ბასკეტი ბოლომდე ვერ გავღუნეთ ღამით..
პ.ს.
გადამგდები ნიკები იმდენია, რომ რა დათვლის?! ერთი იუზერი იყო აქტიური.. ტენისებში მოზგაობდა მეტნაკლებად.
ერთხელ მოხდა ისე, რომ რაღაც თანხა უნდა გამესამმაგებინა და ტენისების მეტი არაფერი იყო მომდევნო 5 საათი..
ამ თემაში ვიკითხე პროგნოზები და მაგ ტიპმა მომცა დაწერა სამი თამაში. ნუ, ავიღე ორი ამ სამიდან. 2.9 კუში შეიკრა. მეტი არც მინდოდა..
სანამ დაჯდებოდა, უკვე მაშინ მომწერა პირადში, დასაზღვევი მაქვს ბილეთიო და იქნებ მასესხო თუ მოიგეო...
მოიგო ბილეთმა და მივწერე. იმ თანხის გარდა რაც მჭირდება, 36 ლარი მრჩება და გეყოფა დასაზღვევათქო და ტიპს ისე გაუხარდა, ეთვითონ უეჭველი 2-3 ლარის თხოვნა ჰქონდა იდეაში

ნუ, მივეცი ეს ფული და არ მინდა დაბრუნებათქო მივწერე. ვაჩუქე რა.. არაო, დაგიბრუნებო ასეო ისეო.. ნუ, მე გაჩუქე და შენ როგორც გინდა ისე ქენითქო.
მოკლედ, იჩუქა.
გავიდა ცოტა ხანი, კიდე შემეხმიანა ხომ არ გექნება მასესხე და დაგიბრუნებო. მივეცი კიდე. არმახსოვს რამდენი.
რეამოდენიმე დღეში ისევ მომწერა, იზვინი ვერ დაგიბრუნეო და იქნებ კიდე ცოტა მომცეო... წავითამაშებო ტენისებს და მაგასაც დაგიბრუნებ და იმასაც ერთადო.
მე გამოღლევებულმა კიდე მივეცი

ეგ იყო ბოლო მოწერა მაგ ეტაპზე.
პარალელურად, ჩემი მეგობარი იყო აქ ახალი დარეგისტრირებული და თურმე მაგასაც არ ეთხოვა 30 ლარი?! მეც ამაყირავა და ეგეც
გავიდა სადღაც 2 წელი, რაც საერთოდ აღარ გამოჩენილა აქ. ასე 4-5 თვის წინ მივიღე PM შეტყობინება. შევედი და რას ვხედავ... ეგ არ არის ტო

ამოცანა გვეკითხება: რა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მოწერილი?