Baramboo
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4098
წევრი No.: 129836
რეგისტრ.: 9-April 11
|
#50161302 · 16 Mar 2017, 18:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტურნირი Forum – Leader-Bet.com ვიწყებთ ტურნირს ფორუმელებისთვის, რომელსაც ლიდერბეთი ასპონსორებს, ტურნირის მონახაზი უმეტესი თქვენგანისთვის ცნობილია, თუმცა მაინც აღვწერ უფრო დაწვრილებით, გაგაცნობთ წესებს და მონაწილეობის პირობებს.
პირველ რიგში გაგაცნობთ ტურნირში მონაწილეობის წესებს და პირობებს:
1) ფორუმზე რეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 500 პოსტი. 2) დარეგისტრირებული უნდა იყოს 2001-2016 წლებში. 3) უნდა ჰქონდეს Leader-Bet.com -ზე ვერიფიცირებული ექაუნთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს საკუთარი ანგარიშიდან თანხის გატანას. 4) ფორუმის მომხმარებელს შეუძლია დღეში დაპოსტოს მხოლოდ 1 თამაში, რომელიც უნდა აკრიფოს ლიდერბეთის საიტზე და გააზიაროს ფორუმზე სქრინის სახით. 5) თამაშის არჩევისას კოეფიციენტების შეზღუდვა - მინიმალური კოეფიციენტი 1.4 - მაქსიმალური კოეფიციენტი 2.5 6) თამაში არ უნდა იწყებოდეს 18:00 საათამდე და არაუგვიანეს მეორე დილის 09:00 საათზე. 7) თამაშების მიღება შეწყდება 16:00 საათისთვის და შედგება ბილეთები (დროზე რაიმე გამონაკლისები თუ იქნება წინასწარ შეგატყობინებთ ხოლმე). 8) თუ ფორუმელი გამაზავს თავის ფსონს, მომდევნო 1 დღეს გამოტოვებს, შემდეგ კვლავაც შეეძლება მონაწილეობა. 9) ფორუმელების მიერ დაწერილი ფსონების მიხედვით შედგება ხუთკაციანი ბილეთები. 10) მოგებული ბილეთის მომხმარებლები, რამდენ კოეფიციენტიან ბილეთსაც გამოიცნობენ, ზუსტად იმდენი ლარი დაერიცხებათ თითოეულს. (მაგ: თუ ბილეთში დაჯდა 15.38 კოეფიციენტი, ხუთივე ფორუმელს დაერიცხებათ 16-16 ლარი) 11) მოგებული თანხები დაირიცხება იმ დღესვე - გამოყოფილია სპეციალური ბიუჯეტი და არ შეიქმნება არანაირი პრობლემა დროულად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. 12) თუ ვერცერთმა ბილეთმა მოიგო, ყველაზე მაღალკოეფიციენტიანი ბილეთის ხუთივე წევრს დაერიცხებათ 5-5 ლარი. (მაგ: თუ 5 დან 4 თამაში დაჯდა და გამოცნობილი კოეფიციენტი შეადგენს 8.68 და ეს კოეფიციენტი სხვა წაგებულ ბილეთებში გამოცნობილ კოეფიციენტებზე მაღალია, ხუთივე ფორუმელს დაერიცხებათ 5-5 ლარი). 13) ყოველ მეშვიდე დღეს გამოქვეყნდება კვირის რეიტინგი, პირველ ორ ფორუმელს რომელსაც ყველაზე მეტი თამაში ექნება გამოცნობილი დაერიცხებათ: 1 ადგილი - 10 ლარი, 2 ადგილი - 5 ლარი. პირველ ორ ფორუმელს, რომელსაც ყველაზე მეტი კოეფიციენტი ექნება გამოცნობილი დაერიცხებათ: 1 ადგილი - 10 ლარი, 2 ადგილი - 5 ლარი. 14) ყოველი 30 დღის შემდეგ გამოქვეყნდება თვის რეიტინგი. პირველ სამ ფორუმელს, რომელსაც ყველაზე მეტი თამაში ექნება გამოცნობილი დაერიცხებათ: 1 ადგილი - 20 ლარი, 2 ადგილი - 15 ლარი, 3 ადგილი - 10 ლარი, 4-10 ადგილებს დაერიცხებათ - 5 ლარი. პირველ სამ ფორუმელს, რომელსაც ყველაზე მეტი კოეფიციენტი ექნება გამოცნობილი დაერიცხებათ: 1 ადგილი - 20 ლარი, 2 ადგილი - 15 ლარი, 3 ადგილი - 10 ლარი, 4-10 ადგილებს დაერიცხებათ - 5 ლარი.
ტურნირი შექმნილია ფორუმელების მიერ და მხოლოდ ფორუმელებისთვის. ტურნირის სპონსორია ლიდერბეთი. ფორუმელი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ წესებს შეუძლია ჩაერთოს ტურნირში. ტურნირის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს, დღეში 1 თამაშს ირჩევს Leader-Bet.com -ზე და სქრინავს ფორუმზე (იგეგმება, რომ პროგრამულად დაიხვეწოს საიტი ისე, რომ აკრეფილი თამაშის გაზიარება პირდაპირ შეიძლებოდეს და აღარ იქნება საჭირო დასქრინვა). შედგება ამ თამაშებისგან ბილეთები, თითო ბილეთში იქნება 5 თამაში, მოგებული ბილეთის/ების მომხმარებლებს დაერიცხებათ თანხა იმ დღესვე, რამდენ კოეფიციენტიან ბილეთსაც გამოიცნობენ იმდენი ლარი თითოს. თუ ვერცერთმა ბილეთმა მოიგო, ყველაზე მაღალ კოეფიციენტს რომელი წაგებული ბილეთიც დააგროვებს იმ ბილეთის წევრებს, ხუთივეს, დაერიცხებათ 5-5 ლარი. იქნება კვირის რეიტინგები და ასევე იქნება თვის რეიტინგი.
ლიდერბეთის ადმინისტრაცია დაგვპირდა, რომ ძალიან ფუნქციური გახდება საიტი ფორუმელებისთვის, მაგალითად, აკრეფილი თამაშის დასქრინვის გარეშე იქნება შესაძლებელი გაზიარება, ასევე, შედგენილი ბილეთები, რომლებსაც თემაში განვათავსებ იქნება ფუნქციური, სასურველ ბილეთზე დაკლიკვის შემთხვევაში, გადაგიყვანთ ლიდერბეთის საიტზე და თუ თქვენ გავლილი გაქვთ ავტორიზაცია, ავტომატურად აკრეფილი იქნება თქვენი მოწონებული ბილეთი და შეგეძლებათ დადოთ, ჩაამატოთ ან ამოაკლოთ თქვენი სურვილისამებრ. კიდევ სხვადასხვა ფუნქციების გაუმჯობესებაზე მიდის მუშაობა და ნელნელა შეგატყობინებთ.
ფორუმის მოდერატორია makulatura - მას მიმართავთ ისეთი საკითხებით, თხოვნებით, პრეტენზიებით, რომლებიც უშუალოდ ფორუმს ეხება. ტურნირის ხელმძღვანელი ვარ მე Baramboo - მე მომმართავთ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ტურნირს შეეხება და მე მექნება უშუალო კონტაქტი ლიდერბეთთან.
ლიდერბეთმა გამოთქვა სურვილი ყველა აქტიურ ფორუმელს, ვინც მიიღებს მონაწილეობას ტურნირში პარასკევს ჩაურიცხოს 5 ლარის ფრიბეთი, ამისათვის, ვისაც ჯერ არ მოგიწერიათ და ვისაც სურვილი გაქვთ, მომწერეთ ხვალ დილამდე თქვენი ლიდერბეთის პინები, აუცილებელია გქონდეთ ვერიფიცირებული ექაუნთი. ხვალ, პარასკევიდან უკვე დავიწყებთ ტურნირს. წარმატებები ყველას.
--------------------
God Bless America
|