პირველ რიგში დავიწყებ ჩოგბურთით.
ზოგადად ფეხბურთზე დადება უფრო მიყვარს ვიდრე ჩოგბურთზე, მაგრამ როლან გაროსის ფინალი კარგია.
ნადალი - ვარვინკა. 1.2 ნადალს ნიშნავს რომ ის აბსოლუტური ფავორიტია, მაგრამ ვარვინკამ საკმაოდ კარგ და დაძაბულ მატჩში მოახერხა პირველი ჩოგნის, მარის გამოგდება. ფინალში არა მგონია რამე ადვილად დათმოს. შეიძლება წააგოს, ნადალი ახლიდან დაიბადა მართლა, მაგრამ ისეც არ წააგებს რომ მაყურებელი იყოს ფინალში მონაწილის მაგივრად და ტკბებოდეს ნადალის კარგი თამაშით. მე ვფიქრობ რომ როლან გაროსის ფინალში თავმოყვარე მონაწილეებით 3:0 ან 0:3 არ უნდა მორჩეს.
ნადალი - ვარვინკა - სეტების რაოდენობა 3.5 ზე მეტი (1.73)
მოლდოვა - საქართველო
მართალია საქართველოს ნაკრები არის ალბათ ყველაზე ცუდი გუნდი დედამიწაზე, მაგრამ მოლდოვა უფრო ცუდი გუნდია. ტრანსფერმარკეტის მიხედვით საქართველო ორჯერ ძვირი შემადგენლობითაა ვიდრე მოლდოვა. მართალია არაფერი არ შეიცვლება ცხრილში, მაგრამ ვლადიმერ ვაისმა დროა მოიგოს ოფიციალური მატჩი, მითუმეტეს როდესაც იშვიათად მაგრამ ასეც ხდება, მეტოქეზე კარგი გუნდი გვყავს
მოლდოვა - საქართველო 2 (2.35)
ძალიან პახმელიაზე ვარ, გავდივარ სახლიდან და ისე კიდევ თუ სიტყვაზე მენდობით უკრაინის კუთხურებს ავიღებდი, თურქეთის მეტობას და მექსიკა - აშშ -ს კის
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare