ღამე მშვიდობისა ძმებო. რადგან მოგწონთ ჩემი გარჩეული მატჩები და გეხმარებათ არ დაგზარდებით და კიდევ დაგიდებთ ამ ვიქენდის (ვიხადნოის

) თამაშებზე ჩემს აზრს. რაც მოგეწონებათ თქვენ აარჩიეთ.
ესპანეთით დავიწყებ სადაც 4 ტურია დარჩენილი.
მართალია ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ევროპა ლიგის 2 ადგილისთვის 3 კლუბი იბრძვის. ესენია ვილიარეალი, ბილბაოს ატლეტიკი და რეალ სოსიედადი. ამ სამეულში ყველაზე ზემოთ 60 ქულით წყალქვეშა ნავები (ვილიარელი) არიან, მაგრამ მდევრები 1 და 2 ქულით ჩამორჩებიან. ამ გუნდებმა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს სეზონი და მეორე ეშელონის დონის გუნდებისთვის ნამდვილად ცოდოა ის ერთი ვინც ვერ შეწვდება ევროზონას. სამეულიდან ყველაზე დაბლა და შესაბამისად ევროზონის გარეთ სოსიედადია, მაგრამ დარჩენილი კალენდრით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ დიდი შანსი აქვთ ზემოთ აიწიონ, რადგან ბილბაოს 4 ტურიდან 3 გასვლა აქვს სელტასთან, ალავესთან და ატლეტიკოსთან, ბილბაო კი ცნობილია რომ სახლის გუნდია და მას გასვლები უჭირს. შორს რომ არ წავიდეთ უბრალოდ გეტყვით რომ არსებული 59 ქულიდან 42 შინ აქვს აღებული და 18 დან 13 მოგება სწორედ საშინაო მოედანზე აქვს. ბასკებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ ადგილის შენარჩუნება, მე კი ვილიარელზე მინდა გითხრათ.
ყვითლებს ნამდვილად კარგი გუნდი ყავთ. დაცვის ცენტრში მილანის დიდი ხნის ოცნება მატეო მუსაჩიო, გამოცდილი რობერტო სოლდადო, სედრიკ ბაკამბუ, ექს ბარსელონელი ჯონათან დო სანტოსი, სამპდორიადან გადასული მაგრამ გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბებული რობერტო სორიანო, რომელმაც წელს 10 გოლის და 7 ასისტის გაკეთება მოასწრო, რაც ყოველმხრივ საუკეთესო მაჩვენებელია გუნდში, თანაც მაშინ როდესაც სათამაშო პოზიციით იტალიელი ნახევარმცველია. დაცვით გუნდი საუკეთესო შედეგს აჩვენებს ვიდრე ატლეტიკოს მერე და 34 ტურში მხოლოდ 27 გოლი აქვს გაშვებული რაც საშუალოდ 0.8 ბურთია მატჩში. ეს როდესაც ბარსას მაჩვენებელი 0.97 ია ხოლო მადრიდის რეალის 1.15.
ხიხონი პრიმერაში დარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ ჯერ ერთი ჩამორჩენა უახლოეს ლეგანესთან 6 ქულაა და ვფიქრობ მხოლოდ ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივრებს სჯერათ ამ გუნდის უმაღლესში დარჩენა. ამას გარდა ხშირად მსმენია რომ აი გუნდი გადასარჩენად იბრძვის... გადარჩენამდე რომ მიიყვანა საქმე ეს უკვე ნიშნავს იმას რომ გუნდი სუსტია.
ვილიარელმა პირველ ტურში გასვლაზე 1-3 მოუგო, ვფიქრობ არც ახლა გაუჭირდება, მითუმეტეს თუკი გუნდს ფსიქოლოგიასთან ყველაფერი კარგად აქვთ, ზუსტად უნდა იცოდნენ ამ მატჩის ფასი და სამი ქულის, რადგან დარჩენილი 4 ტურიდან 2 გასვლაზე აქვთ, ერთი ვალენსიასთან ხოლო ერთიც ბარსელონასთან.
ახლა შეცდომების დაშვების დრო აღარაა
ვილიარელი - ხიხონი 1 (1.47)
აქედანვე გეტყვით რომ აშკარა ფავორიტებს, რომლებსაც აქვთ 1.16 და 1.2 და ასეთი კოეფიციენტები, მე პირადად ვერიდები ხოლმე და ნუ დაწერისგან და გარჩევისგან თავს შევიკავებ, რადგან თქვენ თვითონაც ნახავთ და ბევრი ლოგიკა არ უნდა პლუს ამას იმდენჯერ გავუმწარებივარ ასეთ კოეფიციენტებს ვერიდები. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს. მითუმეტეს იმ პირობებში რომ რეალს ატლეტიკოსთან უწევს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე და ბარსას კატალონიური დერბი უწევს ესპანიოლთან. არც ერთი არაა ისეთი მატჩი რომ 1.18 და 1.2 ადეკვატური კუშები იყოს.
