kukiაქაც მადლობა და შემდეგ გარჩევას სპეციალურად შენ გიძღვნი
1. ჩინეთის ჩემპიონატში არის ასეთი საინტერესო მატჩი.
პირველ ადგილოსანი რაღაც გუნჩუნჟუნჩუ ევერგრანდი და მესამე ადგილოსანი ჰებეი.
ამ ევერგრენდს ლუის ფილიპე სკოლარი წვრთვნის. სხვა გაპიარებული ტრენერებისგან განსხვავებით (როგორიც მაგალითად მოურინიო, მანჩინი, გუარდიოლა და სხვები...) ეს ადამიანია რომელიც ყოველთვის დებს შედეგს იქ სადაც არის. კაცი რომელიც არასდროს ყოფილა მწვრთვნელების ნაღები საზოგადოების წევრი, სინამდვილეში 2002 წელს ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, 2004 წელს პორტუგალია ფინალში გაიყვანა და იქ წააგო ბერძნებთან, ბრაზილიურ კლუბებში სადაც უმუშავია ყველა ჩემპიონი გაუხდია და უამრავი ტიტული მოუგია, თუმცა რა თქმა უნდა ქონია ჩავარდნებიც (ჩელსი, ბრაზილიის ნაკრებში მეორედ დაბრუნება) ახლა მისი გუნდი არ არის ისეთი ვარსკვლავური როგორიც სხვები, მაგრამ ჰყავს ის ფეხბურთელები რომლებიც ჭირდება, უფრო სწორად იყენებს კარგად: პაულინიო, ჯექსონ მარტინესი, კიდევ ორი საკუთარი თანამემამულე ბრაზილიიდან და შედეგიც სახეზეა.
Guangzhou Evergrande
Chinese Super League: 2015, 2016
AFC Champions League: 2015
Chinese FA Cup: 2016
Chinese FA Super Cup: 2016, 2017
ის იგებს ყველაფერს რაც კი შეიძლება ჩინეთში და აზიაში მოიგო. მას კარგად შეთამაშებული გუნდი ყავს, კარგი დისციპლინით და შესაბამისად კარგი შედეგითაც. ახლაც მისი გუნდი პირველ ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.
სახლში ევერგრანდი ბოლო 14 მატჩია მინიმუმ 2 გოლს იტანს, ისე კი სულ 14 მატჩში სახლში 48 ბურთი აქვთ გატანილი. ხომ მშვენიერი შედეგია?
ამ სეზონში კი რომელშიც უკვე 13 მატჩის ჩატარება მოასწრეს 30 გოლი გაიტანა და 14 ის გაშვება მოასწრეს.
რაც შეეხება მეორე გუნდს, ანუ ჰებეის.
ის მესამე ადგილზეა, მას მანუელ პელეგრინი წვრთვნის, ვისაც არ გახსოვთ გეტყვით რომ ევროპაში ვილიარეალში იმუშავა ხუთი წელი, ლიგაზე მოახვედრა და ის თამაშიც გემახსოვრებათ რიკელმემ რომ პენალტი ააცილა თორემ ნახევარფინალში თუ ფინალში გადიოდა არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე. შემდეგ რეალ მადრიდში იყო მაგრამ ვერაფერი შედეგი, მერე მალაგაში გადავიდა და მალაგაც ლიგაზე გაიყვანა, იქაც მეოთხეფდინალამდე გააღწია, დორტმუნდთან გახსოვთ? ბოლო წამზე რომ გამოვარდა, ამის მერე 3 წელი სიტიში, მაგრამ იქ დიდი შედეგები როგორც რეალში ვერ დადო. ესეიგი ეს არ არის გრანდების კაცი, ჩინეთში კი თავს შესანიშნავად გრძნობს. ჩინეთის დონეზე კი არა ევროპის დონეზეც საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა, გუნდში ყავს: სტეფან მბია, ერნანესი, ლავეცი...
როგორც წესია ჩინეთში გუნდები შემტევებს ყიდულობენ ევროპიდან და ამერიკიდან, ხოლო დაცვას ადგილობრივ კადრებს ანდობენ.
ხოდა რატომ ვწერე ახლა ამდენი?! მე ვფიქრობ აი ეს ყველა გამოცდილება და პრაქტიკა რაც დავწერე ნიშნავს იმას რომ ამ ორ გუნდს შორის ერთი ცუდი ტრადიცია უნდა დაირღვეს.
მათ ერთმანეთში სამი მატჩი აქვთ ნათამაშები და არც ერთი არ მორჩენილა (კი) და სამიდან 2 იც ნაკლები იყო. (1-0, 3-0, 2-0)
ჰებეის არც აქვს გატანილი გოლი ევერგრანდისთვის.
ახლა კი ვფიქრობ ფეხბურთელებს და მწვრთვნელებს ეყოფათ გამოცდილება და კლასი რომ ერთი კი ან მეტობა ითამაშონ. თქვენ თვითონ აარჩიეთ.
1) ევერგრანდი - ჰებეი 2.5 ზე მეტი (1.6)
2. ევერგრანდი - ჰებეი ორივე გაიტანს კი (1.7)
3. ევერგრანდი - ჰებეი ორივე გაიტანს/ 2.5 ზე მეტი (2.05)
სიმართლე გითხრათ მე ამ ბოლოს ვიღებ კუკის პატივისცემით აწყობილ ბილეთში რომელსაც ახლა ვწერ. იმიტომ რომ ასე მოწყვეტით 3-0 ან 0-3 არ მგონია. ცოტა არითმეტიკაც ხომ არსებობს. 4 თამაშში კი-ს დინამო ეთამაშება ბარსელონას და ორი თანაბარი გუნდია...
მოკლედ
ევერგრანდი - ჰებენი ორივე გაიტანს/2.5 ზე მეტი (2.05)
ნუ აქვეა ჩინეთში შანხაი ჰენანის თამაში, რომელიც ლოგიკურად უნდა მოიგოს შანხაიმ. ჰენანი 14 ადგილზეა, შანხარი მეორეზე. შანხაის ყავს ოსკარი, ჰალკი და წვრთვნის ვილაშ ბოაში. ასე რომ ნუ აქ ბევრი ახსნის გარეშე
შანხაი – ჰენანი 1 (1.3)
არგენტინაში, ზუსტად ვერ გავერკვიე მაგათი ჩემპიონატის წესებში სადაც 30 გუნდია და არის უშველებელი, არ ვიცი ეს პირველი წრე მთავრდება ხვალ თუ სეზონი, მაგრამ ფაქტია შვებულებაში გადიან. ბოკა ხუნიორსი პირველ ადგილზეა, მას ნამდვილად კარგი გუნდი ყავს და ნელ–ნელა იბრუნებს იმ დიდებას ბოკა რაც ქონდა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ნიჭიერი ფეხბურთელებიც უხვად მოუგროვდა, რომლებსაც უკვე აკვირდებიან სკაუტები. ერთ–ერთი, ბენტანკური უკვე იყიდა იუვემ.
წინა ტურში გასვლაზე ოლიმპო ბაჰიას 2-0ს უგებდნენ და "მოახერხეს" მეორე ტაიმში და ფრედ 2-2 დაასრულეს მატჩი.
ახლა, საშინაო არენაზე ვფიქრობ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებენ უღიმღამო უნიონ სანტა ფე სთან, რომელიც 23 ადგილზეა, მისთვის არაფერი არ იცვლება და ამ მატჩსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
https://www.google.com/search?client=opera&...0.0.hI9RzULYOBkამ ლინკზე კი შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ხოლმე ლა ბომბონერაზე და როგორ ქომაგობენ საყვარელ გუნდს.
ასე რომ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ბოლო მატჩს ბოკა ვთვლი რომ დამაჯერებლად მოიგებს.
ბოკა ხუნიორსი - სანტა ფე 0:1 ჰანდიკაპი 1 (1.93)
ნუ აქვე პატარა კუშიანს გეტყვით. როსენბორგი ნორვეგიაში. ბოლო მატჩი წააგო. ახლა ერთ-ერთ აუტსაიდერს სოგნდალს ეთამაშება. სოგნდალს 6 კაცი აკლია.
როსენბორგს 25 ქულა აქვს, ისევე როგორც პირველ ადგილზე მყოფ ბრანს, რომელიც გასვლაზე ეთამაშება მესამე ადგილოსან სარსპროგს (24 ქულა)
არა მგონია ასეთი მდგომარეობით არ იხეიროს როსენბორგმა და შანსი ხელიდან გაუსვას. ჰანდიკაპის რა გითხრათ მაგრამ ჩვეულებრივ ერთიანს იმედიანად ვუყუებ
როსენბორგი - სოგნდალი 1 (1.22)
გერმანია - კამერუნი
მიუხედავად იმისა რომ გერმანია არ არის ძირითადი შემადგენლობით წასული, მაინც საკმაოდ საინტერესო შემადგენლობაა რომლებსაც დასამტკიცებელი აქვთ რომ ღირსები არიან მომავალ მსოფლიოზე ითამაშონ. ასეა თუ ისეა ჩვენ უბრალოდ ბუნდესნაკებისგან უსისხლო მანქანას ვართ შეჩვეული თორემ ახლაც ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობაა. კამერუნს კი ძალიან სუსტი შემადგენლობა ყავს. როგორც ჩანს სამუელ ეტოსთან, დიდიე დროგბასთან ძმებ ტურეებთან და კიდევ უფრო ძველებს არ ჩამოვთვლი, გაქრა ის სიმპატიური აფრიკული ფეხბურთი. დარჩნენ "დასცხე, გაეკიდე" ფეხბურთელები, რომლებმაც შეიძლება კი ითამაშონ ევროპულ გრანდებშიც კი, მაგრამ როცა ვუყურებდი ზამთარში აფრიკის ჩემპიონატს მივხვდი რომ ეს ფეხბურთელები მარტო მაშინ არიან ღირებულები როდესაც 2-3 ინტელექტუალ ფეხბურთელთან ერთად შავ სამუშაოს ასრულებენ. თორემ ერთად შეყრილები... არაფერი საერთოდ!
გერმანიას არანაირად არ უნდა პორტუგალიასთან შეხვედრა ნახევარფინალში. ამისთვის საჭიროა 2 ბურთიანი ჰანდიკაპი ამოუქაჩოს ჩილეს, რომ გადაინაცვლოს პირველ ადგილზე. რად უნდა ბევრი ლაპარაკი იმას რომ ყველაფერი აქვს გერმანიას იმისთვის რომ ტკბილად მოუგოს კამერუნს. ამას გარდა არა მგონია ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულოს ბუნდესტიმმა რომ ერთი დამაჯერებელი მატჩი არ ითამაშოს და ჩემი მაკარონშიკების სტილში გავიდეს ჯგუფიდან.
გერმანია - კამერუნი 0:1 ჰანდიკაპი 1 (1.95)
ჩილესაც იგივე საკითხი აქვს გადასაჭრელი, იმ უპირატესობით რომ +1 აქვს ბურთები გერმანიასთან შედარებით. პრობლემა იმაშია რომ მეკარე კლაუდიო ბრავო და გუნდის მთავარი იმედი დაცვაში გარი მედელი ტრავმირებულები არიან როგორც საიტებზე წერია. დანარჩენი მცველები ვინც ყავს ყველა სამხრეთ ამერიკაში თამაშობენ, მაურო ისლას თუ გამოვაკლებთ. მაურო ისლა კიდევ კალიარის მცველია, კალიარი, გუნდი რომელმაც 76 გოლი გაუშვა სერია ა-ში.
ბოდიში თუ ცოტა დისკრიმინაციულად გამომდის მაგრამ კარგი მცველები მე ვიცი ევროპაში, ამას ინტელექტი, ცოდნა და განათლება სჭირდება და არა სამბა და ფინტები.
გერმანიას და ჩილეს 4-4 ქულა აქვთ. კამერუნს და ავსტრალიას 1-1.
ავსტრალიასთვის გავარდნა ტრაგედია არ იქნება, ამის გამო მათ ქვეყნიდან არ გამოაძევებენ, შესაბამისად მათგან ლაღ და ღია ფეხბურთს ველოდები. არც ჩილეს გაუჭირდება შეტევა. ავსტრალიელებმა მოახერხეს და 2 გოლი გერმანიას გაუტანეს. იქაც ჩილეს შეუგდონ, არაფერი გასაკვირი არ იქნება ამაში.
ჩილე - ავსტრალია 2.5 ზე მეტი (1.55)
ჯამში 18.96 კოეფიციენტი.
6 თამაში.
გისურვებთ წარმატებას
კუკი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare