასეთი შეხვედრები კი მრავალჯერადი ქორწინებით დასრულდა რუს ქალებსა და თურქ მამაკაცებს შორის. ხოლო მას შემდეგ, რაც ტურიზმის ეპოქა დაიწყო, ქორწინებების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თურქი ქალბატონები ისე გაბრაზდნენ, რომ პრეზიდენტს წერილიც კი მისწერეს, რუსი ქალების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით. ამ წერილის მიღების დროს, ვლადიმერ პუტინი ვიზიტად თურქეთში იმყოფებოდა და თურქმა კოლეგამ მას წერილი შინაარსი გააცნო. გადმოცემის მიხედვით, პუტინი წერილმა ძალიან გაამხიარულა და განაცხადა, რომ ძალიანც კარგი, რუსი ქალები თურქ მამაკაცებზე რომ თხოვდებიან. ამ მაჩვენებლის ზრდა საერთაშორისო ურთიერთობებს განამტკიცებს ორ ქვეყანას შორისო.
და მაინც, რატომ ოცნებობენ თურქი მამაკაცები რუს ცოლზე? აიდინი შემდეგ მიზეზებს ასახელებს:
რომ შევადაროთ თურქი და რუსი ქალები:
1. თურქ ქალს ჰყავს მრავალრიცხოვანი თურქი ნათესავები, რომლებიც ზღუდავენ თურქ მამაკაცს და მას ყველაფერზე ნებართვა სჭირდება. რუსი ქალი თურქეთში მარტო ან ერთ–ორ მეგობართან ერთად მიდის, ამიტომაც მათთან ურთიერთობა ადვილია. ცოლად გაყოლის შემთხვევაში კი, მარტოა და მთლიანად ქმარზე დამოკიდებული ხდება.
2. თურქმა ქალმა კარგად იცის თურქული ენა, თავისი უფლებები და ინტერესები და როგორ დაიჭიროს ხელში ქმარი. უყენებს ბევრ პრეტენზიებს და ხშირად შანტაჟსაც მიმართავს, სასურველის მისაღებად. რუსი ქალი ენას კარგად ვერ ფლობს, არ იცის კანონები და ტრადიციები და გასაქცევიც არსად აქვს.
3. თურქი ქალი ადვილად ტოვებს თავის შვილებს და მეორედ თხოვდება, თუ უფრო პერსპექტიული კანდიდატი გამოუჩნდა. რუსი ქალის შემთხვევაში, თურქეთის ტერიტორიაზე, ეს გამორიცხულია.
4. თურქი ქალი მართავს ქმარს და იმას აკეთებინებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. ქორწინებაში თურქი ქალები თავის პირობებს აყენებენ და განქორწინების შემთხვევაში ითხოვენ დიდ კომპენსაციას. ხშირად ცოლს რჩება ბინა და მთელი ქონება, ხოლო მამაკაცი ფაქტობრივად შიშველი რჩება, მაშინაც კი თუ ქალს ერთი დღეც კი არ უმუშავია თავის ცხოვრებაში. რუს ქალებთან განქორწინების შემთხვევაში კი, ქალს ფაქტობრივად არაფერი რჩება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ უმუშავა.
5. თურქი ცოლი ძვირადღირებული საქონელია. ის ითხოვს: კარგად მოწყობილ ბინას, ავეჯს, მანქანას და ასე შემდეგ და ქმარს სექსით დიდად არ ანებივრებს. რუსი ცოლისთვის კი მთავარი ხარისხიანი სექსია და დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რუსი ცოლისათვის საკმარისია რომ ქმარი იყოს "საყვარელი".
6. თურქ მამაკაცებს არ მოსწონთ ის, რომ თურქი ქალები ბავშვის აღზრდისას ბევრ მოთხოვნებს უყენებენ მამას. ითხოვენ კარგ კაფეში გასეირნებას, პიკნიკს და ასე შემდეგ. რუსი ცოლები კი ბავშვს თავად უკითხავენ ზღაპრებს და თავადვე ასეირნებენ.
მაგრამ რაც მთავარია, დასძენს აიდინი, რის გამოც რუსი ქალები თურქ მამაკაცებს მოსწონთ, არის ის, რომ ისინი არიან ლამაზები, კეთილები და ქალურები. აბა, სცადეთ იპოვოთ მსგავსი თურქი ქალი, ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, – აცხადებს აიდინი.