kamech
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3579
წევრი No.: 32286
რეგისტრ.: 31-March 07
|
#50407064 · 20 Apr 2017, 20:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემს აზრებს გეტყვით თუ დაგაინტერესებთ.
დავიწყებ გენკი – სელტას მატჩით
გენკიც და სელტაც საკუთარ ჩემპიონატებში ცხრილის შუაში არიან, მაგრამ თუკი გენკს ზემოთ მოხვდნენ ანდერლეხტი, ბრუგე, გენტი და სხვა გუნდები, სელტას ზევით ყავს ბარსა, რეალი, ატლეტიკო, სევილია, ბილბაო, სოსიედადი და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა რომ წლევანდელი "შუაში" ყოფნა სელტას უფრო კარგ გუნდობად უნდა ჩავთვალოთ ვიდრე გენკის. ბებიაჩემს რომ კვერცხები ქონდეს... მაგრამ მაინც სელტა ალბათ ბელგიის ჩემპიონატში ასეთი გუნდით ჩემპიონი იქნებოდა, ხოლო გენკი გასავარდნ ზონაში. საერთო ღირებულება ტრანფერმარკეტის მონაცემებით 2ჯერ აღამეტება ესპანელების (55 მლნ გენკი – 105 სელტა) ამას გარდა სელტას არც გავარდნა ემუქრება და არც 10 ქულის დამქაჩველი ჩანს რომ ევროპის ზონაში შეაღწიოს. უკუღმართი ბელგიური ჩემპიონატის მიხედვით კი ბოლო ეტაპზე ორად იყოფა ჩემპიონატი, ზედა და ქვედა ნაწილი, ხოდა თავისი მერვე ადგილითაც გენკი თითქმის უეფას ზონაშია. შესაბამისად სელტას რაც დარჩენია მთელი ძალები უეფას მოახმაროს. (ვიცით ჩვენ როგორ უყვართ ესპანელებს ეს ტურნირი... სევილია, ატლეტიკო) მითუმეტეს ახლა როდესაც ნახევარი ფეხით ნახევარფინალშია და იქიდან უკვე ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე და არც გუნდებია ისეთი (მანჩესტერი ყველაზე დიდი გრანდი და ისიც გაურკვეველ ფორმაში) რომ არ შეიძლებოდეს მათთან ბრძოლა. ამ სეზონში სელტამ მოახერხა ბარსელონას დამარცხება 4:3, ვალენსიის დამარცხება სამჯერ!!! რეალ მადრიდის ბერნაბეუზე. უეფას ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და მხოლოდ ერთი მატჩი დათმო გასვლაზე აიაქსთან. პლეიოფებში კი გამოაგდო (ალბათ) გენკზე უკეთესი გუნდები, დონეცკის შახტარი და კრასნოდარი. გენკმა კი ამ გზაზე ასტრა გამოაგდო და გენტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ ამ დუელიდან გამარჯვებული სელტა გამოვა. შემდეგ ეტაპზე გასვლაზე 1.4 აქვს, ხოლო X2 ზე 1.55. აქ პატარა დეტალია. სელტას გაიყვანს მხოლოდ მოგება, ფრე ან უხვგოლიანი წაგება ერთი ბურთის სხვაობით, როგორიცაა 4–3, 5–4 და ა.შ. 1–0 და 2–1 შემთხვევაში გადის გენკი. შესაბამისად ვერ ვხვდები რატო აქვს არ წაგებას უფრო მეტი ვიდრე გასვლას. 3–2 გადაიყვანს დამატებით დროში. მაგრამ არა მგონია მაინც და მაინც ამ ანგარიშით დასრულდეს მატჩი და მერე პენალტებში გააღწიონ ესპანელებმა. ბელგიელებს აკლიათ სუსიჩი, ბიზო, კარელისი და ვანზერი. ესპანელებს ჯუზეპე როსი. ამიტომ პირველი რასაც ამ მატჩში გთავაზობთ არის
X2 (1.55)
შალკე – აიაქსი
პირველ მატჩში აიაქსმა კლაასენის დუბლით 2–0 მოუგო და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ. შალკე ძალიან ცუდ ფორმაშია, ბოლო მატჩი ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზე მყოფ დარმშტადთან რომელსაც მანამდე 15 ქულა ქონდა 28 მატჩში 2–1 დათმო და ალბათ ყველაზე დიდი წარმატება რაც შეიძლება ჩაითვალოს ისაა რომ არ ვარდება მეორე ბუნდესლიგაში. არადა შემადგენლობით საკმაოდ საინტერესო გუნდია, ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელებით. გუნდში არიან ემბოლო, რომელიც კარგად გვახსოვს მსოფლიო ჩემპიონატიდან შვეიცარიის ნაკრებში, კონოპლიანკა, რომელიც ბრწყინვალე იყო კიევის დინამოში და სამწუხაროდ სევილიაში ვეღარ გაიბრწყინა, მაქს მეიერი და ლეონ გორეცკა, რომლებიც ნელ–ნელა იმკვიდრებენ თავს გერმანიის ნაკრებში და ეს არც ისე ადვილია. ტოტენჰემიდა ნათხოვარი 22 წლის ნაბილ ბენტალები, პსჟ დან გადმოსული ბენჟამინ სტამბული. მოკლედ უფრო დიდი შანსია შალკე ვერ გაცდეს აიაქსს, მაგრამ 2 მატჩიან დაპირისპირებაში ეს ახალგაზრდა შემტევები უგოლოდ გავიდნენ ცოტა მეეჭვება, აიაქსიც ტიპიური ჰოლანდიური გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებიც არც გაშვებას ერიდებიან და არც გატანას. ბოლო ტურებში აიაქსმა გაუშვა ჰეერენვენისგან, ნაიმეგენისგან, ალკმაარისგან, ფეინორდისგან, ექსელსიორისგან... მოკლედ ბოლო ხუთი ტურია უშვებს ერედივიზიონში, ვფიქრობ შალკეც მოახერხებს. თავის მხრივ აიაქსსაც არ უნდა გაუჭირდეს გოლის გატანა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ამ სეზონში უეფაზე და ჩემპიონატში 89 ბურთი აქვს გატანილი (ერედივიზიონი 31 მატჩი 72 გოლი – უეფა 11 მატჩი 17 გოლი) მერე იმიტომ რომ შალკეს სხვა გზა არ აქვს დარჩენილი რომ საწყისი წუთებიდანვე შეუტიოს და ახალგაზრდა, სწრაფ ამსტერდამელებს სივრცეები აუცილებლად დარჩებათ და მესამე და მთავარი. როგორც იწერება დღეს გერმანელებს დააკლდებათ კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი (ცენტრალური მცველი) ბრაზილიელი ნალდო (ცენტრალური მცველი) ტილო კერერი (ცენტრალური მცველი) სეიედ კოლაშინაჩი (მარცხენა მცველი) რაჰმან ბაბა (მარცხენა მცველი) უჩიდა (მარჯვენა მცველი) და ფილ ნიუმანი (მარჯვენა მცველი). რა თქმა უნდა რომელიმემ რომც ითამაშოს აქედან ეს იქნება გამაყუჩებლებით, ეს იქნება ტრამვის რეციდივის საშიშროებით და რა თქმა უნდა არა სრული მზადყოფნით, შესაბამისად ეს დანაკლისი და ის წინაპირობები რომელიც აქვს შალკეს ვფიქრობ ძალიან გაუჭირვებს კარის მშრალად შენახვას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე
ორივე გაიტანს (კი) 1.65
წინა მატჩში რეფერი რუსი სერგეი კარასევი იყო. პირველ ტაიმში 16 დარღვევა იყო, პენალტიც დაინიშნა, მაგრამ მან თავი შეიკავა ბარათების ჩვენებისაგან, რასაც მეორე ტაიმში უკვე მკაცრი ქმედებები მოაყოლა და 9 ჯარიმაში 4 ბარათი აჩვენა. დღეს რუმინელი ოვიედუ ჰატეგანი იმსაჯებს, გეტყვის მის სტატისტიკას ბოლო 10 მატჩში ყველა ეგიდით: 58 ყვითელი ბარათი და 6 წითელი ბარათი. საშუალოდ 5.8 ყვითელი და 0.6 წითელი. როგორც ხედავთ ამ კაცს ხუმრობა არ უყვარს, რაც შეეხება გუნდებს: შალკე 40 მატჩი: 82 ყვითელი 3 წითელი (29 ბუნდესლიგა 60 ყვითელი, 2 წითელი – უეფა 11 მატჩი 22 ყვითელი 1 წითელი) ხოლო აიაქსი 42 მატჩში 72 ყვითელი 4 წითელი ( ერედივიზიონი 31 მატჩი 41 ყვითელი, 2 წითელი, უეფა 11 მატჩი 31 ყვითელი 2 წითელი) ვფიქრობ ეს მშრალი სტატისტიკა გვაჩვენებს იმას რომ მატჩი ბარათების გარეშე არ ჩაივლის. მაქვს სამი ვარიანტი და აარჩიეთ 1. ბარათების რაოდენობა 4.5 ზე მეტი (1.4) 2. პირველი ტაიმის ბარათები 1.5 ზე მეტი (1.6) ვფიქრობ პირველი ტაიმი ბევრად დაძაბული იქნება ვიდრე მეორე ტაიმი და განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი 3. პირველი გუნდის 1.5 ზე მეტი ბარათი (1.43) გამოცდილი დამცველების გარეშე მოსალოდნელი ბევრი კონტრშეტევის გამო ვფიქრობ შალკე ორ ბარათს აიღებს. ყველაზე იდეალური მაინც მე მგონია:
შალკეს ბარათების რაოდენობა 1.5 ზე მეტი (1.43)
ბეშიქთაში – ლიონი
ბეშიქთაშმა ახალი სტადიონი აიშენა შარშან, წინა სტადიონი თუ 32 000 კაცს იტევდა, ახლა 10 000 მეტს იტევს. 42 000 თურქი გულშემატკივრის წინაშე თამაში მარტო მოწინააღმდეგისთვის კი არა მასპინძლებისთვისაც რთულია, ვგულისხმობ იმას რომ ისინი წამით არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას. ვუყურე ბეშიქთაში ოლიმპიაკოსის მატჩს სადაც 4 – 1 დაამარცხეს ბერძნები და თამამად ვიტყვი ყველაზე დიდი დამსახურება ამ მატჩში იმ მუხტს და აურას ქონდა რომელიც სუფევს ვოდაფოუნ არენაზე. თურქებს ყავთ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან ადრიანო, ინლერი, ქვარეჟმა, ბაბელი... რომელთაც მართალია საუკეთესო წლები უკან აქვთ მოტოვებული და შეიძლება მოტივაციაც, მაგრამ მათი გამოცდილება ძალიან ეხმარება კლასის ნაკლებობით მაგრამ მონდომებით და "ჟილკით" სავსე თურქ ფეხბურთელებს. ძირითადი პრობლემები თურქებს უკანა ხაზში აქვთ. აკლიათ ერკინი, გულუმი, მარსელო და როდოლფო, ასევე შეტევაში ყველაზე გამორჩეული ლიდერი აბუბაქარი. აქედან გასულ მატჩში ძირითადში მხოლოდ მარსელო და გულუმი იყვნენ, დანარჩენები ისედაც აკლია გუნდს და თითქოს მათ გარეშეც კარგად ითამაშეს საფრანგეთში. მათ მატჩი მაშინ წააგეს როდესაც უკვე მოგებული ეგონათ. შეგახსენებთ 83 წუთამდე იგებდნენ თურქები და მოულოდნელად 2 წუთში 2 გოლი მიიღეს. რა თქმა უნდა ფრანგებს გაცილებით დაბალანსებული და ერთიანობაში მაღალი კლასის გუნდი ყავთ. მათ რიგებში არიან ფეკირი, ლაკაზატე, გეზალი, ვალბუენა, ფერი, ტოლისო, გონალოსი, იანგა–მბივა, რაფაელი... შეიძლება ეს სახელი და გვარები ვარსკვლავებს არ ეთამაშებიან, მაგრამ ფეხბურთში ჩახედულებმა იციან მათი კლასი და მაღალი დონე. ბეშიქთაშმა უბრალოდ არ იცის დაცვიდან თამაში, 3–0 იც რომ ქონდეს მოგებული პირველი მატჩი, ის უბრალოდ ვერ იზამს იმას მაგალითად რაც გუშინ იუვემ ქნა, ის მუდამ შეტევაზე ფიქრობს. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, მითუმეტეს 1–2 ზე მათ აუცილებლად შეტევა ჭირდებათ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა რომ ამ სტადიონზე მატჩი არასდროს მთავრდება. ის ბოლო 90 წუთამდე გრძელდება, არა იმიტომ რომ დავუშვად შეიძლება 0–5 ზე თურქებს მატჩის შემოტრიალების შანსი აქვთ, უბრალოდ თუკი ისინი არ დაანახებენ საკუთარ მაყურებელს რომ ყველაფერი ცადეს, შეიძლება იმ ღამეს მთელი სტამბული დაანგრიონ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ამ მატჩში მეტობა გარდაუვალია. კი–ს აღებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ 3–0 ან 0–3 არც აქაა გამორიცხული. ისეთი ანგარიშია რომ თურქების გოლი ფრანგებს აიძულებთ წინ წასვლას და სხვა ყველა შემთხვევაში ხომ ბეშიქთაშმა უნდა შეუტიოს და შეუტიოს. ასე რომ
ბეშიქთაში – ლიონი 2.5 მეტი (1.50)
ვფიქრობდი ამ მატჩში ჯარიმა/ბარათებზეც, მაგრამ ჯერ ერთი მოლოდინი ძალიან დიდი რომ უხეში თამაში იქნება და შესაბამისად ტოტალებიც ძალიან მაღლიდან იწყება და ამას გარდა უეფამ ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სერბი მილორად მაზიჩი დანიშნა მთავარ არბიტრად, რომლის წყობიდან გამოყვანა და "აგდებაც" ძალიან რთულია, ამიტომ გამოვტოვებ პირდაპირ ჯარიმებს და გადავალ კუთხურებზე. ბეშიქთაშს კარგად უწვდიან კუთხურებს. ლიონმა 7–4 ზე. ოლიმპიაკოსმა თურქეთში ასევე 7 (3–7 ზე) ვფიქრობ ლიონი რომელიც მშვენივრად თამაშობს ფლანგებიდან და ჰყავთ ე.წ. "ტარჯეტმენი" ლაკაზატე 3.5 ზეტი ტოტალი უნდა წამოიღოს თურქეთიდან.
ლიონის კუთხურების რაოდენობა 3.5 ზე მეტი (1.44)
მანჩესტერი – ანდერლეხტი
ერთადერთი რითიც შეიძლება წელი წარმატებულად ჩაეთვალოს მოურინიოს და მის გუნდს ეს უეფას თასის მოგებაა, არც თავად ჟოზე მალავს რომ მხოლოდ ამაზე ფიქრობს და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაც ამ გზით აქვს გადაწყვეტილი. პლუს უეფას თასი ერთადერთი ევროპული ტროფეია რომელიც არ აქვს მოგებული წითელ ეშმაკებს. ვფიქრობ დროა ვიხილოთ რა ძალა აქვს იუნაიტედს და მის ფეხბურთელებს რომლებიც ერთიანად 466 მილიონ ფუნტად არიან შეფასებულები. ვფიქრობ ანდერლეხტის ამბიციის მიუხედავად ოლდტრაფორდი, მოურინიო, გამოცდილება, 100 მილიონიანი პოგბა, შეუფასებელი იბრა და კოლექტივი თავისას იზამენ და ჰანდიკაპით მოახერხებენ ანდერლეხტის დამარცხებას. როგორც ვარაუდობენ შეტევის ხაზში მანჩესტერს იბრა ეყოლება, მის უკან როშფორდი, პოგბა და მხითარიანი, ცენტრს კი ფელაინი და მშვენიერ ფორმაში მყოფი ერერა დაიჭერს. გაუჭირდება ანდერლეხტს... ძალიან გაუჭირდება
მანჩესტერი – ანდერლეხტი 1 ფორა –1.5 (1.68)
ის რომ მანჩესტერი მშვიდად მოუგებს ფორით, მაგრძნობინებს იმასც რომ აქ ბევრ ჯარიმას არ უნდა ველოდოთ. მოუს უყვარს ბურთის გორაობა, დაჭერა, არც მაინც იმ ზონას აწვება სადაც მოწინააღმდეგე ვალდებულია ჯარიმა აიღოს (ვგულისხმობ საჯარიმოს სიახლოვეს) უყვარს მატჩის გაშლა რათა სივრცეები გამოანთავისუფლოს და ამისთვის უკან პასებსაც არ ერიდება მცველებზე. პირველ მატჩში იუნაიტედი 9 ჯერ დაჯარიმდა, აი ბელგიელები კი 17 ჯერ. საერთო ჯამში ტოტალი 26. აქ კი გთავაზობთ 28.5 ტოტალს. არა მგონია მატჩი უფრო უხეში გამოდგეს ვიდრე ანდერლეხტის სტადიონზე. პლუს მსაჯი ესპანელია, ხშირად ესპანელი მსაჯები, რომლებიც შეჩვეულნი არიან პრიმერაში დიდ უხეშობებს და ბევრ ბარათებს თვალს ხუჭავენ პატარ–პატარა ფოლებზე და ძირითადად აგრძელებინებენ თამაშს თუკი ბურთი რჩება დაზარალებულს.
ჯარიმების რაოდენობა 28.5 ზე ნაკლები (1.50)
თუკი ვთანხმდებით იმაზე რომ მანჩესტერი მატჩს წაიყვანს და მშვიდად მიიყვანს მოგებამდე რა თქმა უნდა აქ ერთი მშვენიერი კოეფიციენტი არ უნდა დავივიწყოთ. ესაა ორივე გუნდის შეცვლების რაოდენობა 5.5 ზე მეტი. ანუ ორივე რომ გამოიყენებს შეცვლებს. მოურინიოსთვის შეცვლები იცით ცალკე ფილოსოფიაა, ის ყოველთვის იყენებს ტემპის დასაგდებად, დროის გასაყვანად და ა.შ. ხოლო ბელგიელების ახალგაზრდული გუნდისთვის ეს იქნება დიდი გამოცდილება რომ მიეცეთ საშუალება ახალგაზრდებს თუნდაც 2–3 წუთით გამოვიდნენ ისეთ დიდ სტადიონზე როგორიცაა ოლდ ტრაფორდი და მოუწიოთ დიდი ფეხბურთელების თამაში. პირველ მატჩში 6 ივე შეცვლა იქნა გამოყენებული 75 წუთზე უკვე 5 შეცვლა იყო გაკეთებული.
მანჩესტერი – ანდერლეხტი შეცვლების რაოდენობა 5.5 ზე მეტი (1.4)
წარმატებას გისურვებთ!
--------------------
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare
|