დავიწყებ შოტლანდია – ინგლისი. ერთგვარი სანაკრებო დერბი.
1968 წლის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთისთვის გოლები არ გაუტანიათ, ანუ კი არ უთამაშიათ.
ამას გარდა ისე ჩაატარა ინგლისის ნაკრებმა ხუთი მატჩი რომ გოლი არ გაუშვია. პირველი მატჩი ინგლისში 3:0 მოიგეს მასპინძლებმა. ინგლისელი მეკარეების "ცნობილ" სკოლას თუ დავუმატებთ ინგლისელ მცველებს ეს სრულიად ფანტასტიკურ შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მეორე მხრივ შოტლანდიაში გამოცდილი სტივენ ნაისმიტი, გრიფიტსი, ფორესტი, მორისონი.... ძირითადად პრემიერლიგის ხალხი.
ჯერ ერთი მათ უამრავჯერ უთამაშიათ ინგლისელებთან საკლუბო დონეზე (მინიმუმ წელიწადში ორჯერ) და ამას გარდა 5 თამაშში გატანილი 7 გოლი მაფიქრებინებს რომ ორივე გუნდმა უნდა მოახერხოს გატანა და ნახევარ საუკუნეში ერთხელ მაინც გაუტანონ ერთმანეთს გოლები!
შოტლანდიელებს 13 მატჩია ზედიზედ სახლში გოლი გააქვთ, მათ შორის გაუტანეს 2 გოლი გერმანიას რომელიც ობიექტურად უფრო ძლიერი გუნდია და უფრო კარგად გამოიყურება დაცვაში ვიდრე ინგლისი.
ასე რომ მე ვფიქრობ
შოტლანდია - ინგლისი : ორივე გაიტანს (კი) 2.2
პოლონეთი - რუმინეთი
სიმართლე გითხრათ მიკვირს რატომ აქვს პოლონეთს ამხელა კოეფიციენტი, ალბათ იმიტომ რომ დამაჯერებლად, ხუთ ქულიანი ფორით ლიდერობს ჯგუფს და შეიძლება ითქვას "თავი ქუდში აქვს" მაგრამ ეს ძალიან ადრეა, მხოლოდ 5 მატჩია უკან და ერთი ამდენიც წინ ელის. ეს არ არის რეგულარული ჩემპიონატი რომ ყოველ კვირა თამაშობდე სტაბილურად, შემდეგი მატჩები სექტემბერშია, მერე ოქტომბრის ბოლოს. დიდი პაუზებია და ვერავინ იტყვის გადაჭრით რომ გუნდი დავუშვად სექტემბერსაც ასეთ კარგ ფორმაში შეხვდება, ამიტომ დღეს პოლონეთს მოსაგები თამაში აქვს. რუმინეთს როცა ოქროს თაობა ყავდა ჯერ მაშინ რა იყო და ახლა საერთოდ. პოლონეთი კი მშვენივრად გამოიყურება, არც ვარსკვლავები აკლია, არც სტაბილურობა, არც მშრომელი და მუშა ფეხბურთელები. მოკლედ მე ვფიქრობ პოლონეთმა მშვიდად უნდა მოიგოს მოსაგები თამაში სახლში, მითუმეტეს რომ პირველი თამაში გასვლაზე მოუგო 3:0, ასევე მას შემდეგ რაც პენალტების სერიაში პორტუგალიასთან დამარცხდა ევროზე, წაუგებელი 6 მატჩიანი სერია აქვს, ვფიქრობ ასევე გააგრძელებს.
პოლონეტი – რუმინეთი 1 (1.6)
მონტენეგრო – სომხეთი
პირველი მატჩი სომხეთში 3–2 მორჩა, სომხებმა მოიგეს. პირველ ტაიმში 2–0 იგებდა მონტენეგრო და შემდეგ 3 გოლი გაუშვეს მეორე ტაიმში. ისე კი ორივე გუნდი კარგად თამაშობს მეტობას. 5 თამაშიდან ორივეს 3–3 მეტობა აქვს ნათამაშები. ორივეს საშუალოდ 3.2 აქვს მატჩში. მართალია დიდად გახსნილ თამაშს არც ერთი არ თამაშობს, მაგრამ შეტევითი პოტენციალი ორივეს დაცვით პოტენციალზე უკეთესი აქვს. ერთი მხრივ ვეტერანი ვუჩინიჩი და ხან კარგი ხან ცუდი იოვეტიჩი, აქეთ კი მხითარიანი და მოვსესიანი.
ვფიქრობ აქ სამი გოლი უნდა ვიხილოთ
მონტენეგრო – სომხეთი 2.5 ზე მეტი (2.15)
სულ გამოვიდა 7.4