Barambooრამე კუშები გვითხარი ხოლმე რა, აჭარაზე დავდებთ, თქვენ არ მოგიგებთ...
ისე ერთი მაგარი ისტორია გამახსენდა ამაზე.
13 წლის წინანდელი, მეათე კლასში ვიყავი

ედიკას დროა ისევ.
ხო და ჩვენი მეგობრის (გოგოს) მამა იყო ერთი, ნათენაძე, აჭარაში იყო ბუკმეკერი.
და ჩემი ძმაკაცი იყო მაგის მეზობელი, ძალიან ახლოს იყვნენ ოჯახები.
და ერთ მშვენიერ დღეს გაიჩითა ეს ჩვენი ძმაკაცი და ნათენაძემ კუშები თქვაო, უეჭველიაო, ესე მითხრა რაც გაქცს დადე, მოიგებო.
კვირა იყო, პარმას და ინტერის მოგებები იყო, ეხლაც მახსოვს, ექვსი კუში სულ.
უეჭველი თამაშებია, მამისტოლა კაცი რო ეუბნება 15 წლის ბავშვს, რაში უნდა შეგეპაროს ეჭვი.
ხო და წავიდა ბოლო კაპიკების გამოტანები, ტელეფონების დალომბარდებები, სახლში ფულის გამორთმევა მშობლებისთვის, დეიდა-ბიძებისთვის.
მოკლედ 2000 ლარი დავდეთ, რვა კაცმა და 12000 მოვიგეთ.
იქიდან დაბრუნდაგამორთმეული ფული, ზოგს მოგებიანად, ლომბარდებიდანაც გამოვიდა ტელეფონები/ოქრო და კაცზე სადღაც 400 ლარი დაგვრჩა.
ჭკუაზე არ ვართ.
და მოვიდა სამშაბათი, ლიგაა და ეს ჩვენი ძმაკაცი იჩითება და კიდე მითხრა ნათენაძემ კუშებიო, უეჭველიო.
არსენალი და ოლიმპიაკოსი იყო, მაგათი მოგებები, ექვსი კუში ეგეც..
ხო და ვხიეთ ყველაფერი, ოჯახის წევრებს და ნათესავებსაც დავადებინეთ და მოვიგეთ საკაიფოდ.
ათას-ათასი ლარი გვიდევს ჯიბეში, დიდი ფულია მაგ დროს, 2002 წელია...
წავედით დ დავიმხეთ, რესტორანი, როენას პუტანკები

ჭკუაზე არ ვართ 15 წლის ბიჭები..
პირველ ჭიქას ნათენაძის სადღეგრძელოს ვსვამთ...
ხო, ამ ყველაფერზე ამ ნათენაძეს ნათქვამი აქვს ჩვენი ძმაკაცისთვის არავის არ უთხრაო და აჭარაში არ დადოთ კიდეო, თორე პრობლემები შემექმნებაო.
ჩვენ კიდე ხო გვითხრა ამან და ჩვენც გავაბაზრეთ უბანში, კაი ბიჭებში...
ამ მეორე დადებაზე კაი მაყუთი მოიგო ერთი-ორმა, 2-3 ათასები ედოთ.
ერთმა სულაც აჭარაში დადო 2000 და 12000 მოუგო

ხო და გაბაზრდა უბანში ეგრევე და ერთი ტიპი იყო, ძველბიჭობდა, ქურდობა უნდოდა.
ხო და ადგა ეგ დაY-ევებული და აჭარაში მიაჭრა და იკითხა, ნათენაძე რომელია აქ, კუშებს რო ამბობს, საბაზრო მაქვსო.
გამოY-ევდა ეს ტიპი

არ ვიცი ჯერ თამაშები, შაბათს მეცოდინებაო.
ოღონდ უეჭველები არაა, ატვეჩაი ვერ ვიქნებიო.
ამან არაუშავს, გამოუშვიო.
ხო და ველოდებით შაბათს და მივაგზავნეთ ეს ჩვენი ძმაკაცი, გვითხარი თამაშებიო.
და ისევ ექვსი კუშია გვითხრა, ვალენსია და სოსიედადი...
დადო სასტავმა მაყუთი.
ერთმა 10000 დადო სულაც. თან აჭარაში

საძმაკაცოში რაც გვქონდა მორჩენილი, დადო სასტავ,ა ოჯახის წევრებსაც დაადებინეს...
ხო და ვისქესე რო რაღაც ვერ იყო კარგად და არ დავდე მე და არც არავის დავადებინე ჩემიანს.
და სოსიედადმა გამაზა, ფრე მორჩა

დაიღუპა სასტავი.
რაც მოიგეს წააგეს უკან, ზოგს ვალიც დარჩა...
მანამდე ხო ნათენაძის სადღეგრძელოთი იწყებოდა სუფრა და ეხლა ნათენაძის გინება იყო გამარჯობის მაგიერი

ჩვენ ჩვენ თავსაც ვაგინებდით, რო გავუბაზრეთ, ძალით წაგვაგებინა რო შევშვებოდით, რა კანალი გადავიკეტეთო
This post has been edited by Frankens†ein on 4 Apr 2017, 19:12
Mens sana in corpore sano...