კარგით აბა. მართალია ლიონმა თავის ბოლო წამზე ჩადენილი საოცრებით წაიღო ჩემი 524 ლარი, ამას დავუმატოთ რომ ფულსაც აღარ გვადებინებენ. მაგრამ მაინც დაგიწერთ ხვალინდელზე ჩემს აზრებს, იქნებ იხეიროთ ვინმემ. 
პირველი თამაში ესაა რუსეთში. 
წესით ბევრი თამაში ითხოვს დამდე დამდეო, მაგრამ მოვერიდები ზენიტის ორიანსაც, ტულა - სპარტაკის კისაც, კრასნოდარის მოგებასაც და ა.შ. რადგან ჯერ ერთი მგონია რომელიღაცა დღევანდელ ლიონს იკადრებს და ვინც არ იკადრებს იმდენად დაბალი კოეფიციენტები აქვს, არ ჭირდება გარჩევა და პოემების წერა. 
აქ არის ასეთი მშვენიერი მატჩი ლოკომოტივი - ანჟი. 
ნუ მთავარი ინტრიგა რაც არის აქ ერთი გაუთამაშებელი ჩემპიონთა ლიგის ადგილი, რომელსაც ცსკა და ზენიტი იყოფენ. ცსკა ყველანაირად უკეთეს მდგომარეობაშია. 
1) + 1 ქულა აქვს ცსკას და უსწრებს ზენიტს.
2) შედარებით ადვილი მატჩი აქვს, სახლში ანჟისთან, ხოლო ზენიტს გასვლა მოსკოვის ლოკომოტივთან. 
მოკლედ წითელარმიელებისთვის ყველაფერი მათ ხელშია. იგებენ და არიან ჩემპიონთა ლიგაზე. 
ანჟი 30 ქულით 12 ადგილზეა. მის ქვემოთ 4 ადგილი უკვე გასავარდნი ზონაა (2 პირდაპირ და 2იც გადათამაშებით)
ანჟისთვის ერთი ქულაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ გიორგი ლორიას კრილია სოვეტოვმა ჯერ გროზნოს ტერეკი უნდა დაამარცხოს. 
გროზნო და მახაჩკალა.... ჩეჩნეთი და დაღესტანი, მონათესავე ხალხია. მე იმას არ ვამბობ რომ ტერეკი თავს გაიგიჟებს და ანჟის გამო სისხლს დაღვრის კრილიასთან, მაგრამ თამაშსაც ადვილად არ მისცემს. მე ვუყურე ტერეკის თამაშს სპარტაკთან და ბოლოს გატეხეს მოსკოველებმა, თორემ მანამდე 4 ტური ზედიზედ მოგებული ქონდა, მათ შორის ზენიტთანაც. მოკლედ ამით იმის თქმა მინდოდა რომ ეს არ იქნება გახსნილი თამაში. ორივე გუნდი შეეცდება ნაკლებად გარისკოს. 
ცსკამ 1–0 ზეც იცის თამაში, ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები (15) გოლი აქვს გაშვებული. ანჟის შედარებით მეტს უშვებს, მაგრამ ნაკლები გააქვს. ორივე გუნდს კი საშუალოდ 2 გოლი აქვს მატჩში და 29 ტურის შემდეგ ანჟის 18 ნაკლები აქვს და ცსკას 19. 
მოკლედ ცსკას 1 იანი თავის 1.2 ით არ მხიბლავს.
ამიტომ პირადად მე ავიღებ (თუ ჩავრიცხე როგორმე) 
ცსკა – ანჟი 2.5 ნაკლები (2.2)
ასევე შედარებით მსუბუქი ფსონები 
პირველ ტაიმში 1.5 ზე ნაკლები (1.5)
ან 
3.5 ზე ნაკლები (1.45)
ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის ამბავი კი გარკვეულია, მაგრამ ჯერ გასარკვევია უეფას ზონა. სოსიედადიდან, ვილიარეალიდან და ბილბაოდან მხოლოდ 2 მოახერხებს ევროპაზე თამაშს. ვილიარეალი 64, ბილბაო 63, სოსიედადი 63. მატჩები კი არც ისე ადვილი. ბოლო ტურში სამივემ ფრე ითამაშა. რომელიმეს რომ მოეგო უკვე გაღმა ნაპირზე იქნებოდა, მაგრამ ბოლო ტურამდე მოიტანეს. მატჩი სამივეს რთული აქვს. ვილიარეალს ვალენსიასთან, სოსიედადს გასვლა სელტასთან და ბილბაოს მადრიდში ატლეტიკოსთან. 
პირველი შემოგთავაზებთ ატლეტიკო – ატლეტიკის ორივეს გატანას. 
1. ბილბაო აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე, რაც ამ გუნდისთვის უცხო არ არის და კარგადაც გამოსდის. სამივე მატჩი ერთ დროს იწყება და გარანტიები ვერავის ვერაფერზე ექნება. 
2. ატლეტიკოს საკუთარი საამაყო დაცვის გარეშე უწევს თამაში. ფელიპე ლუისი, ხიმენესი, გოდინი უეჭველად დააკლდებიან ბარათების გამო, ხოლო ვრლასკო და ხუანფრანი ტრამვირებულები არიან და მათი თამაში ძალიან საეჭვოა. 
3. დიდი შანსია რომ დიეგო სიმეონესთვის, გრიზმანისთვის, კარასკოსთვის და სხვა ვარსკვლავებისთვის... რომელიმესთვის მაინც უკანასკნელი მატჩი იყოს ატლეტიკოში, ამას გარდა გამომშვიდება ძველ სტადიონთან. 
მოკლედ დიდი შანსია ატლეტიკომ ეს მატჩი მოიგოს ამ ფაქტორების გამო, მაგრამ გოლს ვფიქრობ მაინც მიიღებს ბილბაოს მოტივაციიდან და დაცვის პრობლემებიდან გამომდინარე. 
მე პირადად ავიღებ ორივეს გატანას 1.7
ასევე მომწონს
2.5 ზე მეტი 1.85 
და ორმაგი შედეგი/ტოტალი 1X/1.5 ზე მეტი (1.65) 
პრემიერლიგაში ერთ რამეს შემოგთავაზებთ. ალბათ არ მოგეწონებათ, მაგრამ მე აუცილებლად მოვხაზავ.
ლივერპული – მიდლსბრო
რა თქმა უნდა ალბათ 99 პროცენტით ლივერპული მოიგებს, მაგრამ მე ავიღებ მიდლსბროს გოლს. რატომღაც ვფიქრობ, შეიძლება ლივერპულმა გაიტანოს 3 ან 4 ან 5 და მეტი გოლი და ღირსეულად დაბრუნდეს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მიდლსბრო ემშვიდობება პრემიერლიგას, მას ყავს დაუნინგი, გასტონ რამირესი, ვიქტორ ფიშერი და ალვარო ნეგრედო. მოკლედ ისეთი ბიჭები რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ გოლი გამოაცხონ. ეს მაშინ როდესაც ლივერპულს 3 მატჩია გოლი არ გაუშვია და ნამდვილად არ ვარ ლივერპულის რაღაცნაირად სურპრიზებით სავსე დაცვაზე იმ აზრის რომ 4 თამაში კარს მშრალად შეინახავენ. 
1. ) კაცმა არ იცის როდის დაბრუნდება მიდლსბრო პრემიერლიგაში, ასე რომ ენფილდზე გოლით დაემშვიდობო პლ-ს ფანტასტიკური და ცოტა რომანტიკული შანსიცაა.
2. ) 2.45 მიდლსბროს გოლზე, ისეთი კოეფიციენტია რომ პრემიერლიგის ნებისმიერ (თუნდაც აუტსაიდერ) გუნდს როდესაც მისცემენ ამხელა კუშს ვფიქრობ აუცილებლად ასაღებია. 
მოკლედ
ლივერპული - მიდლსბრო მეორე გუნდი გაიტანს (2.45)
დანარჩენებს ხვალ გეტყვით. ჯერ არ გამირჩევია 