ჩემს ყურადღებას და სიმპატიას ერთი მატჩი იქცევს
ესაა ოსასუნა - დეპორტივო.
ოსასუნა უკვე გავარდა და შეუძლია დარჩენილი 4 მატჩი საკუთარ მაყურებელს მიუძღვნას და მათ მადლობა გადაუხადოს ერთგული ქომაგობისთვის.
არ დაიჯერებთ მაგრამ თუკი დავუჯერებთ სხვადასხვა საიტებს, მათ შორის ტრანსფერმარკეტს და ფლეშსკორს ოსასუნას 5 ცენტრალური მცველიდან ხუთივე დამტვრეულია, ბარსელონასთან მატჩში დაცვაში ნახევარმცველი და ოსასუნა ბ-ს მცველი იდგა. რაც მოხდა კი ნახეთ 7 გოლი შეუგდეს. ასევე დამტვრეულები არიან ჩამშლელი ნახევარმცველები და ერთიც ფლანგის მცველი. ამას სტატისტიკაც რომ მივამატოთ ოსასუნა 3.8 ბურთი აქვს საშუალოდ მატჩში და 34 ტურში 22 მატჩი მეტობით დაამთავრა.
რაც შეეხება დეპორს, ვფიქრობ გეგმა მინიმუმი (რატომ მაქსიმუმი არა რო?!) შეასრულა და 4 ტურში 7 ქულიან პლიუსს გასავარდნ ზონასთან არ გაანიავებს. შეუძლია მშვიდად ითამაშოს საკუთარი სიამოვნებისთვის, მოგებით ის ზემოთ ვერ აიწევს (ვერც 2 მოგებით) გოლის გაშვება ამ გუნდისთვის უცხო არ არის, არც გატანა.
ვფიქრობ ასეთი უმნიშვნელო მატჩი სავარაუდოდ სანახაობრივ მატჩად უნდა იქცეს, სტატისტიკის და ტრამვიანობიდან გამომდინარე მეტობის კოეფიციენტი ძალიან მომხიბვლელია. ერთმანეთში ბოლო 7 მატჩში 5 ნაკლები იყო, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ (ხან ერთი იყო სხვა დივიზიონში, ხან მეორე) ახლა კი სხვა არაფერი დარჩენიათ რომ მაყურებლისთვის ითამაშონ
ოსასუნა - დეპორტივო 2.5 ზე მეტი (1.8)
გერმანიაში გადავიდეთ.
რა უნდა ხდებოდეს უფრო უარესი გერმანიაში რაც ბავარიის თავს ხდება? ვფიქრობ მეორე მსოფლიო ომის წაგების შემდეგ ასეთ დღეში არ ყოფილან გერმანელები. ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება, ბოლო ხუთ მატჩში არც ერთი მოგება. ბავარიამ 22 დღეში 4 მატჩი წააგო, ბოლოს მან 8 აპრილს მოიგო!!! ის გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან, გუშინწინ გამოვარდა გერმანიის თასიდან სადაც უგებდა დორტმუნდს და შემდეგ ორი გოლი გაუშვა მეორე ტაიმის მიწურულს (2:3)
რა უნდა დავწეროთ ვოლფსბურგზე? მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ გაბრაზებულ, დამცირებულ და შეურაცხყოფილ რეკორდმაისტერთან თამაშს! რა თქმა უნდა ფოლცვაგენებს ნორმალური შემადგენლობა ყავთ, რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მარიო გომესი, ბლაშიკოვსკი, დიდავი, ლუის გუსტავო, მაგრამ დავიწყოთ იქიდან რომ ეს აღარ არის ის ვოლფსბურგი რომელშიც ბურთაობდნენ დანტე, ნალდო, კევინ დე ბრუინი, დრაქსლერი, შურლე, პერიშიჩი, კალიჯური, მაქს კრუზე... და ამას გარდა ანჩელოტის თუკი არ სურს თამაზ მეჭიაურივით უმუშევარი დარჩეს პირველ რიგში ეს კოშმარი უნდა დაამთავროს. მას მთელი გუნდი სრულ მზადყოფნაში ყავს მეკარე ნოიერის გარდა. მოკლედ სურათი ნათელია, ფენიქსი უნდა მიწიდან აღდგეს!
თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ორიანი აიღოთ, მე კი ვფიქრობ მიუხენში უკვე პატარა წვრილ ულვაშებს იხატავენ
ასე რომ
ვოლფსბურგი – ბაიერნი (1:0) 2 (1.97)
მივედით სერია ა მდე
ხვალ პირველი გახსნითი მატჩი ატალანტა – იუვენტუსია.
ახლა თუკი რამე ადარდებს იუვეს ეს ატალანტა ნამდვილად არაა. 5 ტურით ადრე 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ რომას. ამ ხუთი ტურიდან ბოლო ორი საჩუქარი აქვს "ბოლონია" და "კროტონე". ფაქტიურად +6. გამოდის რომ უახლოეს სამ ტურში სადმე ქულა თუ "იშოვნა" მას ჩემპიონობას ვერავინ წაართმევს, თანაც ეს იმ პირობებში რომ რომამ ხუთივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს. რომას კი "სანატრელი" კალენდარი აქვს. ლაციო, მილანი, იუვენტუსი. მოკლედ იუვე ჩემპიონია, ამაზე ალბათ ტურინში ნაკლებად ფიქრობენ, თუკი რამეზე ფიქრობენ ეს ოთხშაბათს მონაკოსთან გასვლითი მატჩია. ძალიან ახლოა ბებერი სინიორა ოცნებასთან რომელიც 20 წელიწადზე მეტია არ აუხდენია. რაც არ უნდა იძახოს ალეგრიმ რომ ის თითოეულ მატჩზე ერთნაირად ორიენტირდება, ისინი მაინც ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობენ. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ იუვე წასაგებად გამოვა, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო კოეფიციენტი. იუვეს 5 მატჩია გოლი არ გაუშვია, მათ შორის 2 მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ, მოკლედ ძალიან კარგი დაცვის მიუხედავად, როტაცია და მოტივაციის ნაკლებობა წამოიღებს ისეთ ბრწყინვალე კუშს როგორიცაა ორივე გაიტანს. ატალანტა წელს ნამდვილი აღმოჩენაა, ფაქტიურად გადაწყვეტილია რომ უეფას ზონაშია. მის ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობაა ევროპულ გრანდებს შორის. მატეა კალდარა უკვე შეიძინა იუვემ, პეტანია, კესი და გომესიც არ დარჩებიან დიდხანს ბერგამოში. ეს ბიჭები ახლა ფასს იმატებენ და რა უნდა იყოს იუვესთან გატანილ გოლზე კარგი საშუალება?! მითუმეტეს იმ პირობებში როცა ალეგრი მოუფრთხილდება ტრამვებს და წამყვანი ფეხბურთელების გადატვირთვას.
ატალანტა - იუვე ორივე გაიტანს (1.9)
მილანმა ვერ მოუგო პესკარას, წააგო ემპოლისთან, ახლა კროტონეს ეთამაშება რომელმაც საოცარი სერია გამოაცხო ბოლო ტურებში, ბოლო 4 ტურში სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მოუგო ინტერს და სამპდორიას, ფრედ ეთამაშა ტორინოს. ახლა თუ მილანსაც მოუგო მაშინ გახდეს ბარემ ჩემპიონი, რატომ არის 18 ადგილზე? მოკლედ არ მჯერა მე კროტონული საოცრების და მის 16 000 მოცულობის სტადიონზე ისტორიის წერის! ტრანსფერმარკეტის მიხედვით გუნდი ღირს 24 მილიონი, ზუსტად იმდენივე რამდენიც საქართველოს ნაკრები... ზუსტად 10 ჯერ იაფი ვიდრე მილანი.
ჯერ ერთი შანსი აქვს მილანს 5 ქულა ამოქაჩოს და უეფაზე მაინც მოხვდეს, ამას გარდა რაც ჩინელებმა იყიდეს და გუნდში რევოლუცია იგეგმება, უმუშევრად დარჩენა არავის სურს, ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად. მილანმა კროტონეს აუცილებლად უნდა მოუგოს! მაოცებს კოეფიციენტი, მესმის კროტონე გულს და სულს დადებს სტადიონზე, მაგრამ თუკი არსებობს რაიმე საფეხბურთო სამართალი... მოკლედ მილანი!
კროტონე - მილანი 2 (1.95)
მოკლედ ეს ხუთია რაც გულით მომწონს.
ნუ მოკლედ სიტის ორიანი და დორტმუნდის 1 და ასეთ რაღაცეებს თქვენ თვითონაც აარჩევთ, უბრალოდ მართლა გართობისთვის ვთამაშობ დიდი ხანია და არ მიყვარს პატარა კუშებზე ნერვიულობა. როგორ გითხრათ, კანჭის დაფაზე მოწუწნული კაცები რომ ჩანგლით გადაწევენ სარდელს, სოსისს და ღორის სამ ფენიან შემწვარ მოხარშულ დიდ ნაჭერს და ფრის და კომბოსტოს მჟავეს ჭამენ.... აი ეგეთი თამაშები მგონია რეალის 1, პსჟ X2 და ა.შ.
წარმატებები ყველას
19.31 კოეფიციენტი
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare