სიმეტრია [ბერძ. symmetria] ნიშნავს პროპორციულობას, ნაწილების განლაგების ერთნაირობას, გარკვეული წესრიგის , კანონზომიერების არსებობას საგნების ან მათი ნაწილების განლაგებაში.
ადამიანი სიმეტრიას უხსოვარი დროიდან იყენებდა საყოფაცხოვრებო საგნებში, არქიტექტურაში, ორნამენტებში.
მათემატიკაში სიმეტრიის შესახებ განსაზღვრება ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში.
„სიმეტრია ის იდეაა, რომლის საშუალებითაც ადამიანი საუკუნეების მანძილზე ცდილობდა ამოეცნო და შეექმნა წესრიგი, სილამაზე და სრულყოფილება” (ჰერმან ვაილი)
რსებობს სხვადასხვა სახის სიმეტრია.
1. ღერძული სიმეტრია
A და B წერტილს a წრფის მიმართ სიმეტრიული ეწოდება, თუ a წრფე AB მონაკვეთის მართობულია და მის შუაწერტილზე გადის, a წრფეს სიმეტრიის ღერძი ეწოდება.
2. ცენტრული სიმეტრია
სიბრტყის ყოველი A წერტილისათვის O წერტილის მიმართ ავაგოთ ისეთი B წერტილი, რომ AB მონაკვეთი O წერტილით შუაზე იყოფოდეს. A და B წერტილებს სიმეტრიული წერტილები ეწოდებათ O წერტილის მიმართ.
ასეთ გარდაქმნას ცენტრული სიმეტრია ეწოდება.
3. სარკისებური სიმეტრია
სარკისებური სიმეტრია ეწოდება სიბრტყის ასახვას თავის თავზე , რომლის დროსაც ნებისმიერი X წერტილი გადადის მოცემული სიბრტყის მიმართ სიმეტრიულ X1 წერტილში.
სიმეტრიული ფიგურა ეწოდება ფიგურას, რომელიც რომელიმე წრფით
ორ სიმეტრიულ ნაწილად იყოფა.რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს თოვლის
ფიფქს,ნებისმიერ შემთხვევაშიმას აქვს სიმეტრიის 6 ღერძი
სიმეტრია შეიძლება ყველგან აღმოვაჩინოთ...სიმეტრია ნამრავლში:12X42=24X21102X402=204X20113X93=39X31103X903=309X301
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"