მეგობრებო დიდი ხანია არ შემოგხმიანებივართ, ჩემს აზრებს მოგახსენებთ.
მართალია არ მიყვარს ამ პერიოდში თამაში, რადგან თამაშების ნაკლებობაა, მაგრამ მაინც მომბეზრდა უთამაშობა და დავწერ ჰა
მოკლედ ჩინეთი ამ ბოლო დროს და ამ თამაშების "გაჭირვების" დროს ნამდვილ მისწრებად იქცა.
იანგსუ – ლიაონინგი
ლიაონინგზე მოკლედ გეტყვით, გუნდი აშკარად კრიზისშია, ჩინური ფეხბურთის აყვავების და ფულის ხარჯვის ფონზე აშკარად ბოლოში მოექცნენ, 14 ადგილზე არიან და ბოლო 6 თამაში წაგება აქვთ. გუნდის საერთო ღირებულება 7 მილიონია, მწვრთვნელი კი ვინმე ლინ მა.
აი გაცილებით ამბიციური ჩანაფიქრი ქონდათ იანგსუს მესვეურებს აშკარად, მთავარ მწვრთვნელად ალბათ დამეთანხმებით მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთვნელი ფაბიო კაპელოა, მესმის რომ ის ასაკშია, მაგრამ "ბებერი ხარის რქებიც ხნავსო". ტრანსფერებზეც არ დაიშურეს თანხა, გუნდში მოიყვანეს ჩელსიდან რამირესი, რომლის დამატებაც ბევრ ევროულ გრანდს სურდა, იგივეს თქმა შეიძლება ალექს ტეიშეირაზე რომელიც ნამდვილი ლიდერი იყო ტაისონთან და დუგლას კოსტასთან ერთად დონეცკის "შახტარის". ასევე გუნდში არიან ერთ დროს მონაკოს შემტევი ბენჟამინ მუკანჯო, კოლუმბიელი როჯერ მარტინესი და ინტერიდან გადაბარგებული მცველი ტრენტ საინსბური. გუნდიც 42 მილიონად ფასობს რაც 7 ჯერ მეტია ვიდრე მოწინააღმდეგის საერთო ღირებულება.
მაგრამ გუნდი 15 ადგილზე იმყოფება. მისთვის ახლა პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არის მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება, რათა გუნდმა საკუთარი ძალების იწამოს. გუნდის მომზადება კონკრეტული მატჩისთვის კი ფაბიო კაპელომ რომ უკეთ იცის, რომელსაც სხვადასხვა დროს უმუშავია მილანში, იუვეში, რომაში, ინგლისის ნაკრებში და მადრიდის რეალში, ვიდრე ლინ მამ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგა, 7 სკუდეტო და 2 ლა ლიგა აქვს მოგებული.
ასე რომ ძველად
ჰანდიკაპსაც ვფიქრობ 1.85
და რა თქმა უნდა ჩვეულებრივად
იანგსუ – ლიაონინგი 1 (1.3)
კიდევ ერთი მატჩი ჩინეთიდან
შანხაი ისტ ეიშა - გუანჩჟოუ ევერგრანდი
ჩინეთის ჩემპიონატის ორი ლიდერი
პირველ ადგილზე ლუიშ ფელიპე სკოლარის ევერგრანდია, მას ერთი ქულით ჩამორჩება შანხაი ისტ ეიშა, რომელსაც ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ სახელ მოხვეჭილი და გამოცდილი ანდრე ვილაშ ბოაში წვრთვნის. გუნდები ორივე თანაბარი დონისა, ვერც იმას ვიტყვით რომელი სპეციალისტი უფრო დიადი და კარგია. ფაქტია რომ მატჩი ძალიან თანაბარი იქნება, მაგრამ მეტობას კი ნამდვილად ვფიქრობ. ჯერ ერთ იმიტომ რომ ორივე გუნდს შემტევები უფრო ფასეულები ყავს და დაცვაში მხოლოდ ჩინელები ირჯებიან (თუ არ ჩავთვლით შანხაის 40 წლის ვეტერან რიკარდო კარვალიოს) თავად ნახეთ შანხაისთვის უტევს: ოსკარი, ჰალკი და ასევე ბრაზილიელი ელკენსონი, რომელმაც 19 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა და 4 საგოლე პასის გაკეთება. ხოლო სკოლარის გუნდში 4 ბრაზილიელია, რომელთაგან ერთ–ერთს, პაულინოს ახლაც ეპატიჟებიან ევროპაში და თანაც თუ სწორად მახსოვს ბარსელონა და არა რომელიმე საშუალო დონის გუნდი. მეორე ფაქტორი ისაა რომ ორივე გუნდმა ჩინეთის თასზე სამარცხვინოდ წააგეს. შანხაიმ 3–0 და ევერგრანდმა 4–2. ახლა კი ნამდვილად სჭირდებათ რეაბილიტაცია, მითუმეტეს როდესაც სასწორზე პირველი ადგილი დევს და თუკი ვინმეს მოეთხოვება რამე იმ ვარსკვლავებს რომლებიც ჩამოვთვალეთ, მათი ფეხბურთი კი შეტევა და მომენტების შექმნაა და არა დაცვა და კარში დგომა. ასე რომ ჩამოთვლილი 7 ბრაზილიელი 2 გუნდში საკმარისი იქნება ვფიქრობ იმისთვის რომ ჩინურ დაცვას 3 გოლი გაუტანოს (იქით, აქეთ მნიშვნელობა არ აქვს)
მოკლედ
შანხაი ისტ ეიშა - გუანჩჟოუ ევერგრანდი 2.5 ზე მეტი (1.65)
მლს (აშშ)
მშვენიერი თამაში მოჩანს
მინესოტა – ნიუ იორკ რედ ბული
მინესოტა გარდა იმისა რომ ბოლო ადგილზეა, ამას გარდა შვიდი კაცი აკლია. წინა მატჩი მათ ფრედ დაასრულეს სახლში ჰიუსტონთან, თუმცა ამას უფრო გამართლება შეიძლება დაერქვას, ვიდრე დამსახურება რადგანაც მატჩი 0–0 მორჩა და ეს მაშინ როდესაც ჰიუსტონელებმა 20 ჯერ დაარტყეს კარისკენ – მინესოტამ კი მხოლოდ 4 ჯერ.
აი რედ ბულს რაც შეეხება, გუნდი ჩემპიონტში ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, სისტემატიურად ხვდება პლეი ოფში, ამას გარდა ზოგადად რედ ბულს რომ ზუსტი და სწორე მენეჯმენტი აქვს ლაიპციგის და ზალცბურგის მაგალითებიც კმარა. სწორე მენეჯმენტით ისინი ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიან, რისი ყველაზე დიდი ნათელი მაგალითიც ისაა რომ შარშან ლაიფციგი მეორე დივიზიონში თამაშობდა გერმანიაში ახლა კი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება და თანაც მეორე ადგილით და უკან მოიტოვა ბავარიის გარდა ყველა გერმანული გრანდი. ვფიქრობ რომ ბოლო ადგილოსანთან ქულების განიავება ნამდვილად დანაშაულია რედ ბულისთვის, რომლებსაც ამდენი წარმატების შემდეგ ახლა ალბათ ფიქრობენ რომ დროა მლს–შიც მიაღწიონ წარმატებას! ისინი არასდროს აკეთებენ ვარსკლავურ ტრანსფერებს, ისინი ყოველთვის აკეთებენ საჭირო ტრანსფერებს! ასე რომ ვერ გეტყვით გუნდის ლიდერების შესახებ, უბრალოდ შედეგებით ბოლო 5 თამაშში 3 მოგება აქვთ და ბოლოს დერბიში ნიუ იორკ სიტისთან წააგეს.
მინესოტა – რედ ბული ნიუ იორკი 2 (1.95)
რუსეთის ჩემპიონატი
ზენიტი - რუბინი
ზენიტი ბოლო წლებია რუსეთის ჩემპიონატის წამყვანი გუნდია, როგორც შედეგებით ასევე ფინანსური საშუალებით, თუმცა მათ ბოლო სეზონი ჩაუვარდათ, მათ ერთი ქულა დააკლდათ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და ზაფხულში დიდი ცვლილებები განახორციელეს, მთავარ მწვრთვნელად რობერტო მანჩინი მოიყვანეს, სატრანსფერო ფანჯარაშიც იაქტიურეს და რომადან 23 მილიონად ლეანდრო პარედესი მოიყვანეს ხოლო რივერ პლეიტიდან თავდამსხმელი სებასტიან დრუისი, რომელმაც 20 გოლის გატანა მოასწრო ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არგენტინაში და ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოიჩინა თავი. ასევე გუნდში ირიცხებიან გამოცდილი ლუის ნეტო, დომენიკო კრიშიტო, ხავი გარსია, ლუკა ჯორჯევიჩი და გამორჩეული რუსი ფეხბურთელები.
რუბინმა საკუთარი საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, წავიდა ის დრო როდესაც მან საკუთარ მოედანზე ბარსელონა დაამარცხა, დანაკლისებიც სერიოზული აქვს, გუნდს ვერ დაეხმარებიან ცენტრალური მცველი ტარას ბურლაკი, ბარათების გამო კი გუნდს ვერ დაეხმარეიბან მიხო კაკტასი და ალექს სონგი რომელიც თავის დროზე ბევრ წამყვან ევროპულ გუნდში ითამაშა, მათ შორის არსენალსა და ბარსელონაში.
ვფიქრობ პეტერბურგელებმა უნდა მოახერხონ რუბინის დამარცხება
ზენიტი - რუბინი 1 (1.5)
ამხანაგური მატჩი
ჩელსი - არსენალი
ჩელსიმ მორატა დაიმატა, არსენალმა ლაკაზატე, ამას გარდა ამ გუნდებს ერთმანეთში უხვგოლიანობა არ ეუცხოებათ. მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება, გარდა იმისა რომ ბევრ ფეხბურთელს მიეცემა საშუალება მატჩი მიიღოს მონაწილეობა, სანახაობრივ მხარეზე და გუნდების პოპულარიზაციაზე არც ერთი არ იტყვის უარს. ასე რომ მე ვფიქრობ მეტობა აქ ძალიან გემრიელი კოეფიციენტია. მე მახსოვს და ვუყურებდი კონტეს ამხანაგურებს იუვეში და ის უამრავ ექსპერიმენტს მიმართავდა ასეთ მატჩებში. არც ვენგერი ერიდება ხოლმე ახალგაზრდების დატვირთვას და თავის გამოჩენის საშუალების მიცემას ასეთ მატჩებში.
მე ვფიქრობ
ჩელსი - არსენალი 2.5 ზე მეტი (1.55)
სამპდორია – ფერალპისალო
სამპდორია, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია აღარ ითვლება იტალიურ გრანდად და მიუხედავად იმისა რომ მთავარ ლიდერს ლუის მურიელს დაემშვიდობენენ (სევილიაში გადავიდა) ხვალ ეთამაშება იტალიის სერია ც – ბ ს თითქმის სამოყვარულო გუნდს, რომლის მთლიანი გუნდის ღირებულებაც თითქმის იგივეა რაც 34 წლის ვეტერანი ფაბიო კვალიარელას ფასი.
წინა ამხანაგურ მატჩში გენუელებმა 11–0 მოიგეს და მატჩში მონაწილეობა თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო. ფერალპისალოს მაისის შემდეგ არ უთამაშია, ვფიქრობ რომ სამპდორიას ჰანდიკაპით მოგება ძალიან ლამაზად გამოიყურება, მე პირადად ასეთ კოეფიციენტს ხელიდან ვერ გავუშვებ.
სამპა – 1.5 ჰანდიკაპი 1 (1.7)
ბავარია – მილანი
მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე მილანის სატრანსფერო აქტივობა მისი მტერია. გუნდში სადაც თითქმის ყველა პოზიცია ახალია, სერიოზული შეთამაშება, პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით წლების ნაშენებ ბავარიაზე. ბოლო მატჩი ბავარიამ დათმო არსენალთან, გერმანელებისთვის კი ზედიზედ ორი წაგება, თუნდაც ამხანაგურ დონეზე ეროვნული სირცხვილის ტოლფასია. ასევე სამი მატჩია ბავარიას მეტობა არ უთამაშია, რაც უკვე სტატისტიკისთვისაც კი საზიანოა
ასე რომ მე რომ მიყვარს ხოლმე
ბავარია – მილანი (ლიდერს აქვს ეს ლობი) მეტობა და 1 (1.7)
იუვე – ბარსა
ბარსამ ბოლოს 180 წუთში ერთი გოლიც კი ვერ გაუტანა იუვეს. ეს ნამდვილადაა მიზეზი შურისძიებითვის, არც იუვე გავა უგოლოდ სტადიონიდან მე ასე ვფიქრობ. მშვენიერი მეტობაა
იუვე – ბარსა 2.5 ზე მეტი (1.7)
აი ასეთი მშვენიერი 68 კოეფიციენტი გამოვიდა, აირჩევა რამე
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare