ჩავატარო ანალიზი? კაი, კაი კუშები დავაბრეხვო? როგორც ვიცი ხოლმე? აარჩევთ იმედია რამეს
ხუთ გენიალურ თამაშს შემოგთავაზებთ აბსოლუტურად გენიალური კუშებით
1. ხეტაფე – ტენერიფე
პლეიოფი პრიმერალიგაში დასაბრუნებლად, ფინალი, გადამწყვეტი მატჩი. პირველი მატჩი ტენერიფემ 1-0 მოიგო.
ხეტაფემ 9 ჯერ დაარტყა კარისკენ და არც ერთხელ კარში. დამეთანხმებით რომ უიღბლობაა ხო 9 ჯერ ცადო და უბრალოდ კარის ჩარჩოსკენ ვერ დაუმიზნო, გოლზე აღარ ვსაუბრობ. არადა ეს ხეტაფე რომელიც ამის წინა სეზონში გავარდა უმაღლესიდან, დიდად არ გაღარიბებულა. მხოლოდ სარაბია გადაბარგდა სევილიაში და ვასკესი თუ რაღაც მსგავსი გვარი ქონდა ესპანიოლში, შევსებაც ღირსეულად მიიღეს, ნუ მეორე დივიზიონისთვის. ბირთვი იგივეა და კარგი შეთამაშებული გუნდია. საკმაოდ დამღლელ 22 გუნდიან სეგუნდა დივიზიონში 3 ადგილზე დაასრულა სეზონი და რომ არა ბოლო მატჩებში განიავებული ქულები, ყოველგვარი პლეიოფის გარეშე მოხვდებოდა უმაღლესში. ამისთვის მხოლოდ 2 ქულა დააკლდა. ნახევარფინალში უესკას გასვლა 2-2 ეთამაშა ხოლო სახლში დამაჯერებლად 3-0 მოუგო. გუნდში არის გამოცდილი ხორხე მოლინა, რომელმაც 35 წლის ასაკის მიუხედავად მოახერხა და 20 გოლი გაიტანა 39 მატჩში.
ტენერიფე რვა წლის წინ იყო უმაღლესში, ანუ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, შემდეგ ქონდა რთული პერიოდები და უფრო დაბლაც ჩასულა ვიდრე სეგუნდა დივიზიონია, მაგრამ აგერ წელს შესანიშნავად იასპარეზეს და მეოთხე ადგილზე დაამთავრეს ჩემპიონატი. ახლა მხოლოდ ერთი მატჩი აშორებთ მათ სანუკვარ მიზნამდე.
ვფიქრობ ტენერიფე არ დადგება და არ ითამაშებს იმ იმედით რომ გოლს არ გაუშვებს და მისთვის მთავარი მიზანი იქნება მინიმუმ ერთი გოლის გატანა. ვფიქრობ ამის საშუალებას ხეტაფეც მისცემს, იმიტომ რომ წესით თავიდანვე გაბედულად და აგრესიულად უნდა შეუტიოს. ხეტაფეს კი უბრალოდ სხვა გზა არ აქვს შეტევაზე არ იფიქროს. ვინ ვინ და ნორმალურმა მწვრთვნელებმა და პროფესიონალმა ფეხბურთელებმა კარგად იციან სწრაფი გოლის ოქროს ფასი. ორივე შემთხვევაში ვინც არ უნდა გაიტანოს პირველი გოლი, ეს აუცილებლად გახსნის თამაშს. მთავარია ეს გოლი იყოს პირველ ტაიმში და სასურველია საწყის წუთებზევე. მოკლედ მჯერა ეს მატჩი მეტობა იქნება.
ხეტაფე - ტენერიფე 2.5 ზე მეტი (2.25)
2. იტალია - გერმანია
პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ რაც არ მგონია ეს მატჩი, ეს ფრეა! სიტუაცია ასეთია, შეიძლება გერმანიაც ჩარჩეს და იტალიაც.
• Germany (6 pts) are guaranteed top spot if they draw with Italy; if they were to lose to the Azzurrini, they would be assured of second place only if the Czech Republic did not beat Denmark.
• Czech Republic (3 pts) need a win against Denmark – and for Italy to beat Germany – to have a chance of topping the section (Article 18.01 to apply); if they win and Italy don't, the Czechs would secure second place.
• Italy (3 pts) are guaranteed first place if they beat Germany and the Czechs do not win.
იტალია ჩემი აზრით ბევრად კარგი შემადგენლობით არის ჩასული ამ ჩემპიონატზე ვიდრე გერმანია, მიუხედავად გერმანული სულისა და დისციპლინისა, ვფიქრობ მეტად კარგად შემსრულებლები და ინდივიდუალისტები ყავთ აძურჩიკებს...
თუნდაც იმას დავაკვირდეთ რომ გერმანიის ნაკრებში არც ერთი ფეხბურთელი არ არის არც ბავარიიდან, არც დორტმუნდიდან და არც სხვა უცხოური გრანდებიდან, როდესაც ამ დროს იტალიაში არიან ისეთი ამომავალი ვარსკვლავები,როგორებიც არიან: დონარუმა, დანიელე რუგანი, მატეა კალდარა, ანდრეა კონტი, დავიდე კალაბრია, ლოკატელი, გალიარდინი, ფედერიკო კიეზა, ბერნარდესკი, ბერარდი, პეტანია.
ეს ის ბიჭები არიან რომლებიც ან უკვე თამაშობენ და თან თამაშობენ სტაბილურად იტალიურ გრანდებში ან ბიჭები რომლებზეც მთელი ევროპა ნადირობს.
აი ნახეთ, დონარუმაზე არაფერს ვიტყვი, რუგანის ხუმრობით ვეტერანიც შეგვიძლია ვუწოდოთ, წელს იუვეს შემადგენლობაში ლიგაზეც კი აქვს ნათამაშები, რამხელა გამოცდილებაა წარმოიდგინეთ. კალდარა იუვემ უკვე შეიძინა და მომავალი წლიდან ზებრებში ითამაშებს. კონტი იტალიის წლის საუკეთესო განაპირა მცველად დასახელდა, კალაბრია და ლოკატელი რეგულარულად ხვდებიან მილანის ძირითადში. გალიარდინი ინტერის ნახევარდაცვის მთავარ ფიგურად იქცა თითქმის. კიეზა თავხედი მამის თავხედი შვილი რომელმაც წელს თითქმის ყველა გრანდის გამწარება შეძლო, ბერნარდესკიზე და ბერარდიზე რა უნდა ვთქვა? როდესაც შენს მიმართ ინტერესს იჩენენ ჩელსი, არსენალი, იუვე, ტოტენჰემი, ინტერი, მილანი და მსგავსი გრანდები, ესეიგი რაღაცას წარმოადგენ. საკუთარ გუნდებში კი შეუცვლელი ფიგურები არიან. პეტანიამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ატალანტაში და მისი დიდი დამსახურებაცაა ამ გუნდის წლევანდელი მეხუთე ადგილი.
ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ რომ გამოცდილება და კლასი ვფიქრობ ამ შემთხვევაში იტალიის მხარესაა და მხოლოდ გერმანული სულით გაუჭირდებათ ფონს გასვლა ფრიცებს.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ის საოცარი კოეფიციენტი რომელიც მიანიჭეს იტალიას აუცილებლად ასაღებია, თუნდაც იმიტომ რომ შემდეგ არ ვინანო ასეთი "კუშის" განიავება
იტალია - გერმანია 1 (3,1)
3. მექსიკა - რუსეთი
ბევრი რომ არ ვწერო, ვინც უყურეთ მექსიკის მატჩს, ის ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად უტევს და ძალიან ცუდად იცავს თავს! ტიპიური სამხრეთ ამერიკული გუნდი. მექსიკელებს სჭირდებათ ქულა რომ გავიდნენ ჯგუფიდან. ხოლო რუსების უღიმღამო თამაშების შემდეგ რომელიც ვნახეთ წინა ორ ტურში, პირველ რიგში კი ის უფანტაზიობა და "უტრაკობა" რასაც ისინი აკეთებდნენ განვლილ ტურებში, ვფიქრობ ბოლო მატჩში ოდნავ შეიცვლება, მცდელობა მაინც იქნება ამის, რომ საკუთარი მაყურებლის და "რასია, მი დერჟავა" ხალხის წინაშე გოლი მაინც გაიატანონ. არ ვიცი ვინ მოიგებს აქ და ვინ გავა, მაგრამ ვფიქრობ ეს მოხდება ორივეს გატანით
მექსიკა - რუსეთი ორივე გაიტანს კი (1.8)
4. ზელანდია - პორტუგალია
მე ვფიქრობ მაქსიმუმი რაც ამ ჩემპიონატზე ზელანდიამ გააკეთა, ეს გოლი იყო მექსიკის კარში, მათი საქმე ნამდვილად რაგბის თამაშია და არა ფეხბურთის. აი კრისტიანუს კი როგორ უყვარს პირადი ტიტულები ყველამ კარგად იცით. რატომ არ უნდა იყოს ის თუნდაც ამ ტურნირის ბომბარდირი? და მარტო კრისტიანო ხომ არ არის? ნამდვილად შესანიშნავი გუნდი ყავთ, არ ჩამომათვლევინოთ გთხოვთ. მარტო იმას ვიტყვი რაც ტრანფერმარკეტზე წერია
პორტუგალია 370 მილიონი ფუნტი
ზელანდია 15 მილიონი
ერთი გუნდი მეორეზე თითქმის 25 ჯერ ძვირი ღირს.
ვფიქრობ რომ ახალგაზრდულის უკანალს დღეს დიდგაზრდულები გამოწმენდენ.
ზელანდია - პორტუგალია - ჰანდიკაპი (-2.5) 2 (2.0)
* * *

ეს კი ისე, გასართობად... ჩახედეთ, ყველაფერი ნანახი და ნაფიქრი მაქვს

)
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare